ცხოვრებაში ზოგჯერ არის სიტუაციები, როცა კონტროლს ვკარგავთ. ასეთი მოვლენები ითხოვს დიდ ემოციურ ძალას, რასაც იდეალურ შემთხვევებში ეფექტურად ვიყენებთ. თუმცა ზოგი სტრესორი ხშირად ძალიან გვთრგუნავს და ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდება ხოლმე. ადამიანისთვის ემოციურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანია და ყოველთვის პრიორიტეტული უნდა იყოს.

ჩვენ გადავწყვიტეთ, ვისაუბროთ ემოციურ გადაღლაზე, სინდრომზე, რომელიც ხშირად შეუმჩნეველია, მაგრამ ისევე მნიშვნელოვანი, როგორც სხვა სამედიცინო პრობლემები. შემოგთავაზებთ კვლევის შედეგებს და განვიხილავთ, რა იწვევს ემოციურ გამოფიტვას.

ემოციური დაქანცულობა, სტიმულების გადატვირთვა

როცა ვიღაც ემოციურად გამოფიტულია, ისინი ხშირად თავს გრძნობენ დათრგუნულად და გადატვირთულად. შესაძლოა იფიქროთ, რომ ამის მიზეზი მხოლოდ ზედმეტი მუშაობაა (რასაც ხშირად გადაწვის სინდრომს უწოდებენ). თუმცა ემოციური გადაღლა ბევრ სხვა სიტუაციაშიც ხდება. ზოგჯერ ეს უკავშირდება პირად მიზეზებს, მაგალითად, ურთიერთობაში ყოფნას, მშობლობას, ან ისეთ სამსახურს, სადაც ადამიანს სხვებზე ზრუნვა უწევს, მაგალითად ექთნების სამუშაო გარემოს. პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა იმაზე მეტ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რასაც შეგვიძლია გავუმკლავდეთ. ეს ემოციებისგან გადატვირთვას ჰგავს და ახასიათებს ფიზიკური დაღლილობა და ცხოვრების კონტროლის მოშლა.

რა აჩვენა კვლევამ

ჩატარდა კვლევა, სადაც ბარსელონას უნივერსიტეტის ექიმი ჯორდი ფერნანდეზ-კასტრო და მისი გუნდი სწავლობდნენ 96 ექთნის მდგომარეობას, იკვლევდნენ მათ წინაშე არსებულ მოთხოვნებს, კონტროლს, ძალისხმევასა და ჯილდოებს. მიზანი იყო იმ ფაქტორების გამოვლენა, რაც ემოციურ გადაღლას უკავშირდება.

მკვლევარებმა გამოიყენეს აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ექთნებს 4 შეკითხვისთვის უნდა ეპასუხათ, კითხვები ეხებოდა მოთხოვნებს, კონტროლს, ძალისხმევასა და ჯილდოებს. შედეგმა აჩვენა, რომ გადაღლილობა მცირდებოდა ჯილდოს შემდეგ, მაგრამ მალე კვლავ იზრდებოდა ემოციურ გადაღლასთან ერთად, რადგან მოთხოვნები უფრო დიდ მნიშვნელობას ატარებდა.

სხვა სიტყვებით, რა მნიშვნელობაც აქვს სამუშაოს და რასაც ვიღებთ მისგან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამსახურეობრივ გადაღლაში. აგრეთვე ამის ნაწილია პირადი ფაქტორები, როგორიცაა ძილის ნაკლებობა.

ემოციური გადაღლის შესაძლო მიზეზები

მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში ნაჩვენებია ექთნების მდგომარეობა, რომლებსაც თავიანთი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე ქრონიკული სტრესი აქვთ, ყველა შეიძლება დადგეს ემოციური გადაღლის რისკის ქვეშ. ადამიანი შეიძლება მოცული იყოს ნეგატიური ემოციებით, ფიქრებით, განცდით, რომ სტრესს ვერ გადალახავენ. დაღლილობის შეგრძნება შესაძლოა გაიზარდოს დღის განმავლობაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა გასაკეთებელი. ამ დროს გადაღლას ცოტათი აკომპენსირებს შრომისთვის მიღებული ჯილდო, რომელიც შეიძლება იყოს პირადი ან ფინანსური ხასიათის.

ექთნები მშვენიერი მაგალითია იმისა, თუ რას იწვევს უწყვეტი სამსახურეობრივი პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, არსებული სხვა გარემოებებიც კიდევ უფრო ზრდის ემოციურ გამოფიტვის რისკს:

  • პირად ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილება, მაგალითად, განქორწინება ან საყვარელი ადამიანის გარდაცვალება.
  • არასტაბილური ფინანსური სიტუაცია.
  • ზეწოლის ქვეშ მუშაობა, სოციალური ან ოჯახური წნეხი.
  • ქრონიკული დაავადების არსებობა.
  • რისკებით დატვირთულ ადგილას მუშაობა.

სიმპტომები, რომლებიც დაგეხმარებათ გაარკვიოთ ემოციური გამოფიტვის არსებობა

ემოციური გადაღლა შესაძლოა ,,ჩუმად” დადგეს, მაგრამ მისი შემჩნევა შესაძლებელია. მაგალითად, თუ მეტისმეტ ფიზიკურ გადაღლას გრძნობთ ჩვეულებრივთან შედარებით, თუ გაქვთ თავისტკივილი, დეპრესია, ან ძილთან დაკავშირებული პრობლემები. ისიც შესაძლებელია, რომ ამ სიმპტომებს კავშირი არ ჰქონდეს გადაღლასთან, ამიტომ დასახმარებლად პროფესიონალის ძებნა ყოველთვის კარგი გამოსავალია.

შესაძლოა ასევე გიჭირდეთ ფოკუსირება და ან მოვლენების წარმოდგენა

თუ ატყობთ, რომ გიჭირთ კონცენტრაცია საქმეზე, შესაძლოა ეს ემოციურ გადაღლაზე მიანიშნებდეს. მაგალითად, ზოგ ადამიანს შესაძლოა განუვითარდეს დაგეგმვის ან საქმის ორგანიზების პრობლემები.

თქვენ თუ გიგრძვნიათ თავი ასე? რომელი მეთოდი დაგეხმარათ სტრესთან ბრძოლაში? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში!