ბროკოლის სუპი ყველით საკმაოდ ნოყიერი კერძია მიუხედავად იმისა, რომ მასში ხორცი არ არის. იგი მზადდება საკმაოდ სწრაფად და მარტივად. ბროკოლის სუპი გაამდიდრებს თქვენს ყოველდღიურ რაციონს, იგი ძალიან მოეწონება განსაკუთრებით მათ, ვინც ცდილობს წონის კონტროლს და შენარჩუნებას. ის საკმაოდ დაბალკალორიულია.
გთავაზობთ უმეგრიელესი და იდეალური სუპის რეცეპტს.
ინგრედიენტები
- 2 ცალი ხახვი
- 3 ან 4 კბილი ნიორი
- 50 გ კარაქი
- ნახევარ ჩ. კ. პაპრიკა
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
- 500 გ ბროკოლი
- 2 ცალი კარტოფილი
- 230 გ მაგარი ყველი
- 200 გ პური
- 100 მლ ბერძნული იოგურტი
მომზადება
- დაჭერით ხახვი და ნიორი, შემდეგ გაადნეთ კარაქი ტაფაზე.
- შემდეგ დაამატეთ ტაფაში ხახვი, ნიორი, მარილი და სხვა სანელებლები. კარგად აურიეთ და ორიოდ წუთით მოშუშეთ.
- დაშალეთ ბროკოლი ყვავილედებად. მოაჭერით ყვავილებს ბროკოლის ძირები, მოაცალეთ მათ ზედმეტი ფოთლები.
- გაფცქვენით კარტოფილი და დაჭერით. დაამატეთ კარტოფილი და ბროკოლის ძირები ხახვსა და ნიორს. აურიეთ და დაასხით ზემოდან შესაბამისი რაოდენობის წყალი. მოხარშეთ ნახევარი საათის განმავლობაში.
- სუპში ჩაყარეთ ბროკოლის ყვავილების 2/3, შემდეგ სუპი ათქვიფეთ ბლენდერში და ჩაამატეთ დარჩენილი ბროკოლის ყვავილები. აურიეთ და ხარშეთ კვლავ 5 წუთის მანძილზე.
- ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და ჩაამატე ის სუპში. კარგად აურიეთ და ჩაასხით მასში იოგურტი. კვლავ აურიეთ.
- დაჭერით პური და მოათავსეთ ის საცხობზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბატონი ან ბაგეტი. პურის ყოველ ნაჭერს მოაყარეთ პაპრიკა და ცოტა გახეხილი ყველი.
- გრენკები გამოაცხეთ 5 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში.
ბროკოლისა და ყველის სუპი მზად არის! მიიტანეთ კერძი სუფრასთან გრენკებთან ერთად. საკმაოდ ორიგინალური სადილი გამოგივათ. გემრიელად მიირთვით!
გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!