ბევრი ადამიანი საერთოდ არ იღებს სიამოვნებას სახლის დალაგებით, მაგრამ ეს ამოცანაც შესაძლოა გაკეთდეს საინტერესო გზით, თუ ჭკვიანურად მიუდგებით. შეგიძლიათ მთელი დღე დალაგების ნაცვლად სცადოთ რამდენიმე ხრიკი, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ.
ჩვენ გაგიზიარებთ სისუფთავის მოყვარული ადამიანების რამდენიმე საიდუმლოს. მათ არც კი იციან რა არის სიბინძურე.
1. საპონი დუშგელის წინააღმდეგ
დუშკაბინის კაფელების რეცხვა საერთოდ არ არის სასიამოვნო, მაგრამ ამის გაკეთება ხშირად არ მოგიწევთ, თუ ამ რჩევას მიყვებით და მყარ საპონს თხევადით ჩაანაცვლებთ. ჩვეულებრივი საპონი შეიცავს ცხიმებსა და ზეთს, რაც უფრო რთულად საწმენდს ხდის მის ნაკვალევს. თხევადი საპონი კი მარტივად ვერ ხვდება აბაზანის ტერიტორიაზე.
2. გამოიყენეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ყველა შესაძლებლობა
ცოტა ადამიანმა იცის, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა უფრო მეტი ფუნქციითაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. მასში შეგიძლიათ გარეცხოთ: აბაჟური, ბეისბოლის კეპი, სავარცხელი, ტანსაცმლის საწმენდი ჩაქი, მაკიაჟის ფუნჯები, ღუმელის თეფშები, მაცივრის თაროები, საკანცელარიო დამჭერები, მეტალის ან პლასტმასის სათამაშოები და ხელოვნური ყვავილებიც კი.
3. ჟალუზი
ჟალუზებიდან მტვრის გადასაწმენდად, გამოიყენეთ წინდა ისე, როგორც აქ არის ნაჩვენები. ჩაიცვით ის ხელზე და დაიჭირეთ ერთი ჟალუზი ორივე მხრიდან.
4. მაცივრის თაროები
დააწებეთ დამცავი ცელოფანი თქვენს მაცივრის თაროებზე ისე, როგორც ამ ბლოგშიარეკომენდებული. მათი გაწმენდა ბევრად მარტივი იქნება, მით უმეტეს, თუ რამე დაიღვარა.
5. ბეწვიანი მასალის საწმენდი რგოლი
ეს ჯაგრისიც უფრო მეტი რამის გასაწმენდად გამოდგება, ვიდრე მხოლოდ ტანსაცმელია. სცადეთ ისინი აბაჟურებზე, ავეჯსა და თაროებზე.
6. დანების ჩასაწყობი
ჩვენ არასდროს გვავიწყდება ჭურჭლის რეცხვა, მაგრამ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი რამ, რასაც ხშირად უგულებელვყოფთ: საჭმლის ნარჩენები დანის დამჭერებზე. შეგიძლიათ ფენი გამოიყენოთ და გარეცხილი დანის დამჭერები მისი დახმარებით ამოაშროთ.
7. შხაპის ფარდები
შხაპის ფარდების დაობება რომ ავირიდოთ, გთავაზობთ გარეცხოთ ის მანქანაში რამდენიმე პირსახოცთან ერთად. შემდეგ გააშრეთ ისინი სუფთა ჰაერზე.
8. რბილი სათამაშოები
ჩააწყვეთ რბილი სათამაშოები პოლიეთილენის ცელოფანში და დააყარეთ ერთი ჭიქა სოდა (ან 2 ს. კ. სოდა თითოეული სათამაშოსთვის, თუ რამდენიმე გაქვთ). აანჯღრიეთ პარკი კარგად, უმჯობესია ეს გარეთ გააკეთოთ. უკეთესი შედეგისთვის, შეგიძლიათ ცელოფანი მაცივარში შეინახოთ 40 წუთის განმავლობაში ან დაუმატოთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი. სოდა და საჭირო დამუხტულობა სათამაშოს მტვერს მოაშორებს. ბოლოს ამოიღეთ სათამაშოები და გააშრეთ მტვერსასრუტის ყველაზე პატარა თავსაცვით.
9. ყველაზე რთული ადგილების წმენდა
ზოგჯერ მტვერსასრუტის ყველაზე პატარა თავიც კი მეტისმეტად დიდია სახლში არსებული ზოგიერთი წერტილისთვის. პრობლემა მარტივად გადაიჭრება ტუალეტის ქაღალდის რგოლის დახმარებით. წამოაცვით ის მტვერსასრუტის თავს, შემდეგ დაბოლოებას შესაბამისი ზომა მიეცით და შეაღწიეთ ნაპრალებში.
10. ფრჩხილის ლაკი
თუ სახლში მეტალის ნივთები გაქვთ, მათ შეიძლება არასასიამოვნო ჟანგი დატოვონ ზედაპირზე. ამის თავიდან ასაცილებლად, წაუსვით მათ ფრჩხილის გამჭვირვალე ლაკი ფსკერზე, შემდეგ გააშრეთ და პრობლემაც მოგვარდება.
11. ჰაერის კონდიციონერი
სანამ ბინას დაალაგებთ, მანამდე ჩართეთ ჰაერის კონდიციონერი, რათა ფილტრებმა მტვერი შეიწოვოს. ამით თავიდან აირიდებთ მტვრის ნაკადის ჰაერში ფრენას.
12. სამზარეულოს დასადგამი
შაქარი, ყავა, ჩაი და სხვა დამარცვლული პროდუქტები, რომლებსაც დღეში რამდენჯერმე ვიყენებთ, უნდა ინახებოდეს თაროებზე ან დაფებიან თეფშებზე. რამე რომც დაგეყაროთ, ის მაგიდაზე არ მოხვდება და, შესაბამისად, არც იატაკზე. თეფში და თარო კი შედარებით მარტივი გასაწმენდია.
13. პლასტიკური ბოთლი და მილისებური ლენტი
ავეჯისა და ბალიშების სწრაფი წმენდისთვის ჯაგრისი ან ბეწვების რგოლი საკმარისი არ არის. შემოახვიეთ ორმაგი წებო პლასტიკურ ბოთლს, ჩამოაცვით მას ტარი და სცადეთ ჭუჭყიანი წერტილების წმენდა. თმა, ბეწვი, მტვერი და ჭუჭყი უფრო სწრაფად მოშორდება ავეჯს.
14. ცხოველების თასი
როცა ცხოველები ჭამენ, მათ სისუფთავე დიდად არ ადარდებთ. ისინი ამოძრავებენ თასს და საკვებიც იატაკზე იყრება. დააკარით ცხოველების ჯამი იატაკზე ორმაგი ლენტით, რათა სამზარეულო სუფთა დარჩეს.
15. გრეიფრუტი მარილით
ნახევარი გრეიფრუტი იდეალური გამწმენდი საშუალებაა თქვენი ნიჟარისა და აბაზანისთვის, თუ მას ბევრ მარილს დააყრით.
მოგეწონათ ჩვენი რჩევები? რომელიმე მათგანს თქვენც ხომ არ იყენებთ? მოგვიყევით კომენტარებში! ეს სტატია კი აუცილებლად გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!