ადელმა წონაში დაკლებით მთელი სამყარო გააოცა. ვარსკვლავის სხეულს ახლა არანაკლებ განიხილავენ, ვიდრე მეგან მარკლსა და პრინც ჰარის.
ახალი ფორმებისკენ სწრაფვა არტისტმა გასულ წელს დაიწტო და დაამტკიცა რომ -20 კილო შეუძლებელი არაა.
მომღერალი განსაკუთრებულ რაციონზე გადავიდა – ეს კვების ახლებული სისტემაა.
სირტფუდ-დიეტა
დიეტის ავტორები, ბრიტანელი ნუტრიოლოგები ეიდან გოგინსი და გლენ მატენი ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი პროდუქტი სირტუინის გამოყოფაში გვეხმარება, რომელიც მეტაბოლიზმისთვის სასარგებლოა. სირტუინების დიდ რაოდენობას საოცარი ეფექტი აქვს. ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე იზრდება, უჯრედების დაბერების პროცესი კი ნელდება. ფერმენტები გვეხმარებიან გავუმკლავდეთ სტრესს, ორგანიზმი წინააღდეგობას უწევს ინფექციებს და ფერხდება ასაკობრივი ცვლილებები.
ციტრუსები, სალათის ფოთოლი, რუკოლა, ნიახური, ოხრახუში, წითელი ხახვი, წიწიბურა, არარაფინირებული ზეითუნის ზეთი, მწვანე ჩაი, ვაშლი, ქლიავი, მარწყვი, ქურქუმა, მწარე შოკოლადი – პროდუქტებია, რომლებიც სირტუინების რაოდენობას ზრდიან. ისინი უნდა წარმოადგენდნენ დიეტის ბაზას.
ასევე, აუცილებელია კალორიების დღიური რაოდენობის შემცირება, რაც 2 ეტაპად იყოფა.
პირველი ეტაპი
მსგავსი რეჟიმი და მენიუ 3–5 კილოს დაგაკლებინებთ.
- ხანგრძლივობა — 7 დღე
- кრაციონის კალორიულობა: პირველი 3 დღე — 1000 კალორია, შემდეგ — 1500 კალორია
- 1 ჭიქა წმავენ წვენი (ნიახურისგან, ისპანახისგან, ვაშლისგან, კომბოსტოსგან) 1–1,5 საათით ადრე საკვების მიღებამდე
- აკრძალულია ჭამა საღამოს 7 საათის შემდეგ
- აკრძალულია ალკოჰოლი
- ყველა სახის შაქარი
მეორე ეტაპი
- აკრძალულია ჭამა საღამოს 7 საათის შემდეგ
- რაციონის კალორიულობა — 1500–1800 კალორია
- მენიუ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისგან
- 2–3 ჯერ კვირაში წითელი მშრალი ღვინო დაშვებულია
- სრულმარცვლოვანი პური დაშვებულია
- დაშვებულია მწარე შოკოლადიდ ესერტის სახით — 20 გ ერთ მიღებაზე
მნიშვნელოვანი ნიუანსი. დიეტა გამორიცხავს ნახევარფაბრიკატების მიღებას, გადამუშავებულ ხორცს და ტკბილ გაზიან სასმელებს.