აი, რას მიირთმევენ საუზმეზე მსოფლიოს ულამაზესი ქალები

სუპერმოდელებმა გარეგნური იერსახის საიდუმლოება კარგად იციან. ეს გასაკვირი არცაა: მათი კარიერას წორედ იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ გამოიყურებიან. სანამ სხვები ნახევარ ცხოვრებას ხარჯავენ იმაზე, რომ სწორი რაციონი შეადგინონ, სინდი კროუფორდი და ბელა ჰადიდი დიდიხანია დღეს იწყებენ იმ პროდუქტებით, რომლებიც საშუალებას აძლევთ დღეში 24 სთ საოცრად გამოიყურებოდნენ.

წარმოგიდგენთ მსოფლიო ლამაზმანების დილის მენიუს.

ვარსკვლავების საუზმე

ცნობილ მოდელებს გადატვირთული გრაფიკი აქვთ. ქალები, რომლებსაც ხანდახან მთელი დღის გატარება უწევთ გადასაღებ მოედანზე, ნოყიერი და მსუბუქი საუზმე სჭირდებათ.

როზი ჰანტინგტონი

ფიგურის შესანარჩუნებლად თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოდელი ამჯობინებს მცენარეულ სმუზის. მას ამზადებს ბროკოლისგან, რუკოლასგან, ისპანახისგან, მჟაუნასგან, სალათის ფოთლებისგან.

ჟიზელ ბუნდჰენი

ეს ბრაზილიელი მოდელი 180სმ-ია სიმაღლეში და წონას მუდამ 60 კილოს ინარჩუნებს. დღეს ჟიზელი ლიმნიანი წყლით იწყებს, რათა კუჭი სწორი ფუნქციონირებისთვის შეამზადოს. ოდნავ მოგვიანებით სადილობს ხილით, ახალი ბოსტნეულით ან კვერცხითა და ავოკადოთი.

სინდი კროუფორდი

სინდი 6 საათზე დგება, 20 წუთს ჯაკუზში ატარებს და მსუბუქ საუზმეს მიმართავს. როგორც წესი ესაა სმუზი ისპანახისგან, ბანანისგან და პროტეინისგან. ეს წესი გამოადგებათ მათ, ვისაც დილით ვარჯიში უყვარს.

დოუცენ კრუზი

დოუცენის მენიუშია: კენკრა, იოგურტი ახალი ხილით და ბოსტნეულის სმუზი. ლამაზმანს მათ გარეშე დღის დაწყება არ შეუძლია.

მირანდა ქერი

ჟიზელის მსგავსად მირანდა დღეს ლიმნიანი წყლით ან ვაშლის ძმრიანი წყლით იწყებს. ეს მეტაბოლიზმისთვისაა კარგი და კუჭს ფუნქციონირებისთვის განაწყობს. შემდეგ მირანდა ხილის სალათს იმზადებს. მისი ფავორიტია: ჟოლო, ქლიავი, ვაშლი, ანანასი, მარწყვი და ლეღვი. ხანდახან მოდელი დღეს ჩვეულებრივი ომლეტით იწყებს.

გაამახვილეთ ყურადღება: საუზმე ძირითადი საკვები უნდა იყოს და ვარსკვლავების გამოცდილება ამას ამტკიცებს. მათ ჯანსაღი სხეული აქვთ და სუფთა კანი. ახალი ხილი და ბოსტნეული მდიდარია ვიტამინებით და ენერგიით შეგავსებთ მთელი დღის მანძილზე. ვერ იგრძნობთ კუჭში სიმძიმის შეგრძნებას. თქვენ როგორ საუზმობთ?

Leave a Reply