5 რეცეპტი ვახშმის 30 წუთში მოსამზადებლად

წარმოგიდგენთ მარტივ და სწრაფ კერძებს ვახშმის მოსამზადებლად. მათი მომზადების ტექნოლოგია რთულ მანიპულაციებს არ მოიცავს.

ვახშამი 30 წუთში

ცხელი ტაფა მექსიკურად

დიდ, ღრმა ტაფაზე დაასხით მზესუმზირის ზეთი და გაათბეთ. დაუმატეთ 300 გ მსხვილად დაჭრილი შებოლილი ძეხვი, 3 წუთის შემდეგ კი დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა. 1 წუთის შემდეგ ეს მასა გადაიტანეთ კუთხეებისკენ, ცენტრში ჩაყარეთ დაკონსერვებული სიმინდი და პომიდვრის ნაჭრები. მოაყარეთ პაპრიკა, მარილი, დაჭყლეტილი მწვანილი და მოამზადეთ 5 წთ.

გამომცხვარი მაკარონი 25 წუთში

დიდ ღმა ჯამში მოათავსეთ 400 გ მაკარონი. დაასხით 2 ჭიქა წყალი და 100 გ ტკბილი ტომატის სოუსი. ადუღების შემდეგ ხარშეთ 5 წთ, რის შემდეგადაც დაუმატეთ ტაფას 200 გ ბეკონი და 100 გ კუბიკებად დაჭრილი პომიდორი. მოაყარეთ მარილი, პილპილი, აურიეთ და ამზადეთ კიდევ 1 წთ. გადმოიღეთ ტაფა ცეცხლიდან, კარგად მოაყარეთ მაგარი ყველი. მოათავსეთ კერძი გაზქურაში. გამოაცხვეთ 200გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში 10 წუთით. მიტანამდე მოაყარეთ ქინძი.

პასტა ბოსტნეულით

მაღალ ტაფაში მოათავსეთ 300 გ სპაგეტი, თხელ ნახევარ წრეებად დაჭრილი ხახვი, 300 გ პომიდორი და დაჭყლეტილი 4 კბილი ნიორი. მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი და დაასზით 2 ს. კ. ზეითუნის ზეთი. დაასხით 4.5 ჭია ცივი წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ 9 წთ სითხის ადუღებამდე. ბოლოს მოაყარეთ პარმეზანი.

სწრაფი ქათმის ღვეზელი

მაღალ ტაფაზე გაადნეთ 30 გ ნაღების კარაქი. შეწვით დიდ კუბიკებად დაჭრილი 400 გ ქათმის ფილე და მოაყარეთ 1 ს. კ. ფქვილი. დაუმატეთ 400 გ გაყინული ბოსტნეულის ნაზავი, ამზადეთ 5 წთ. დაასხით 500 მლ ქათმის ბულიონი. თუშეთ 5 წთ. ცალკე აურიეთ 2 ჭიქა ფქვილი, 100 გ გახეხილი მაგარი ყველი, მარილი, 50 გ ნაღების კარაქი და 1 ჭიქა რძე. გადმოიღეთ ტაფა გაზქურიდან. მოათავსეთ ღვეზელი 220 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში 10-15 წუთით.

ბრინჯი და ქათამი

ქათმის ბარკლებიდან აღებული 500 გ ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად და მსუბუქად შეწვით მცენარეულ ზეთში ღრმა ტაფაზე. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ხახვი, წვრილად გახეხილი სტაფილო და დაჭყლეტილი 2 კბილი ნიორი. შეწვით 5 წთ.

მოათავსეთ ტაფაზე წვრილად დაჭრილი 2 ღერო ნიახური და 1 ჭიქა ბრინჯი. დაასხით 400 მლ ქათმის ბულიონი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. მოამზადეთ ნელ ცეცეხლზე სახურავით 20 წთ. მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და დაჭყლეტილი ოხრახუში.

Leave a Reply