უკანატანის ფორმა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოამჟღავნებს

ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სად ვაგროვებთ ყველაზე მეტ ცხიმს. ქალები, რომლებიც სხეულის შუა ნაწილში ჭარბწონიანები არიან სისხლის მაღალი წნევის და ინსულტის რისკით ხასიათდებიან. უკანატანს ბევრი რამის თქმა შეუძლია თქვენს ჯანმრთელობაზე.

წარმოგიდგენთ 4 ტიპის დუნდულებს, რომლებიც სხვადასხვა სიგნალებს გვაძლევენ.

ოთხკუთხედი ფორმა

ეს ნიშნავს, რომ საკმარისად არ ვარჯიშობთ ან არასწორი პროგრამა გაქვთ არჩეული. ის არ გეხმარებათ დაწვათ ცხიმები რთულ ადგილებში. ეს ასევე შესაძლოა ჰორმონის, კორტიზოლის ბრალი იყოს.

ამ ფორმის ადამიანებს როგორც წესი კარგი მეტაბოლიზმი აქვთ და წონას პროპორციულად იმატებენ.

რეკომენდაციები:

  1. დაითვალეთ კალორიები, თუმცა არაა საჭირო მკაცრი დიეტის დაცვა.
  2. უმჯობესია ყურადღება გაამახვილოთ მხრებსა და ბარძაყებზე. თქვენთვის საუკეთესო ვარჯიშია გაშეშებულ მდგომარეობაში ხელებზე დაყრდნობა.

გულის ფორმა

ეს ფორმა გულისხმობს ფართო ბარძაყს და წვრილ წელს. ამ ფორმის ადამიანები ადვილად კარგავენ ცხიმებს, მაგრამ როცა იმატებენ, წონა სხეულის შუა ნაწილში იზრდება.

თუ ბაძაყები და წელი გაგეზარდათ, ეს ნიშნავს, რომ არასწორ დიეტაზე ხართ და თქვენი აქტივობა მინიმალურ დონეზეა, ასევე, შესაძლოა გქონდეთ სტრესი. ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც ეს შესაძლოა იყოს ალკოჰოლის გადაჭარბების სიგნალი.

რეკომენდაციები:

  1. შეიცვალეთ დიეტა. მიიღეთ მეტი პროტეინი, ბოსტნეული და ხილი.
  2. კონცენტრირდით ქვედა ტანის ვარჯიშზე. სირბილი და სიარული თქვენთვის სასარგებლოა.

ამობრუნებული სამკუთხედი

ასაკთან ერთად, ცხიმი უკანატანიდან სხეულის სხვა ნაწილებზე ინაცვლებს. ამას ესტეროგენის დაბალი რაოდენობა განაპირობებს და შესაძლოა მიგიყვანოთ გულის პრობლემებთან, დეპრესიასთან, ინფექციებთან და წონის მომატებასთან.

რეკომენდაციები:

  1. შეინარჩუნეთ დიეტა.
  2. ივარჯიშეთ რეგულარულად.
  3. კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან ან ექიმთან, იმაზე თუ როგორი ვარჯიშებია თქვენთვის შესაფერისი.

მრგვალი ფორმა

ეს ფორმა ჯანმრთელი ადამიანისაა. ყველაფერი პროპორციულია. თუ არასწორ ცხოვრების სტილს განივითარებთ, ჯანმრთელობა შეგაწუხებთ, ამიტომაც აკონტროლეთ სიტუაცია, რომ ჯანსაღი ფორმა შეინარჩუნოთ.

რეკომენდაციები:

მოიხმარეთ კალორიები წონის მიედვით და ნუ გავიწყდებათ ვარჯიში.

ბონუსი:

თუ სწორი დუნდულები გაქვთ, ესეიგი მჯდომარე პოზიციაში დიდ დროს ატარებთ. კუნთებს ავიწყდებათ დანიშნულება და სხეულის ფორმაშ ყოფნას აფერხებენ.

რეკომენდაციები:

  1. გაწელვა.
  2. ჩაჯდომები. არაა საჭირო სავარჯიშო დარბაზი. გააკეთეთ ის სახლში ან ოფისში.
  3. იარეთ მეტი.

Leave a Reply