ერთხელ, 30 წლის ასკაში შუაღამეს საშინელმა ზურგის ტკივილმა გამაღვიძა. მას შემდეგ ტკივილს დროდადრო ვგრძნობდი. რამდენიმე ექიმთან მივედი მაგრამ ვერაფერმა მიშველა. რამდენი წლის შემდეგ კი გადავწყვიტე რამდენიმე სავარჯიშო ჩემს ყოველდღიურ რუტინაში ჩამერთო. ეს საუჯეთესო ცხოვრებისეული გადაწყვეტიკება აღმოჩნდა.
გიზიარებთ აპრობირებულ მეთოდს, რომელიც ზურგის ტკვილის 30 დღეში გააქრობს.
ნაბიჯი 1. დაძაბულობის მოხსნა
როგორ შევასრულოთ:
- დადექით იატაკზე, ფეხებით განზე. აწიეთ ხელები რაც შეიძლება მაღლა და გაჭიმეთ ზურგი.
- შემდეგ ნელ-ნელა წინ დახრა დაიწყეთ, სანამ იატაკს არ მისწვდებით.
- დადეთ ხელები იატაკზე და მოადუნეთ კისრის და ზურგის კუნთები.
- დარჩით ამ პოზაში რამდენიმე წამი, შემდეგ სხეული საწყის მდგომარეობას დაუბრუნეთ.
- გაიმეორეთ ვარჯიში 30-60 წამი.
ნაბიჯი 2. დაიბრუნეთ დრეკადობა
როგორ შევასრულოთ:
- დადექით ხელებსა და მუხლებზე. გაუსწორეთ მხრებს და თეძოებს. ფეხის თითწბიც იატაკს უნდა ეხებოდნენ.
- შეინარჩუნეთ ზურგი სწორად, აწიეთ მარცხენა ფეხი, მოაშორეთ ის ტანს მაქსიმალურად.
- დააბრუნეთ ფეხი საწყის პოზიციაში და გაიმეორეთ სავარჯიშო მეორე მხარეს.
- გააკეთეთ 30-60 წამის მანძილზე.
ნაბიჯი 3. ზურგის კუნთების გაჭიმვა
როგორ შევასრულოთ:
- დადექით მუხლებზე და გაჭინეთ ტანი წინ ისე რომ ხელები იატაკზე გასრიალდეს.
- შეინარჩუნეთ მუხლები 90 გრადუსით, იგრძენით დაჭიმვა.
- ნელა დაწიეთ თავი, დადეთ მკერდი იატაკზე, მოადუნეთ კისრის კუნთები. იდაყვებს იატაკს ნუ შექხებთ.
- გაჩერდით ამ პოზაში 30-60 წამი.
ნაბიჯი 4. გაასწორეთ დგომი
როგორ შევასრულოთ:
- დაწექით მუცელზე, ხელებით გვერდზე და ფეხებით ერთად.
- მარცხენა ხელი და ფეხი იგივე პოზიციაში დატოვეთ, მარჯვენა თავის მაღლა გაწიეთ და მარჯვენა ფეხი მოხარეთ რაც შეიძლება მაღლა. დარწმუნდით რომ მარჯვენა ფეხიც და ხელიც იატაკს ეხებოდნენ.
- დააბრუნეთ საწყის პოზიციაში, შემდეგ გაიმეორეთ სავარჯიშო მეორე მხარეს. გააკეთეთ 30-60 წამი.
ნაბიჯი 5. დაჭიმეთ დუნდულები
როგორ შევასრულოთ:
- დაჯექით იატაკზე სწორი ზურგით და წინ ფეხები გაასწორეთ.
- მარცხენა ფეხი სწორად დატოვეთ, მარჯვენა მოხარეთ და ფეხის ქვედა ნაწილი ორივე ხელით დაიჭირეთ.
- ნელა მიიზიდეთ ის მკერდისკენ, სანამ დაჭიმულობას არ იგრძნობთ.
- გაჩერდით ამ პოზაში 30-60 ეამი და შემდეგ გაიმეორეთ მეორე მხარეს.
შედეგი
- პირველი, რაც შევნიშნე, ზურგის კუნთები უფრო ძლიერი გახდა და დგომი გამიუმჯობესდა. სამსახურში მაჰიდასთან ჯდომაც ბევრად მარტივი გახდა.
- დავემშვიდობე ზურგის ტკივილს, ნაკლებად მაწუხებს თავის ტკივილი და ზოგადად ჯანმრთელობა გამიუმჯობესდა.
- რეგულარული ვარჯიშები მეტ ენერგიას მმატებს. 30 დღე მათი შესრულებით ღამე აღარ გაგაღვიძებთ ტკივილი და დღის მანძილზეც არ იქნებით გამოფიტული და ძილის ხასიათზე.