ზოგადად, რულეტი ნაღებით სეზონზე არ არის დამოკიდებული. მისი მომზადება ნებისმიერი ხილით შეიძლება. თუმცა დღეს ჩვენ გთავაზობთ საშემოდგომო ვარიანტს: ბეზეს რულეტს მანდარინით.
შეძენის წინ მანდარინი შეამოწმეთ, რომ არ იყოს ძალიან მჟავე. რაც უფრო ტკბილი იქნება, ნამცხვარი უკეთესი გამოვა.
ინგრედიენტები
- 6 ცალი კვერცხის ცილა
- 300 გ შაქარი
- 100 გ თხილი
- 4 ს. კ. ფქვილი
- ერთი ჩ. კ. ვანილის შაქარი
- 250 მლ ნაღები
- 200 გ მანდარინი
მომზადება
1. პირველად მოამზადეთ ბეზეს მასა. ამისთვის უნდა ათქვიფოთ კვერცხის ცილა მყარი ქაფის მიღებამდე. ფრთხილად შეურიეთ მასში შაქარი, ვანილის შაქარი, ფქვილი და დაჭრილი თხილი.
2. ბეზეს მასა მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში და ზოლებად გამოუშვით პერგამენტდაფენილ საცხობზე. ზოლები უნდა ქმნიდეს სწორ კუთხეს.
3. ბეზე გამოაცხეთ 20 წუთის განმავლობაში 150 გრადუს ცელსიუსზე. გააციეთ ბოლომდე.
4. ნაღები ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე და წაუსვით ის ბეზეს. ზემოდან დაალაგეთ მადარინის ლებნები და ფრთხილად გადაახვიეთ რულეტი. დესერტი შედგით მაცივარში მინიმუმ 5 საათით.
თხილი შეგიძლიათ შეცვალოთ ნუშით. ასევე დესერტის მორთვა შეიძლება გამდნარი შოკოლადით ან დაჭრილი ნიგვზით. გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!