ეს უნაზესი დესერტი გულგრილს არავის დატოვებს, მას ჩიტის რძის გემო აქვს

მონდომების შემთხვევაში, ზაფხულის დესერტები ძალიან კაშკაშა და ლამაზი გამოდის ხოლმე.

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ რეცეპტს, როგორ უნდა მოამზადოთ სუფლე აგარ-აგარზე.

ეს უნაზესი დესერტი გულგრილს არავის დატოვებს, მას ჩიტის რძის გემო აქვს. ასე რომ, თუ ტკბილი კერძის მომზადება გსურთ, ნახეთ მოცემული ინგრედიენტები და მომზადების წესი: თქვენ იდეალური და ძალიან ლამაზი დესერტი გამოგივათ.

როგორ მოვამზადოთ სუფლე

ინგრედიენტები

  • 7 გ აგარ-აგარი
  • ნახევარი ლ რძე
  • 150 გ შაქარი
  • ერთი ს. კ. სიმინდის სახამებელი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 100 გ შოკოლადის ფანტელი
  • წითელი საკვები საღებავი
  • მწვანე საკვები საღებავი
  • ზეთი

მომზადება

1. ჩაასხი რძე პატარა ქვაბში და ჩაამატე მასში აგარ-აგარი. დადგი ცეცხლზე და მიიყვანე ადუღებამდე. როცა რძე ადუღდება, ჩაამატე შაქარი და აურიე, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება.

ამის შემდეგ სიმინდის სახამებელი ჩაყარე ღრმა ჯამში და ჩაამატე მას ცოტა ცხელი რძე. ნარევს კარგად აურიე. ჩაასხი აგარ-აგარიან ქვაბში და ხარშე რძე კვლავ 5 წუთი, დაბალ ცეცხლზე. თან განუწყვეტლივ ურიე.

2. კვერცხის ცილები გაყავი გულებისგან და ათქვიფე სქელი ქაფის წარმოქმნამდე. გულები შედგი მაცივარში, ისინი არ დაგჭირდებათ.

გადმოდგი რძე ცეცხლიდან და ჩაასხი ის ცილაში ცოტ-ცოტა, თან გააგრძელე თქვეფა.

სანამ ნარევი ისევ ცხელია, სწრაფად გადაასხი ის ღრმა და მრგვალ თასში, რომელსაც წინასწარ წაუსვამ ზეთს. ამის შემდეგ დაიცადე 2-3 წუთი, სანამ სუფლე ნაპირებს მოშორდება.

3. შემდეგ კი სუფლეს შუაში ჩაასხი ერთი ს. კ. წყალი, რომელსაც წინასწარ შეურევ ერთ წვეთ წითელ საღებავს. ამის შემდეგ ფრთხილად აურიე სათქვეფით. მოაყარე ზემოდან შოკოლადის ფანტელები სუფლეს წითელ ფენას.

4. დესერტი გააციე, შემდეგ კი გადაიტანე თასიდან ბრტყელ თეფშზე. შემდეგ შეურიე ერთ ჩ. კ. წყალს ნახევარი წვეთი მწვანე საღებავი.

კულინარული ფუნჯის დახმარებით წაუსვი სუფლეს მწვანე საღებავი, ეს საზამთროს ქერქის იმიტაციაა. დესერტი შედგი მაცივარში 30-45 წუთით.

ახლა ისღა დაგრჩენიათ სტუმრებს დაელოდოთ და მათთან ერთად დაჭრათ ცივი სუფლე საზამთროს მსგავს ნაჭრებად. გემრიელად მიირთვით!

გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

Leave a Reply