ვიტამინი В12 ფუნდამენტურ როლს თამაშობს ჩვენს ჯანმრთელობაში. ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ მისი დეფიციტის დამადასტურებელი ნიშნები.
თავბრუსხვევა. ხშირი თავბრუსხვევა შესაძლოა იყოს იმის ნიშანი, რომ В12-ის დონე ორგანიზმში დაბალია, ზოგჯერ ეს თავბრუსხვევა საკმაოდ ძლიერადაც გამოიხატება.
ჩხვლეტითი შეგრძნებები/სხეულის ნაწილების დაბუჟება. ასეთი ტიპის დისკომფორტის არსებობა, თუკი მექანიკურ ზემოქმედებას არ აქვს ადგილი, შესაძლოა В12-ის უკმარისობის ინდიკატორი იყოს.
სიფერმკრთალე. ვისაც ვიტამინი В12-ის დეფიციტი აქვს ჩვეულებრივ ფერმკრთალად გამოიყურება ერითროციტების უკმარისობის გამო, მათ ე. წ. ,,მოჩვენების” გარეგნობა აქვთ.
მეხსიერების პრობლემები. ქრონიკული გულმავიწყობა ხშირად სერიოზული პრობლემის ნიშანია. ხშირად В12 ვიტამინის დეფიციტის მქონე პაციენტს მიაჩნია, რომ მას აქვს დემენცია ან ალცჰეიმერის დაავადება. მით უფრო, თუ ხანდაზმული ასაკის არ არის. სისხლის უბრალო ანალიზით შესაძლოა В12 ვიტამინის დეფიციტის დიაგნოსტირება.
აუხსნელი დაღლილობის შეგრძნება. კარგი გამოძინების მიუხედავად, თუ ადამიანს აღენიშნება დაღლილობა რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაძლოა მას В12 ვიტამინის ნაკლებობა აქვს.
მხედველობის პრობლემები. მხედველობის ნერვის დაზიანება იწვევს ბადურის სისხლძარღვების დისფუნქციასაც. ეს კი თავის მხრივ, მხედველობის გაუარესებით, თვალის წინ ჩრდილებისა და ლაქების სახით გამოიხატება. В12 ვიტამინის მარაგის შევსება ამ პრობლემას გადაგიწყვეტთ.
კუნთების სისუსტე. კუნთების ცუდი ოქსიგენაციის შედეგად, ვითარდება ქრონიკული კუნთოვანი სისუსტე. უეცრად ადამიანი, რომელსაც შეეძლო 5 ჩანთის ერთდროულად ტარება, უძლური ხდება მსუბუქი ნივთების ტარების დროსაც. ესეც В12 ვიტამინის ნაკლებობის შედეგია, რომლის დადგენაც სისხლის ანალიზის ჩაბარების შემდეგ შეიძლება.
გაუზიარეთ მნიშვნელოვანი ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც! გისურვებთ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას!