28 დღის შემდეგ ჩემი ნაოჭები უკვალოდ გაქრა და სახის კანი გადაიჭიმა

ქალების უმრავლესობას აწუხებს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ზედმეტი წონა და ასაკობრივი ნაოჭები. სილამაზის ინდუსტრია მრავალ მეთოდს გვთავაზობს ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

ჩვენ გთავაზობთ განსაკუთრებულ დიეტას, რომელიც გადაგიწყვეტთ ამ პრობლემებს და დადებით გავლენას მოახდენს თქვენს ორგანიზმზე.

face lift diet-ის ავტორი არის ნიკოლას პერიკონე – დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი. მისი აზრით, კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს თავისუფალი რადიკალები. მცირე რაოდენობით ისინი ებრძვის ინფექციას, თუმცა მათი რიცხვის ზრდა ასუსტებს იმუნიტეტს და აჩენს ნაოჭებს.

თავისუფალი რადიკალების გაჩენის მიზეზი არის მოლეკულის დაზიანება, რისი ძირითადი მიზეზიც შეიძლება იყოს შაქრის ჭარბად მოხმარება, ძილის უკმარისობა, მოწევა, ალკოჰოლი. მათ საპირისპიროდ გამოიყენება ანტიოქსიდანტები.

Face Lift Diet

ლიფტინგ დიეტა – ამცირებს ნაოჭების რაოდენობას, აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას. ხოლო წონის კლება მის ბონუსს წარმოადგენს.

დიეტის ძირითადი ელემენტები

ორაგული. თევზი მდიდარია ცილებით და ცხიმოვანი მჟავა ომეგა 3-ით, რომლებიც კვებავს კანს. გარდა ამისა, ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს და ნივთიერება DMAE, რომელიც კუნთებს უნარჩუნებს ტონუსს, მათ შორის, სახისას.

მუქი მწვანე ბოსტნეული. ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის დაბერებას.

ხილი და კენკრა. ჟოლო, მაყვალი, მარწყვი, ნესვი, ვაშლი, მსხალი. მათში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებია. ისინი შეიცავს დაბალი ჰიპერგლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყლებს და არ იწვევს სისხლში შაქრის სწრაფ მატებას.

3 დღიანი დიეტა

არსებობს ამ დიეტის 2 ვარიანტი – 3 დღიანი და 28 დღიანი. პერიკონეს მტკიცებით, თუ ორაგულს დღეში მინიმუმ 2ჯერ მიიღებთ (3 დღიანი დიეტის დროს), უკვე უკეთ იგრძნობთ თავს და შეგიძლიათ ხანგრძლივი დიეტისთვის მოემზადოთ.

3 დღიანი დიეტის მენიუ

  • საუზმე: 3 კვერცხის ცილისა და ერთი მთლიანი კვერცხის ომლეტი და 120-150 გ ორაგული (თევზი შეგიძლიათ შეცვალოთ ქათმის ხორცით); ნახევარი ჭიქა შვრიის ბურღული, ნახევარი ჭიქა კენკრა და ნესვის ნაჭერი; 1-2 ჭიქა წყალი.
  • სადილი: 100-150 გ ორაგული ან თინუსი; მწვანე ბოსტნეული ზეითუნის ზეთით; ერთი კივი ან ნესვი; 1-2 ჭიქა წყალი.
  • ვახშამი: 100-150 გ ორაგული; მწვანე ბოსტნეული ზეითუნის ზეთით; ნახევარი ჭიქა მოშუშული ბოსტნეული; ნესვის ნაჭერი და ნახევარი ჭიქა კენკრა; 1-2 ჭიქა წყალი.
  • ძილის წინ შეგიძლიათ: ერთი ვაშლი; 50 გ ინდაურის ხორცი; 150 გ ნატურალური იოგურტი; თხილი, ნიგოზი ან ნუში.

28 დღიანი დიეტა

ამ დიეტის პრინციპი იგივეა – სამჯერადი კვება 2 ხემსით.

  • ზღვის თევზი, ინდაურის ფილე და ქათმის მკერდი.
  • ყველა ბოსტნეული, გარდა კარტოფილის, სტაფილოსა და ჭარხლისა, აგრეთვე ბარდისა და სიმინდისა.
  • მწვანილი.
  • კენკრა და ხილი, გარდა ბანანის, ფორთოხლის, ყურძნის, საზამთროს, მანგოსი.
  • უმი თხილეული (ნიგოზი, ნუში, მიწის თხილი).
  • პარკოსნები (ოსპი და ლობიო).
  • ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი.
  • უცხიმო რძის პროდუქტები.
  • შვრიის ფაფა.
  • სასმელებიდან: წყალი, მწვანე ჩაი, უგაზო მინერალური წყალი.

აკრძალულია: ალკოჰოლი, ყავა, გაზიანი სასმელები, ხილის წვენები, ნახევარფაბრიკატები, ფასტფუდი, ცომეული, ტკბილეული, ბურღულეული (გარდა შვრიისა), სოუსები და მარინადები.

და ეს ყველაფერი არ არის

სწორ კვებასთან ერთად აუცილებელია ბევრი სითხე და სპორტით დაკავება. დღეში უნდა მიიღოთ მინიმუმ 8-10 ჭიქა წყალი. ფიზიკური აქტივობა მოიცავს სიარულს ან სირბილს. სხვადასხვა ვარჯიში შეგიძლიათ კვირაში 4ჯერ ნახევარი საათის განმავლობაში.

ნიკოლას პერიკონეს დიეტის პლუსები და მინუსები

ამ დიეტას ბევრი ფანი ჰყავს, მათ შორის, ჰოლივუდის მსახიობები.

დიეტის უპირატესობებზე საუბრის დროს ისინი გამოყოფენ:

  • წონის ჯანსაღად კლება. ლიფტინგ-დიეტა წონას გვაკარგინებს ნელა, რაც ამცირებს ისეთი სერიოზული დაავადებების რისკს, როგორიცაა დიაბეტი, მაღალი წნევა, გულის პრობლემები.
  • ომეგა 3-თა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტების მიღება.
  • კარგი თვითშეგრძნება და მხნეობა. სიმშვიდე და ნათელი გონება.

მინუსები

  • დიეტა ძვირადღირებულია. ბუნებრივი ორაგული საკმაოდ მდიდარი კერძია, ხოლო ხელოვნურად გამოყვანილი თევზი შეიძლება შეიცავდეს ანტიბიოტიკებსა და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს.
  • საკვების ჯერებს შორის შიმშილის შეგრძნება.
  • თევზი ყველას არ უყვარს.

თქვენ თუ სინჯავდით ლიფტინგ-დიეტას? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი აზრი! ასევე ის, თუ რა მეთოდებს იყენებთ წონაში კლებისთვის და ნაოჭების წინააღმდეგ!

Leave a Reply