ჰიგიენა უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მიკროორგანიზმებისგან და სხვა პოტენციური საფრთხისგან კარგ დამცავ ბარიერს წარმოადგენს. უბრალოდ, თუ თქვენ ძალიან შეპყრობილი ხართ მისით, შესაძლოა ნერვულ აშლილობამდე მიხვიდეთ.
წარმოგიდგენთ 5 ძირითად მითს, რომელიც პირადი ჰიგიენის და სანიტარიის მნიშვნელობას ეხება. ვიმედოვნებთ, რომ მათი წაკითხვის შემდეგ, შეძლებთ საბოლოოდ მოდუნდეთ და ნერვიულობა შეწყვიტოთ. მიკრობები თქვენს ჯანმრთელობას ყოველთვის საფრთხეს არ უქმნიან!
მითები ჰიგიენაზე
უნიტაზზე დაჯდომა საზოგადოებრივ საპირფარეშოებში არ შეიძლება.
ეს მთლად ასე არაა, თუ დაბინძურებას ვერ ხედავთ და თქვენს კანზე ნაკაწრი არაა, შეგიძლიათ თამამად დაჯდეთ.
ჩვენს ორგანიზმს საკმარისად ძლიერი დაცვის მექანიზმი აქვს, რათა მსგავს საფრთხეებს წინააღმდეგობა გაუწიოს. თქვენ ხომ ხშირად დამსხდარხართ მოკლე შორტებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ჰიგიენაზე არც გიფიქრიათ? ღელვის მიზეზი არც ამ შემთხვევაში გაქვთ.
უფრო საშიში მტერია წყალი, რომელიც ჩარეცხვის დროს მრავალ ბაქტერიას ამოძრავებს. ხშირ შემთხვევაში საშიში ნივთიერებები ჩვენს ორგანიზმში სასუნთქი გზებით ხვდებიან. ამიტომაც, აუცილებლად დაახურეთ თავზე უნიტაზს ჩარეცხვის წინ.
კბილის ძაფი სასარგებლოა პირის ღრუსთვის.
ეს ფაქტი დადასტურებული არაა. ბევრი თვლის, რომ სწორედ მისი გამოყენებით იჩენს თავს ისეთი უსიამოვნებები, როგორებიცაა კარიერის და ღრძილების ანთება.
ღრძილების დაზიანება ძაფით ძალიან მარტივია. სწორედ ამიტომ, ეს ნივთი დიდი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ.
შხაპის მიღება დღეში რამდენჯერმეა საჭირო.
ესეც ერთ-ერთი ცუდი რჩევაა რომელიც დერმატოლოგმა შეიძლება მოგცეთ. თუ თქვენი ექიმი ამას გირჩევთ, მისი პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ უნდა დააყენოთ.
არ ღირს მთლიანად ჩალბეთ წყალში ყოველდღიურად. წყალი ჩვენი კანის ზედა დამცავ ფენას გვაშორებს, რომელიც ბევრი ბაქტერიისგან და მიკრობისგან გვიცავს.
რა თქმა უნდა, სასურველია დაიბანოთ სხეულის გარკვეული ნაწილები, მაგრამ ყოველდღე შხაპის ქვეშ 15 წთ დგომა საზიანოა.
ინტიმური ზონების დასაბანად აუცილებელია სპეციალური საშუალებების გამოყენება.
ბევრი გინეკოლოგი გვირჩეს ამისთვის ჩვეულებრივი წყალი გამოვიყენოთ.საპნები და გელები აგრესიულად არიან კანის მიმართ განწყობილნი და შეუძლიათ ძლიერი გაღიზიანება გამოიწვიონ, მათ შორის ალერგიაც.
აუცილებელია მუდამ დაიცვათ ორგანიზმი ყველანაირი ბაქტერიისგან და მიკრობისგან.
ესეც არაა სიმართლე. ჩვენი იმუნიტეტი საშიში ნივთიერებებთან კონტაქტისას უფრო ძლიერდება. მხოლოდ ასე შეძლებს ორგანიზმი უეცარ ინფექციებს გაუმკლავდეს.
ალერგიების წარმოშობის რისკი უფრო იშვიათია იმ ადამიანებში, რომელთა მშობლებიც ზედმეტ სიფრთხილეს არ იჩენდნენ მათ ბავშვობაში.
ჰიგიენის ძირითად საჭიროებებს არავინ უარყოფს. უბრალდ ყველაფერში ზომიერები უნდა ვიყოთ.