ხანდახან, იმისათვის, რომ თქვენი კანი უფრო გლუვი და ჯანსაღი გახდეს, დიდი თანხები და რთული პროცედურები გჭირდებათ. მაგრამ, ეს სრულებით მართალი არაა. შევაგროვეთ ყველაზე პოპულარული შეცდომები, რომელთა კეთებაც უნდა შეწყვიტოთ თუ გსურთ კანის სიჯანსაღე დიდხანს შეინარჩუნოთ.
1. სახის სკრაბებს ძალიან ხშირად იყენებთ.
სკრაბების ნაცვლად, რომელსაც შეუძლია ეპიდერმისის ზედა ფენა დააზიანოს, მჟავა შემცველი პროდუქტები გამოიყენეთ, რომლებიც ფორებიდან ჭუჭყს ამოიყვანს.
2. იყენებთ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემს და ფიქრობთ, რომ ეს საკმარისია
საუბედუროდ, ნაოჭებისგან სრულად განთავისუფლება მხოლოდ პლასტიკურ ქირურგთან სტუმრობით შეიძლება. მაგრამ, მათი წარმოქმნის მაქსიმალური შეფერხება კანის რეგულარული დატენიანებით შეგიძლიათ.
3. სახის დაბანის შემდეგ, პირსახოცით იმშრალებთ
არ გაიმშრალოთ სახე პირსახოცით, ეს თქვენს კანს დააზიანებს. უბრალოდ ნაზად შეეხეთ სახეს და შემდეგ აცალეთ გაშრეს. გამოიყენეთ პირსახოცი სპეციალურად და მხოლოდ სახისთვის.
4. გაშლილი თმით გძინავთ.
თმას ბევრი ჭუჭყი აქვს, რასაც თქვენი სახის კანის დაბინძურებაც შეუძლია.
5. ყურადღებას არ აქცევთ ბალიშს და მის პირს.
უნდა განთავისუფლდეთ მკვდარი კანის უჯრედებისგან, მტვერისგან და ჭუჭყისგან რეგულარულად.
6. თიხის ნიღბებს არ იყენებთ.
თეთრი თიხა უნივერსალურია ნებისმიერი კანის ტიპისთვის. ის მას უკეთესს ხდის, ასუფთავებს ფორებს ჭუჭყისგან.
7. არ მიირთმევთ საკმარის ხილს და ბოსტნეულს.
ამ საკვებს თქვენი კანისთვის ლამაზი ტონალობის მიცემა შეუძლია, რადგანაც უნიკალურ ელემენტებს შეიცავენ:
- ბროკოლი — ამცირებს შეშუპებას და კანის სიწითლეს მზის შემდეგ.
- პომიდორი და ატამი — ისინი გიცავენ საზიანო ულტრაიისფერი სხივებისგან და მსუბუქ ტონალობას გძენენ.
- სტაფილო და ქლიავი — მათ რეგულარული მიღება მზის აბაზანებს ჩაანაცვლებს.
8. მალავთ პრობლემებს მათი გადაჭრის მაგივრად.
თუ კონსილერს ძალიან ხშირად იყენებთ, ექიმს უნდა ეწვიოთ, რათა კანის პრობლემების გადაჭრაშ დაგეხმაროთ.