როცა ქალი პირველად ხდება დედა, ის მოცულია ჩვილის მიმართ უპირობო სიყვარულითა და უამრავი ემოციით. ბავშვის მოვლა კიდევ უფრო რთული იქნებოდა სპეციალური ჰორმონის გამომუშავების გარეშე, რაც სხეულს ზრუნვისთვის საჭირო უნარებით ამარაგებს, მაგალითად, ძუძუთი კვებით. თუმცა ესეც არ არის მარტივ საქმე და ამის გარდა ქალს ყოველდღიურად უდიდესი შრომის შესრულება უწევს მას შემდეგ, რაც დედა ხდება.
გთავაზობთ გაეცნოთ დედობის ,,გვერდით მოვლენებს”, ამ ყველაფერზე საუბარი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე შვილის გაჩენის პოზიტიურ მხარეებზე.
1. ძუძუთი კვება ყოველთვის ბუნებრივად არ ხდება
თითქოს ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა ბევრი ქალი სხვა რეალობის წინაშე დგება. ამ პროცესის წარმოება ხშირად ძალიან რთულია, რძის ნაკლებობა კი სხვა ბევრ პრობლრმას შობს. ამ დროს საჭირო ხდება ჩვილისთვის ხელოვნური საკვების დამატება, დედები კი ხშირად ისეთი დაავადების განვითარების რისკის წინაშე დგანან, როგორიც არის მასტიტი.
2. რთული ხდება სხეულის მოვლა
ბავშვის გაჩენამდე ასე თუ ისე ვაკონტროლებთ სხეულის მდგომარეობას. თუმცა ბავშვის დაბადების შემდეგ ისიც კი სანატრელი ხდება, რომ დილით წყნარად ყავა დალიო. ამ დროს კი სხეულზე ფიქრი პრიორიტეტების სიის ბოლოშია. თუმცა არ იდარდოთ, ეს პრობლემა უფრო მარტივად დალაგდება როგორც კი ბავშვი ოდნავ წამოიზრდება.
3. დაგტანჯავთ ფაქტი, რომ ხშირად თქვენ იტყვით ,,არას”, სხვები კი – ,,კის”
მოემზადეთ, რომ თქვენს ბავშვს ხშირად დააბნევენ. შესაძლოა რასაც თქვენ უკრძალავთ, იმ მომენტში სხვებმა მისცენ იმავეს გაკეთების უფლება. სასურველია ბავშვმა თავიდანვე იცოდეს, რომ არა ნიშნავს არას, ბავშვის აღზრდის პროცესში თანმიმდევრულობა აუცილებელია. როგორც სპეციალისტები ამბობენ: ,,ბავშვს საშინელ სამსახურს ვუწევთ, თუკი ვაფიქრებინებთ, რომ სამყარო მათ გარშემო ტრიალებს.”
4. სხვები აბსოლუტურად ყველაფერზე მოგცემენ რჩევას
ყველა: დედები, ბიძაშვილები, ნათესავები, მეგობრები, შვილიანები, უშვილოები, უცნობებიც კი.. ყველა ბავშვის აღზრდის ექსპერტად იქცევა და რჩევებით აგავსებენ. ყველაფერი განხილვის საგნად იქცევა: ბავშვის ჩაცმის სტილი, კვების რეჟიმი, პამპერსის გამოცვლის თანმიმდევრობა… ყველაფერი!
5. მეტისმეტად გადაიტვირთებით
შესაძლოა ყველაფრის უნაკლოს გაკეთება მოინდომოთ და თუკი რაიმე გეგმის მიხედვით არ წავა, დეპრესიამ შემოგიტიოთ. თუმცა ყოველთვის იქნება კარგი და ცუდი დღეები, თავს ძალიან ნუ გადაიტვირთავთ ისედაც გადატვირთულ პერიოდში. ეცადეთ მეტი დადებითი დაინახოთ!
6. შეიცვლება ქორწინება
ზოგჯერ ძალიან გაგაბრაზებთ თქვენი მეუღლის მშვიდი ძილი, როცა თქვენ დილის 4ზე გაიღვიძეთ, რათა ბავშვისთვის გეჭმიათ. მამის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია ბავშვის მოვლის პროცესში. პატარა ადამიანის ერთობლივი გაზრდა ქორწინებას უფრო გაამყარებს.
7. შესაძლოა ზოგჯერ პამპერსმა გიღალატოთ
დღეს აღარ გვიწევს მრავალჯერადი საფენების გარეცხვაზე ფიქრი, რადგან გამოყენების შემდეგ მას ვაგდებთ. თუმცა ხშირად რთული ხდება ბავშვისთვის შესაბამისი საფენის ფირმის მოძებნა.
მოემზადეთ პატარ-პატარა იმედგაცრუებებისთვის, შესაძლოა ბავშვი ლამაზად გამოაწყოთ და სანამ საფენს ჩააცმევთ, მათ ეგრევე სიურპრიზი მოგიმზადონ.
8. პატარა არასდროს შეწყვეტს თქვენს გაოცებას
ბავშვები ნებისმიერ ასაკში არაპროგნოზირებადები არიან. თავიდან გაგიკვირდებათ, ასეთ პატარა და საყვარელ არსებას როგორ შეუძლია მოხუცი კაცის მსგავსად გაუშვას გაზები და ჰაერი გააფუჭოს. მათი ქცევაც ხშირად მოულოდნელია: შესაძლოა ერთ დღეს არ ჭამონ, არც დაიძინონ და ტირილით გასკდნენ, მეორე დღით კი მშვიდ ანგელოზებად გადაიქცნენ.
ზრდის პროცესში ისინი მეტად კრეატიულები ხდებიან: შესაძლოა უსაფრთხო პოზიციაში დატოვოთ, შემდეგ მიხვიდეთ და ნახოთ, რომ თავი ფეხების ადგილას აქვთ. მათი წარმოსახვა უსაზღვროა და უსასრულოდ გაარძელებენ თქვენს გაოცებას.
თქვენ რა გაოცებთ ან გაოცებდათ ყველაზე მეტად თქვენს შვილში? გაგვიზიარეთ კომენტარებში!