სხეულის მოვლის 11 უჩვეულო მეთოდი, რომელიც საოცრად მუშაობს

ჩვენი სხეული შეიცავს ბევრ მიკრობს – ბაქტერიებს, ვირუსებს, სოკოებს. ეს ყველაფერი კი ჯანმრთელობაზე მოქმედებს. თუ კარგი მიკრობები ცუდებზე ზემოქმედებს, ესე იგი, ყველაფერი კარგადაა.

იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები, ჩვენ გთავაზობთ 11 მეთოდს, რომელთა დახმარებითაც მშვენივრად მოუვლით თქვენს სხეულს. ეს ხრიკები შეიცავს ჯანმრთელობასთან და სილამაზესთან დაკავშირებულ საიდუმლოებს. გაეცანით მათ:

1. გამოიყენეთ კორეული მეთოდი სახის დასაბანად

აავსეთ თასი ცივი წყლით და ჩაყავით მასში სახე 15-30 წამის განმავლობაში. ეს მეთოდი დაბანაშიც დაგეხმარებათ და წასმული მაკიაჟის შენარჩუნებაშიც.

2. წაისვით ბურთულიანი დეოდორანტი კოღოს ნაკბენზე

ეს შეამცირებს ტკივილს და ქავილს. დეოდორანტში შემავალი ალუმინის ქლორიდი შეამსუბუქებს ნაკბენის სიმძიმეს.

3. მოიშორეთ ფეხიდან სუნი ძმრისა და წყლის ხსნარის აბაზანით

შეურიეთ ძმარი და წყალი ერთმანეთს (1:2), ჩაასხით ნარევი ტაშტში და ჩაყავით ფეხები 20 წუთის მანძილზრ. შემდეგ კი დაიბანეთ ფეხი საპნით.

4. გამოიყენეთ სოდისა და წყლის ნარევი, რათა უსწორმასწორო რუჯი მოიშოროთ

გააკეთეთ წყლისა და სოდისგან სქელი პასტა და წაისვით ფეხზე წრიული მოძრაობებით. ეს განაახლებს კანის უჯრედებს და გაღიზიანების გარეშე გაწმენდს მას.

5. გამოიყენეთ თმისთვის უცხიმო და არაწებვადი სელის მარცვლების გელი

სელის მარცვლებისგან მომზადებული ჟელე ხვეულ თმას კიდევ უფრო კარგ ფორმას მიანიჭებს. მოხარშეთ მარცვლები 10 წუთით, შემდეგ ჟელე ცალკე გადაწურეთ და მოაშორეთ მას მარცვლები. გააციეთ და შეიზილეთ თმაში.

6. დალიეთ ჯინჯერის ჩაი ვარჯიშის შემდეგ

ეს მეორე დღით შეამცირებს კუნთების ტკივილს. მოხარშეთ დაფქული ჯინჯერის ფესვი 10-15 წუთით, დალიეთ 2-3 ჭიქა. თუ მძაფრი გემო ექნება დაამატეთ ანადუღარი წყალი.

7. გაითეთრეთ ფრჩხილები ორეგანოს ბუნებრივი ეთერზეთით

ორეგანოს ზეთს ანტიმიკრობული ეფექტი აქვს და ებრძვის ფრჩხილების სიყვითლეს. წაისვით ზეთი დღეში ორჯერ – დილით და დაძინებამდე.

8. დილის ყავაში დაამატეთ ქოქოსის ზეთი

ეს ძალიან სასარგებლო იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის. დაამატეთ ერთი ს. კ. ქოქოსის ზეთი ყავას, ეს დაასტაბილურებს სისხლში შაქრის დონეს და გააძლიერებს იმუნურ სისტემას. უმჯობესი იქნება თუ ქოქოსის ზეთით შაქარსაც ჩაანაცვლებთ.

9. მიიღეთ გაყინული ხილი და ბოსტნეული

აღმოჩნდა, რომ გაყინულ ხილსა და ბოსტნეულს მეტი კვებითი ღირებულება აქვს, ამიტომ ეცადეთ ისინი საყინულეში შეინახოთ და იქ ,,გამოკეტოთ” ვიტამინები და სასარგებლო ნივთიერებები.

10. გამოიყენეთ ყოველდღიური ნივთები მასაჟისთვის

ცომის საბრტყელებელი შეგიძლიათ ბარძაყების მასაჟისთვის გამოიყენოთ. აგრეთვე ტენისის ბურთი იდეალურია ტერფების მასაჟისთვის. ზურგისთვის კი შეგიძლიათ ტენისის ორი ბურთი მოათავსოთ წინდაში და მოითავსოთ ის ზურგს უკან, სკამის მისაყუდებელზე და იმოძრაოთ.

11. წაისვით ზურგზე ლოსიონი შესაღები ხელსაწყოთი

ზურგზე რაიმე საშუალების წასმა ყოველთვის რთულია, ასე რომ, საღებავის წასასმელი ხელსაწყო ამისთვის იდეალური ნივთია. წაუსვით მას ლოსიონი და გადაიტარეთ ზურგის მიდამოზე.

თქვენ თუ გაქვთ რაიმე ასეთი ტექნიკა თავის მოვლისთვის? თუ ასეა, გაგვიზიარეთ კომენტარებში!

Leave a Reply