ევოლუციის წყალობით, ბევრი სახეობა სხვადასხვა საშუალებას ეძებს საფრთხისგან თავის დასაცავად. ზოგი მათგანი ფერს იცვლის, როცა მტრის კვალს იგრძნობს, ზოგი კი თავის იდენტობასაც კი მალავს. თავდაცვის ხსენებისას, შეუძლებელია არ აღვნიშნოთ არსება, რომელიც უნიკალურად იმალება.
გთავაზობთ პეპლის უცნაურ და ულამაზეს ფოტოებს, რომელიც განგაცვიფრებთ.
1. ის ისეთ კამუფლაჟს იკეთებს, თითქოს ფოთოლი იყოს
ამ პეპლის ნამდვილი სახელი კალიმა ინაჩუსია. მას ,,ხმელი ფოთლის პეპლად” უფრო იცნობენ. ის ცხოვრობს ტროპიკულ აზიაში, სახლი აქვს ინდოეთის ტყეებში და მშრალი სეზონების დროს თავს იმკვდარუნებს. ეს გასაოცარი თავდაცვის მეთოდია თავდამსხმელებისგან.
2. სეზონების მიხედვით ისინი სხვადასხვანაირები არიან
ეს ფენომენი ცნობილია პოლიფენიზმის სახელით. სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა სახით ავლენენ.
3. ფერადი პეპელა უეცრად ,,გამხმარ ფოთლად” იქცევა
ფრთები ღია ყავისფერი აქვს. როცა მათ კეცავს, კიდევ უფრო ემსგავსება შემოდგომის გამხმარ ფოთოლს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო კამუფლაჟია.
4. მათ თავდაცვის სხვა მექანიზმებიც აქვთ
სველ სეზონზე, ეს პეპლები უფრო აქტიურობენ, აჩენენ თვალების ადგილზე არსებულ წერტილებს და გამალებით აკვირდებიან მტრების გამოჩენას, რათა თავი დაიცვან.
5. ფრთებს კარგად ამზადებენ გასაფრენად
მათი ბუნებრივი მტრები არიან: ჭიანჭველები, ობობები, ჩიტები და კრაზანები. მაგრამ მათ ფრენა კარგად გამოსდით და დიდ მანძილსაც ფარავენ.
6. ამ პოზაში პეპელა ძალიან ჰგავს ხმელ ფოთოლს
პეპელა სწრაფად ახერხებს ფრენას, მაგრამ როგორც კი ხეზე მოხვდება, ფრთებს კეცავს და ხმელ ფოთლად იქცევა იქამდე, სანამ შესაძლებელია. შედეგად, მტერი მას ვეღარ პოულობს და სხვაგან უწევს საკვების ძიება.
7. ჩიტები ხშირად ვერ პოულობენ მათ
პეპლის ფერებში შედის ლურჯი, მუქი ყავისფერი, თეთრი და ნარინჯისფერი. ის ადვილად შესამჩნევია ფრენის დროს, მაგრამ ფრთების დაკეცვა სულ სხვა ისტორიას ქმნის და ჩიტებს ხახამშრალს ტოვებს.
8. 2 განსხვავებული სამყარო – გარეთ და შიგნით
გსმენიათ აქამდე ამ ლამაზ და ორიგინალურ მწერზე? თქვენ თუ გადაგიღიათ რაიმე გამორჩეული სურათი ლამაზი არსებებისთვის? გთხოვთ გაგვიზიარეთ კომენტარებში, სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!