12 ხრიკი, რომელიც სხეულის კონტროლში დაგეხმარება

რას აკეთებთ, როცა მოულოდნელი თავის ტკივილი გაწუხებთ და წამალიც არ გაქვთ? ან როცა მუცელი იწყებს ბუყბუყს? ეს პრობლემები ძალიან შემაწუხებელია და ზოგჯერ შრომისუნარიანობასაც აქვეითებს.

ჩვენ დღეს გთავაზობთ 12 მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ სხეულის უკეთესად კონტროლში.

სტატიას მხოლოდ ინფორმაციული მიზანი აქვს, თუ რომელიმე პრობლემა მწვავედ გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს. 

1. შეაჩერეთ თავის ტკივილი ფეხის დიდი თითის დამასაჟებით

ამ არეალში თავის მომადუნებელი წერტილებია, დაიმასაჟეთ ფეხის დიდი თითი და თავსა და კისერზე არსებული დაძაბულობა მოგეხსნებათ.

2. დაიმშვიდეთ ნერვები ცერა თითის შებერვით

გაბრაზების დროს ამ ემოციების მოძალებისას შინაგანი წნევა იზრდება. საჭიროა მომთაბარე ნერვის სტიმულირება, რათა გულისცემა გაკონტროლდეს. ამას შეძლებთ ცერა თითის შებერვით. სცადეთ და დააკვირდით პულსს.

3. აიმაღლეთ განწყობა ფანქრის პირში ჩადებით

ფანქრის პირში ჩადება გაააქტიურებს ღიმილის კუნთებს, რაც მისწვდება ტვინს და აგიმაღლებთ განწყობას.

4. ჩაიხშეთ ყელის ღიტინი ყურის დაკაწვრით

როცა ყურის ნერვი სტიმულირდება, იქმნება ყელის კუნთის რეფლექსი, რომელიც კუნთების სპაზმს იწვევს. ეს სპაზმი კი ამცირებს ყელის ღიტინს.

5. ჩაახშეთ ღებინების რეფლექსი ცერა თითის დაფიქსირებით

მოათავსეთ მარცხენა ცერა თითი დანარჩები 4 თითის ზემოქმედების ქვეშ. ეს შეამცირებს ღებინების რეფლექსს.

6. შეაჩერეთ ცხვირიდან სისხლდენა ზედა ღრძილებზე დაჭერით

ძლიერად დააჭირეთ თითი ზედა ორ ღრძილს, რათა დაიბლოკოს ცხვირიდან სისხლის გამომშვები არტერია.

7. რთულად გადასაყლაპი აბები ჩაყლაპეთ ისე, რომ თავი ქვემოთ დახაროთ

რთულად ჩასაყლაპი კაფსულები ასე უფრო ადვილად გაივლის საყლაპავ მილს და თქვენს ნაკლებად იწვალებთ.

8. ,,გამოაღვიძეთ” მხარი თავის გვერდებზე გაქნევით

ეს გამოაცოცხლებს კისრის ნერვებს, კისრის ნერვების სტიმულირება კი მხრის კუნთებს გაშლის.

9. შეიმსუბუქე თავის ტკივილი ცივ წყალზე ხელის შეშვერით

https://www.instagram.com/p/BwnR6dRjcPp/?utm_source=ig_embed

ცივი წყალი აფართოებს სისხლძარღვებს და ამცირებს წნევას, ეს კი ტვინს აწვდის თავის ტკივილის შემსუბუქების სიგნალს.

10. ნემსების შიშს ხველა დაგაძლევინებთ

ხველა მომენტალურად გაზრდის სისხლის წნევას, რაც შეამცირებს ტკივილის აღქმას.

11. გაუმკლავდი კბილის ტკივილს ყინულის კუბით

დაიდეთ ყინულის კუბი ცერა და საჩვენებელ თითს შორის. ცივი ტემპერატურის სიგნალი შეამცირებს ტკივილს.

12. დაამარცხე სლოკინი გაწელვით

ასწიეთ ხელები თავს ზემოთ და გაიჭიმეთ. ასე დიაფრაგმაც დაიჭიმება და სლოკინს შეწყვეტთ.

გაუზიარეთ ეს ხრიკები თქვენს მეგობრებსაც!

Leave a Reply