რას ამბობს თქვენი პოზა ძილის დროს? 10 ფოტო, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ურთიერთობის გაგებაში.

არსებობს ანალიზის ტიპი, რომელიც მოგვითხრობს თქვენს პარტნიორთან ურთიერთობის შესახებ. ეს კი იმ პოზების მიხედვით დგინდება, რომლებსაც ძილის დროს იღებთ.

პოზიცია, რომელშიც ადამიანს ხშირად სძინავს, პირდაპირ საუბრობს მის ხასიათსა და ცხოვრების წესზე. ჩვენ დღეს გაგიმხელთ ძილის მოყვარულთა პატარა საიდუმლოებებს.

სიყვარულის პოზები ძილის დროს

1. წყვილებს, რომლებიც დიდი ხანია აშენებენ თავიანთ ურთიერთობებს, ამ პოზაში სძინავთ. ის სიმბოლოა სტაბილურობის. ორივე პარტნიორს ჰქონდა ცუდი ურთიერთობის გამოცდილება. ახლა, როცა ბედნიერება მათ ხელშია, ეშინიათ მისი დაკარგვის.

2. ამ წყვილს ძლიერი კავშირი აერთიანებს, მაგრამ ისინი დიდ დროს ატარებენ ერთმანეთისგან შორს. შეუძლიათ დღეში 12 საათი იმუშაონ ან ყოველდღე გაატაროს დრო თავის მეგობრებთან ერთად. მაგრამ ორივეს ესმის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აფასებდეს თავის პარტნიორს.

3. ამ პოზიციას იკავებენ პარტნიორები, რომლებსაც ძლიერი კავშირი აერთიანებთ, მაგრამ მათ საკმაოდ განსხვავებული ხასიათი აქვთ. ერთს შესაძლოა უყვარდეს ხმაურიანი კომპანიები, მეორეს კი მარტო წიგნების კითხვა შეეძლოს. მიუხედავად ტემპერამენტის განსხვავებისა, ეს ძლიერი ურთიერთობაა.

4. ამ წყვილის სიყვარული აშკარაა. მაგრამ მათი განსხვავებული შეხედულებები სამყაროს შესახებ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ურთიერთობის მომავალს. თუ მეუღლეებს ამ მდგომარეობაში სძინავთ, ეს აჩვენებს, რომ ცდილობენ ერთმანეთი დაიცვან გარესამყაროსგან.

5. ამ მდგომარეობაში მძინარე წყვილი მზადაა აბსოლუტურად ჰარმონიულად იცხოვროს ერთმანეთთან. ისინი იღებენ ერთმანეთს ყველა ხარვეზით და არ ცდილობენ არაფრის შეცვლას. ყველას აქვს სრული უფლება – იყოს ისეთი, როგორიც სურს.

6. ეს წყვილი კვლავ იმ კამათზე ფიქრობს, რომელიც, სავარაუდოდ, დღის განმავლობაში დაიწყო. ისინი ცალ-ცალკე იტყუებიან, თითქოს სიყვარულის სითბომ შეიძლება მათი სიმშვიდე დაარღვიოს. შესაძლოა, ჩხუბი გაჭიანურდა და პარტნიორებს შორის გაუგებრობის უფსკრული იწყება.

7. ამ წყვილს ვნება მართავს. მათ ასევე აერთიანებს სამყაროს საერთო ხედვა და საერთო მიზნები, რადგან მათი თავი ერთი მიმართულებით არის გადაბრუნებული. ამ კავშირში ურთიერთგაგება ინტელექტუალურ დონეზე სუფევს. წყვილი შეიძლება ბედნიერი იყოს როგორც სიყვარულში, ასევე ერთობლივ ბიზნესში.

8. ამ წყვილს დამოუკიდებლობა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ინტიმური ურთიერთობის ეშინიათ, მათ მხარდაჭერა მაინც სჭირდებათ. ასეთ პარტნიორებს ეშინიათ ერთმანეთთან მიჯაჭვულობის, რითაც ცდილობენ დაიცვან საკუთარი თავი.

9. ეს არის ძალიან ძლიერი კავშირი, მაგრამ ამ წყვილმა ძალიან გრძელი და რთული გზა გაიარა. ორივე მათგანი იცავს თავის პირად სივრცეს და პატივისცემით ეპყრობა პარტნიორის გრძნობებს. მათ შეუძლიათ ბევრი რამ გაწირონ ურთიერთობის შესანარჩუნებლად.

10. ასე სძინავთ ერთნაირი ხასიათის მქონე წყვილებს. ისინი შეიძლება გარეგნულადაც კი ძალიან ჰგვანან. ორივე მათგანი თავს უსაფრთხოდ გრძნობს ერთად ყოფნისას.

ძილის პოზიციების ამ ანალიზის წყალობით, რომელსაც წყვილები ძილის დროს იღებენ, შეგიძლიათ გაიგოთ მეტი თქვენს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის შესახებ. ეს შეიძლება იყოს საკმაოდ სასარგებლო და საგანმანათლებლო. მას შემდეგ, რაც გაიგებთ, რა პოზიციაზე გძინავთ, შეგიძლიათ დაიწყოთ მუშაობა თქვენი კავშირის გაუმჯობესებაზე.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!

Leave a Reply