საზამთრო არა მხოლოდ გემრიელი კენკრაა, არამედ ჯანსაღი საკვები პროდუქტია. იგი შეიცავს უამრავ ვიტამინს, ძირითადად B ჯგუფის და მრავალ მიკროელემენტს, როგორიცაა მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა და ნატრიუმი.

100 გრ საზამთროში მხოლოდ 25 კალორიაა, რაც ნიშნავს, რომ მისი უსაფრთხოდ მიღება შეუძლიათ იმ ადამიანებსაც კი, ვინც მკაცრ დიეტას იცავს. და ვინაიდან ფრუქტოზა საზამთროს ნაწილიცაა, დიაბეტით დაავადებულებსაც კი შეუძლიათ ამ კენკრით დღესასწაული.

საზამთროს მირთმევას ურჩევენ პოდაგრის, ართრიტის, ათეროსკლეროზის, გასტრიტის, ბოტკინის დაავადების, ღვიძლის დაავადებების, ნაღვლის ბუშტის, ჰიპერტენზიის, ანემიის, გულის მანკების, ცხვირის სისხლდენისა და ჭარბწონიანობის დროს.

თუ საზამთრო ძალიან გიყვართ, მისი ტკბილი წვენით კი მუდმივად ისვრებით, ჩვენმა რედაქციამ მოამზადა გენიალური რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად, და რაც მთავარია, ძალიან ფრთხილად დაჭრათ ეს წვნიანი ხილი!

როგორ დავჭრათ საზამთრო

1. დავჭრათ საზამთრო შუაზე.

2. დადეთ შიდა ნაწილით ქვემოთ ნახევარი ნაწილი და გააკეთეთ მასზე გრძივი ჭრილები.

3. შემდეგ მოატრიალეთ და დაიწყეთ ჯვარედინად დაჭრა.

4. სულ ესაა! ყველაფერი მოხერხებულად და სუფთად დასრულდა.

თუ მოგეწონათ საზამთროს დაჭრის ეს მეთოდი, გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც.