ყველა ჩვენი განცდა, ყველა გამოცდილება, ყველა სასიხარულო და სევდიანი მოვლენა კვალს ტოვებს ჩვენს სახეზე. ეს იქცევა ცხოვრების გავლილი გზის შეხსენებად და, შესაბამისად, ნაოჭები ყოველი მოწიფული ადამიანის გარდაუვალი ბედია. და თუ მამაკაცებს განსაკუთრებით არ აღელვებთ განცდილი ემოციებისგან დარჩენილი ამ მცირე ანაბეჭდების არსებობა, ქალებისთვის ხშირად ეს ნამდვილ ტრაგედიად იქცევა ხოლმე.
თითოეულ ჩვენგანს სურს უფრო მეტხანს დარჩეს მიმზიდველი და იდუმალი, ჩვენი ცხოვრების ისტორიაში შენახული საიდუმლოებების გაცემის გარეშე.
ამასთან, ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალების სწორად არჩევის შემთხვევაში, არ უნდა იდარდოთ მათი არსებობის გამო. ჩვენ დღეს გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ და ეფექტურ ნიღაბს, რომლის გამოყენების შემდეგაც თქვენი სახე კვლავ დაუბრუნდება უდარდელ ახალგაზრდობასა და სილამაზეს.
ნაოჭების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება
რაც შეიძლება ითქვას, ნაოჭებისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა თევზის ქონი. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით A და E ვიტამინებს, რომლებიც აჩქარებენ კანის რეგენერაციის პროცესს, ასევე უზრუნველყოფენ მას სიგლუვეს და ელასტიურობას.
თუ წვრილ ნაოჭებსა და ასაკობრივ ლაქებს ებრძვით, შეეცადეთ შეურიოთ თევზის ცხიმი სქელ ნაღებს ან არაჟანს და ლიმონის წვენს – თქვენ მხოლოდ ერთი ჩაის კოვზი გჭირდებათ. პროდუქტის კანზე წასმის შემდეგ დაელოდეთ 20-30 წუთი და მოიშორეთ კოსმეტიკური სახის საწმენდის დახმარებით. მოიბანეთ ნიღბის ნარჩენები წინასწარ მომზადებული გვირილის ნაყენით.
თევზის ცხიმისა და თაფლის ნიღაბი შესაფერისია ღრმა ნაოჭების გასწორებისთვის. დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი თევზის ცხიმი ერთ ჩაის კოვზ თხევად თაფლს და კარგად აურიეთ. მსუბუქი მოძრაობებით მიღებული ნაზავი თანაბრად წაისვით სახის კანზე და გააჩერეთ 20-30 წუთი. შემდეგ მოიშორეთ ნიღაბი ქაღალდის პირსახოცით და ჩამოიბანეთ დარჩენები თბილი წყლით. თუ კვირაში ორჯერ გაიკეთებთ ამ ნიღაბს, მალე სარკის ანარეკლში სასურველ შედეგს იხილავთ.
თევზის ცხიმი სუფთა სახით ყველაზე ეფექტური საშუალებაა თვალის გარშემო არსებული ნაოჭების საწინააღმდეგოდ. დერმატოლოგები რეკომენდაციას გვაძლევენ, რომ ეს ძილის წინ წავისვათ. საკმარისია ცხიმი გაიჩეროთ კანზე 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანოთ სუფთა წყლით. სხვათა შორის, ეფექტის გასაზრდელად შესაძლებელია მისი გამოყენება კომპლექსურად: როგორც გარედან, ასევე შინაგანად ვიტამინების სახით.
თუ არ გაქვთ ინდივიდუალური მიუღებლობა თევზის ცხიმის კომპონენტების მიმართ, შეგიძლიათ თავისუფლად დაიწყოთ სილამაზეე ზრუნვა, ვინაიდან მას სხვა არანაირი უკუჩვენება არ აქვს.
სხვათაშორის, თევზის ცხიმი ხელს უწყობს აკნესა და ზედმეტი კილოგრამების მოცილებას, რის გამოც მე ყოველდღე თევზის ცხიმს ვიღებ და, ვაღიარებ, შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.
მოგეწონათ რჩევები? მაშინ გაუზიარეთ ეს საჭირო და სასარგებლო სტატია მეგობრებსაც!