ეს სტატია საკმარისია, რომ მინის ბოთლები შეაგროვოთ და ულამაზესი ჭიქები შექმნათ

ეს მარტივი ინსტრუქცია დაგეხმარებათ შექმნათ ახალი ჭურჭელი ჩვეულებრივი მინის ბოთლისგან. ჭიქა, ვაზა, მინის საფერფლე, სასანთლე – ფანტაზიის ფართო შესაძლებლობა არსებობს. და რაც მთავარია, ამის გაკეთება მარტივი და სახალისოა. დავიწყოთ!

ჭიქა მინის ბოთლისგან

თქვენ დაგჭირდებათ

  • 100% ბამბის ზონარი
  • მსუბუქი საწვავის სითხე
  • ერთი ან მეტი სქელი მინის ბოთლი
  • ზუმფარას ქაღალდი

დამზადება

1. პირველ რიგში თქვენ უნდა აიღოთ ზონარი და შემოახვიოთ ბოთლზე.

2. საწვავ სითხეში მოათავსეთ თოკის ის ნაწილი, რომელიც ბოთლს გარშემო ჰქონდა შემოხვეული.

3. კვლავ შემოახვიეთ ბოთლს მარყუჟი და ჰორიზონტალურად გააჩერეთ. მოუკიდეთ მას ცეცხლი და დარწმუნდით, რომ ალი თანაბრად იწვის თოკის მთელ სიგრძეზე.

4. ახლა თქვენ უბრალოდ უნდა გააჩეროთ ბოთლი ცივი წყლის ქვეშ. ის ზუსტად ორ ნაწილად გაიყოფა.

5. ზუმფარას ქაღალდის გამოყენებით ნაზად გაასწორეთ ჭურჭელზე არსებული მკვეთრი კიდეები.

6. ესეც ასე, ლამაზი ჭიქა მზად არის! შეგიძლიათ გააფორმოთ გემოვნების მიხედვით.

ასეთი საინტერესო მინის ჭურჭელი დაამშვენებს ნებისმიერ მაგიდას. თქვენ შეგიძლიათ ამ გზით გააკეთოთ ვაზაც. ატარეთ ექსპერიმენტი და დარწმუნებულები ვართ, შეძლებთ რაიმე საინტერესოს მოფიქრებას! მოუყევით თქვენს მეგობრებს ამ შესანიშნავი გამოცდილების შესახებ და გაერთეთ ერთად!

Leave a Reply