“ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ” – ამ დასკვნამდე მივიდნენ ძველი ბერძენი ბრძენები და ისინი აბსოლუტურად მართლები იყვნენ. დღესდღეობით ბევრი ცდილობს გადავიდეს სწორ კვებაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს დროში პროდუქტების უმეტესობა შეიცავს კონსერვანტებს. ეს ნივთიერებები კი იწვევს არა მხოლოდ ჯანმრთელობის ცუდად განვითარებას, არამედ ნაადრევ დაბერებას.
ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ 5 პროდუქტი, რომლებიც ახალგაზრდობას ნაადრევად გვართმევს. ამ საკვების აღმოფხვრით, თქვენ იზრუნებთ ჯანმრთელობაზე და ფორმაზე. ასაკით კი უფრო ახალგაზრდულები იქნებით.
რომელი საკვები აჩქარებს დაბერებას
1. გლუკოზა-ფრუქტოზის სიროფი
როდესაც მსხვილ კომპანიებს სურთ დაზოგონ წარმოება, ისინი ტკბილეულს შაქრის ნაცვლად ამატებენ გლუკოზა-ფრუქტოზის სიროფს. ის შეგიძლიათ იხილოთ კანფეტში, გაზიან სასმელსა და დაკონსერვებულ ხილში. მათ, ვინც დიდი რაოდენობით გლუკოზა-ფრუქტოზას სიროფს მოიხმარს, ხშირად აქვთ ღვიძლისა და გულის დაავადებები.
კლივლენდის ფუნქციური მედიცინის ცენტრის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ამ პროდუქტის გამოყენებას მივყავართ ადრეულ დაბერებამდე.
სიროფის მიღების შესამცირებლად მაღაზიაში ნაყიდი ნამცხვრები და ტკბილეული შეცვალეთ შავი შოკოლადით. თუ რამე ტკბილი გინდათ, მიირთვით ცოტა თაფლი ან ხილი.
2. მარილი
საშუალოდ ადამიანი 3-4 ჯერ მეტ მარილს ჭამს ვიდრე მის სხეულს სჭირდება. მაგრამ მარილი არის თეთრი სიკვდილი. დამატებითი მწიკვი ზრდის ჰიპერტენზიის, ოსტეოპოროზის, სიმსუქნის, წყლულების, ინსულტის და კუჭის კიბოს განვითარების შანსებს.
ჯორჯიის მედიცინის კოლეჯის მკვლევარები აცხადებენ, რომ მარილის ჭარბი მიღება აჩქარებს დაბერების პროცესს.
იმისათვის, რომ საკვები მარილის გარეშე უფრო გემრიელი იყოს, შეცვალეთ იგი მწვანილებით და ბუნებრივი სანელებლებით. ხორცს შეიძლება დაემატოს ლიმონის წვენი. შეამცირეთ მარილის რაოდენობა თანდათანობით. სხვათა შორის, ის ყოველთვის მზა კერძს უნდა დაუმატოთ.
3. ტრანს-ცხიმების შემცველი პროდუქტები
ადამიანები, რომლებიც იღებენ ტრანსცხიმებს, უფრო ხშირად მიილტვიან სიმსუქნისა და გულის დაავადებებისკენ. ექსპერიმენტის შედეგად მედიცინის ასოცირებულმა პროფესორმა ტიმოთი ჰარლანმა გაარკვია, რომ ტრანსცხიმები იწვევს სხვადასხვა ტიპის ანთებას ორგანიზმში. მას სჯერა, რომ დაბერებაც ქრონიკული ანთებითი მდგომარეობაა. ამიტომ, ვინც ტრანს ცხიმებით საჭმელს მიირთმევს, თავის ასაკთან შედარებით უფრო მოხუცი ჩანს.
ტრანსცხიმების უმეტესობა გვხვდება კარტოფილში, კრეკერებში, პოპკორნში, დონატში, მარგარინში, ნამცხვრებსა და ჩიფსებში.
4. ალკოჰოლური სასმელები
სამწუხაროდ, ღვიძლს, რომელიც ფილტრავს ტოქსინებს, ყოველთვის არ შეუძლია გაუმკლავდეს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს. და თუ ეს მოგვიანებით არ განეიტრალდა, კანზე აისახება სხვადასხვა გამონაყარისა და ნაოჭების სახით.
5. ხორცის პროდუქტები
დამუშავებული ხორცის პროდუქტების უმეტესობა შეიცავს კონსერვანტებს. მათი გამო ხშირად ჩნდება, კანის პრობლემები და ანთება. იმ ადამიანთა ორგანიზმში, რომლებიც ასეთ ხორცსა და ძეხვს მიირთმევენ, არ წარმოიქმნება კოლაგენი, რომელიც პასუხისმგებელია კანის სიმკვრივეზე და ელასტიურობაზე.
კოლაგენის ნაკლებობის გამო კანი ბერდება და ხდება ადვილად გაღიზიანებადი. ამიტომ, უმჯობესია ხორცი თავად მოამზადოთ და მეტი თევზი მიირთვათ, რათა დიდი ხნით შეინარჩუნოთ სილამაზე და ჯანმრთელობა.
ზოგადად, დიდხანს რომ იყოთ ჯანმრთელი და ნაადრევად არ დაბერდეთ, აირჩიეთ კარგი ხარისხის საკვები და მიირთვით ბევრი ბოსტნეული და ხილი! გისურვებთ კარგად ყოფნას!
გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!