და მაინც, ჰოროსკოპის საფუძველზე შეგიძლიათ განსაზღვროთ ადამიანის ფინანსური წარმატების დონე? ასტროლოგები ამაში 100%-ით დარწმუნებულნი არიან, რადგან ვის შეუძლია უკეთესად გვიამბოს ფინანსური კეთილდღეობის შესახებ, ვიდრე ვარსკვლავებმა. კარგი, მოდით, გადავამოწმოთ ეს კითხვა და მოვძებნოთ პასუხები!
ჩვენ დღეს გეტყვით ზოდიაქოს ყველაზე მდიდარ ნიშნებზე და ასევე მათ შესახებ, ვისთვისაც ბედნიერება სულაც არ არის ფულში!
ფულის ჰოროსკოპი
1. მე -12 ადგილი – მშვილდოსანი
ზოდიაქოს უმდიდრესი ნიშნების რეიტინგში ბოლო ადგილი მშვილდოსანს უჭირავს. სხვათა შორის, მას ბევრი ფული აქვს, თუმცა უბრალოდ არ აქვს საკმარისი თანხა მუდმივად. უბედური მშვილდოსანი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ყოველთვის არსებობს მასზე უფრო მდიდარი და წარმატებული ადამიანი.
Forbes- ის რეიტინგში მეშვიდე ხაზიც რომ აიღოს, მშვილდოსანი ნიანგის ცრემლებს მაინც დაღვრის. სხვათა შორის, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის უკიდურესად რთულია რუტინული სამუშაოს შესრულება. მათ შეუძლიათ ფინანსური წარმატების მიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ პროფესიას ზრდისა და განვითარების პერსპექტივა აქვს.
2. მე-11 ადგილი – მერწყული
მერწყულს ფული არ აქვს, რადგან ის უბრალოდ არ ცდილობს მის გამომუშავებას. ყველა გროშის მოფრთხილება ამ ამაყი ნიშნის სტილი არ არის. უფრო ადვილია იპოვოს ფინანსურად წარმატებული მეორე ნახევარი, მეუღლე და იცხოვროს ბედნიერად. მერწყული წმინდა ბედს ეყრდნობა, რაც, სხვათა შორის, არასდროს უმტყუნებს ხოლმე.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული პირების ჩარჩოში ჩასმა ძალიან რთულია, ისინი მხოლოდ საკუთარ წესებს იცავენ. ამასთან, მერწყულს ყოველთვის გამოსდის ჯეკპოტში მოხვედრა, მას მხოლოდ რამდენიმე არასტანდარტული და ორიგინალური იდეის განხორციელება სჭირდება. წინ, მერწყულებო!
3. მე-10 ადგილი – თევზები
თევზები მე-10 ადგილზე მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო არიან – ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა საერთოდ არ იციან ფულის გამომუშავება! თუ გინდა მოკალი, უბრალოდ არ შეუძლიათ და მორჩა!
როდესაც სამყარო მათ ვერცხლის ლანგრით მიართმევს შანსს, თევზები ან ვერ ხედავენ ამ შესაძლებლობებს, ან უბრალოდ კარგავენ თავიანთ შემოსავალს. თევზებისთვის ძვირადღირებული ნივთები, რაც ყოველთვის არ არის შესაფერისი მათი ცხოვრების სტილისთვის, ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყოველდღიური ,,პურის ჭამა”. რატომ? ეს მხოლოდ ზოგიერთმა მათგანმა იცის!
4. მე-9 ადგილი – სასწორი
სასწორებს მთელი გულით სჯერათ, რომ ღირებულ ქაღალდს აზრი საერთოდ არ აქვს და თქვენი ცხოვრების ფულის გამომუშავებაზე დახარჯვა საზიზღარი საქმეა. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები უბრალოდ მდიდრულ ცხოვრებას აღმერთებენ, თუმცა ამ ფაქტს ყველანაირად მალავენ. სხვათა შორის, სასწორი ხშირად წარმატებას აღწევს შემოქმედებით პროფესიებში, თუმცა ისინი ყველას არწმუნებენნ, რომ ნამდვილი მხატვარი მშიერი უნდა იყოს.
5. მე -8 ადგილი – ტყუპები
ტყუპები ფულის გამომუშავების ნამდვილი პროფესიონალები არიან! მაგრამ რატომ არიან ისინი მხოლოდ მე -8 ადგილზე? იმიტომ, რომ ტყუპებმა აბსოლუტურად არ იციან როგორ დახარჯონ სწორად გამომუშავებული ფული.
როდესაც ტყუპების ჯიბეში ღირებული თანხა გაჩნდება, ისინი მაშინვე მზად არიან დახარჯონ იგი ყველგან, სადაც მოხვდებათ. მათი აზრით, ადამიანმა არასოდეს იცის, რა მოხდება ხვალ. იქნებ მოულოდნელი კრიზისი, რევოლუცია, უცხოპლანეტელთა შემოჭრა გვატყდება… რა აზრი აქვს ფულის კუპიურების დაზოგვას, თუ ხვალინდელი დღე შეიძლება არც დადგეს?
6. მე -7 ადგილი – კურო
ამ ჯიუტის ნიშნის წარმომადგენლებს უბრალოდ უყვართ, როცა თავს ღარიბად წარმოგვიჩენენ. და კუროს, სხვათა შორის, აქვს ფული. მისი შემოსავალი საკმარისია კომფორტული ცხოვრების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ის ვერ შეულობს მეტს. და რაც არ უნდა ეცადოს კურო, სასტიკი სამყარო მას საშუალებას არ აძლევს, რომ ყველანაირად გამდიდრდეს.
უპირველეს ყოვლისა, კურო აფასებს სტაბილურობას და სამუშაო ადგილზე მათ სჭირდებათ მყარი გარანტიები: გადამიხადე კარგად, მომეცი კარგი დაზღვევა და გარანტირებული შვებულება. სულ ესაა, რაც მას ბედნიერი ცხოვრებისთვის სჭირდება.
7. მე-6 ადგილი – ლომი
ლომი ზოდიაქოს ნიშნებს შორის ნამდვილი მეფეა. მეფე კი, როგორც მოგეხსენებათ, არ უნდა იყოს მათხოვარი! ამასთან, ამაყ ლომებს ფული მხოლოდ საჩვენებლად სჭირდებათ. წარმატებული და მდიდარი გარეგნობის მქონე ლომები, სახლებში ჭამენ იაფფასიან ლაფშას, ხოლო მათ პრესტიჟულ ბინაში ტარაკნები ნებივრობენ.
სხვათა შორის, ლომისთვის უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ჩანს მისი ცხოვრება, და არა როგორია ის სინამდვილეში. ამასთან, ასეთი საქციელი მათ ხშირად ხელს აძლევს: ისინი ამ სამყაროს ძლევამოსილ საზოგადოებაში ტრიალებენ, ტკბებიან თავისი პირველი მილიონით. შემდეგ კი სხვადასხვა მიზნები უჩნდებათ…
8. მე-5 ადგილი – კიბო
კირჩხიბს ფული სჭირდება. ფული უბრალოდ საჭიროა, ეს არის და ეს! შეუძლებელია იმის თქმა, რომ ეს თვისება უარყოფითია, რადგან კირჩხიბი დაუღალავად მიათრევს ყველაფერს სახლში. ზოდიაქოს ეს ნიშანი დაზოგვისკენ არის მიდრეკილი, რადგან იგი უაღრესად წუხს ხვალინდელ დღეზე. კირჩხიბმა მტკიცედ უნდა იცოდეს, რომ სამუშაომ, რომელზეც ის დღე და ღამე მუშაობს, მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი უნდა მოუტანოს.
9. მე-4 ადგილი – ვერძი
ვერძის ქარიშხლის მსგავსი ტემპერამენტი პროგრესის მატარებელია. ის ადრეული ასაკიდან ეთაყვანება რისკს და თამამად ერევა ყველანაირ ფინანსურ თავგადასავლებში. ბუნებრივი გამბედაობა და იმპულსურობა ვერძს მნიშვნელოვანი სიმდიდრის მოპოვებაში ეხმარება, მაგრამ დიდი თანხები დიდხანს არ რჩება სწრაფი ზოდიაქოს ნიშნის ჯიბეში. ფინანსური კეთილდღეობა არის ვერძის ერთგული თანამგზავრი თავისი დღეების ბოლომდე!
10. მე-3 ადგილი – თხის რქა
თხის რქა აკვნიდან ეუფლება ყულაბის მოთვინიერების ხელოვნებას: ბევრს შოულობს და მცირეს ხარჯავს. ამ იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნისთვის, ფული მხოლოდ საშუალებაა, რომ კიდევ უფრო მეტი მიიღოს ცხოვრებაში. რატომ დავხარჯოთ ზედმეტი წვრილმანებზე, თუ შთამბეჭდავი თანხა შეიძლება დაიხარჯოს, მაგალითად, თვითგანვითარებაზე.
ცოდნა არის ის, რაც თხის რქას ეხმარება კიდევ უფრო მეტი შემოსავლის მიღებაში. ვორქაჰოლიზმი არის მისი თანდაყოლილი პათოლოგია, ნაკლი, რომელიც ეხმარება მარტივად მიაღწიოს დასახულ მიზნებს. მაშ ასე, წარმატებები ამბიციურ თხის რქას!
11. მე-2 ადგილი – მორიელი
საპატიო მეორე ადგილს მორიელი იკავებს, რადგან მას არ მოსწონს ფულისთვის ბევრი ბრძოლა, მაგრამ ფული მას თაყვანს სცემს. ამიტომ ფინანსური კეთილდღეობის გულისთვის მორიელი მზად არის ფაქტიურად ყველაფრისთვის! ტიპური მორიელი დიდი ბიზნესმენია.
ამასთან, თუ ზოდიაქოს ეს ნიშანი 40 წლამდე არ დაიმკვიდრებს თავს, შემდეგ გამდიდრების ყველა მცდელობა უშედეგო იქნება. და თუ მორიელმა დიდი თევზის დაჭერა მოახერხა, მაშინ მის მეათე თაობამდე, ყველა მისი შთამომავალი, ბედნიერად იცხოვრებს.
12. 1 ადგილი – ქალწული
აი, ისინიც, ამ სამყაროს ძლევამოსილები! ქალწულების ფინანსური კეთილდღეობა მათი დაუძინებელი შრომისა და ასკეტიზმის შედეგია. ქალწული არის ის მილიარდერი, რომელსაც არ რცხვენია 10 დოლარიანი შარვლის ტარება. შარვალი შარვალია, ბევრს არაფერს წყვეტს იმიჯისთვის, მაგრამ მასთან ერთად დადიხარ ლონდონსა და ნიუ-იორკში, ან თვითმფრინავის პირველი კლასის სავარძელზე ჯდები.
ზოდიაქოს ნიშნების ეს ფინანსური რეიტინგი შესანიშნავი გზაა, რომ კეთილდღეობის მისაღწევად, ფიქრები და სურვილები სწორი მიმართულებით წარიმართოს, ეს კი თქვენი შეხედულებების გადახედვისა და მატერიალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად მიმართული ნაბიჯები იქნება.
თქვენ სად დაგაყენეს ვარსკვლავებმა? გაგვიზიარეთ კომენტარებში!