დილით ყავის ან ფორთოხლის წვენის დალევის ჩვევა არის მშვენიერი სურათი სოციალურ ქსელებში და ამავე დროს უსიამოვნო შედეგი თქვენი ორგანიზმისთვის. იმისდა მიუხედავად, რომ დიეტოლოგები ყავას ცალკე კვებად თვლიან, მისი უზმოზე დალევა შორს არის საუკეთესო იდეისგან. დღეს ჩვენ გეტყვით რომელი კერძი არ უნდა მიირთვათ საუზმეზე და რა ჯანსაღ ალტერნატივაზე შეგიძლიათ იფიქროთ.
რომელი პროდუქტები არ უნდა მივიღოთ საუზმეზე
ყავა
ყავა არ არის ცუდი სასმელი. ის შეიცავს კოფეინს, რომელიც გვაცოცხლებს და გვხიბლავს. ის აუმჯობესებს ფიზიკურ და გონებრივ მუშაობას, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ყავას სვამთ ზომიერად და არა დილით. თქვენ არ უნდა შეეჩვიოთ ყავის დალევას ცარიელი მუცლით, რადგან ის ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას. სამაგიეროდ, უმჯობესია დალიოთ მწვანე ჩაი, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით და იგივე კოფეინით. სხვათაშორის, ექსპერტები არ გვირჩევენ ყავის დალევას ცილოვანი პროდუქტების მოხმარების შემდეგ.
ტკბილეული
ფორმის შენარჩუნების მისურნე გოგონები მოუთმენლად ელიან საუზმეს, რომ ერთი ნაჭერი ტორტი ან შოკოლადის ნატეხი მიირთვან. დიახ, ნახშირწყლები დღის მანძილზე დაიხარჯება და უმჯობესია ტკბილეული დილით მიირთვათ, მაგრამ არა ცარიელ კუჭზე. თუ საუზმობთ მარშმელოუსთან ან ტკბილ ჩაისთან ერთად, ეს გამოიწვევს ინსულინის დაუყოვნებლივ ზრდას. და იმის ნაცვლად, რომ შოკოლადის ჭამის სიხარული იგრძნოთ, ნახევარი საათის შემდეგ თქვენ იგრძნობთ დაღლილობას და გაღიზიანებას შაქრის მომატების გამო.
იოგურტი
ზარმაცი საუზმე და არაფერი სასარგებლო. იოგურტი შეიცავს ბაქტერიებს, რომლებიც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს, ოღინდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ მიირთმევთ მას ცარიელ კუჭზე. თუ თქვენ ტკბილ იოგურტს ცარიელ კუჭზე მიიღებთ, მაშინ ის მოიტანს მხოლოდ ნახშირწყლებს და არა სასარგებლო მიკროფლორას. ეს მიკროფლორა კი ნადგურდება კუჭის წვენით. უმჯობესია დილით მიირთვათ რძიანი ფაფა. სხეული მიიღებს ნელ ნახშირწყლებს, ასევე კალიუმს, კალციუმს და D ვიტამინს
ფორთოხალი
ციტრუსის ხილი შეიცავს მჟავას, ამიტომ უმჯობესია შეინახოთ ისინი სადილისთვის, რათა არ დაზიანდეს კუჭის კედლები. ამავე მიზეზით, არ უნდა დალიოთ ლიმონიანი წყალი ცარიელ კუჭზე და არ უნდა მიირთვათ უმი ბოსტნეული. ბოჭკოვანი და იგივე მჟავის დიდი რაოდენობის გამო, კუჭი ვერ უმკლავდება დილით ასეთ მძიმე საკვებს.
რძიანი ტკბილი ფანტელები
ასეთი ტიპის მარცვლეული მდიდარია შაქრით. ისინი არ აჯერებენ სხეულს სასარგებლო ნივთიერებებით და ძალიან სწრაფად იწვევენ შიმშილს. ამიტომ, აზრი არ აქვს ასეთ საუზმეს. სხვა რამ არის ფაფა ან მიუსლი რძით.
საუზმე არის ყოველდღიური რაციონის 25%. მნიშვნელოვანია გაწვრთნათ საკუთარი თავი და ასაუზმოთ ადგომიდან ნახევარ ან ერთ საათში. თავიდან მოგეჩვენებათ, რომ არ გსურთ ჭამა, მაგრამ შემდეგ სხეული აღდგება და თვითონ მოითხოვს დატენვას ძილის შემდეგ.
თქვენ თუ საუზმობთ დილით? მოგვიყევით თქვენი საყვარელი საჭმლის შესახებ, რომელიც ძილის შემდეგ გახალისებთ.