სახლში მომზადებული ლიმონათი პიტნითა და ლიმონით არის მარტივი და ბიუჯეტური სასმელი, რომელიც დაგიცავთ ზაფხულის მცხუნვარე სიცხისაგან, შეგიმცირებთ წყურვილის გრძობას და სასიამოვნოდ გაცოცხლებთ, როდესაც გარეთ არის +30 გრადუსი იქნება.
ასეთ ამინდში, ბოლო რამ, რაც გსურთ ალბათ ქურასთან დადგომაა, როცა გჭირდებათ რაიმეს გათბობა და ადუღება. ახლა კი შეგიძლიათ აიღოთ ლიმონი და ყინული საყინულედან, აურიოთ, შეანჯღრიოთ და დალიოთ!
სახლში მომზადებული ლიმონათი პიტნითა და ლიმონით
ინგრედიენტები
2-3 ლიმონი
5 ლ წყალი
500 გრ შაქარი
პიტნა გემოვნებით
ყინული
მომზადება
1. შედგით 2 ლიმონი საყინულეში. დაელოდეთ სანამ კარგად გაიყინება, შემდეგ უფრო ადვილი იქნება მათი გახეხვა. გახეხეთ ლიმონის ცედრა მსხვილ სახეხზე.
2. გახეხილი ლიმონი გადაიტანეთ 5 ლიტრიან ქილაში. ამ ეტაპზე მე პირველი სირთულეები მელოდა. ჩემი ქილის კისერი ძალიან ვიწრო აღმოჩნდა, მხოლოდ ჩაის კოვზს შეეძლო მასში შეღწევა. და გაყინული ლიმონის ნაწილები იწებებდენ ყველაფერ თბილს, მათ შორის იმ ძაბრს, რომლის გამოყენებაც ვცადე.
სწორი გამოსავალი მეორე ცდაზე ვიპოვე. გახეხილი ლიმონი თავიდანვე შეურიეთ წყალს და შემდეგ ქილაში ჩაასხით ძაბრის მეშვეობით. ან თქვენ უნდა მოძებნოთ პლასტიკური ქილა ფართო კისრით.
3. დაამატეთ შაქარი გახეხილ ლიმონს
4. დაასხით ლიმონი და დაამატეთ შაქარი წყალს.
5. ქილის შიგთავსი კარგად შეანჯღრიეთ და გააჩერეთ მინიმუმ 2 საათის განმავლობაში.
6. მოაშორეთ პიტნის ფოთლები მის ღეროებს, დარჩენილი ლიმონი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ჩაყარეთ ცალკე ქილაში კიდევ რამდენიმე ლიმონის ნაჭერი, ყინული, ცოტა პიტნა.
7. გაწურეთ ლიმონათი
8. დაასხით გაფილტრული ლიმონათი პიტნისა და ლიმონის ნაჭრებს, გააციეთ და მიირთვით.
9. სახლში მომზადებული ლიმონათი პიტნით და ლიმონით მზადაა. მისი გემო (სასიამოვნო სიურპრიზი) იმაზე მდიდარი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. მომავალში შევეცდები დავამატო ფორთოხალი ან შევცვალო ერთი ლიმონი ცაცხვით.
რჩევა
იმისათვის, რომ პიტნა უფრო დიდხანს შეინარჩუნოთ, გადაიტანეთ იგი სველ ხელსახოცში, მოათავსეთ პოლიეთილენის ცელოპანში და შედგით მაცივარში. ამ გზით შენახვისას პიტნა შეინარჩუნებს თავის ახლებურ გემოს და არომატს 2 კვირამდე.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თქვენ გახდებით ამ სასმელის ერთგული გულშემატკივარი. ახალი პიტნით და ლიმონით გაჯერებული ცივი სასმელი ზაფხულში მართლაც მისწრებაა. და ეგზოტიკური გემოვნების მოყვარულებ კი ჩვენ ახლო ომავალში შემოგთავაზებთ ცაცხვისა და შედედებული რძისგან დამზადებული ბრაზილიური სქელი ლიმონათის რეცეპტს. ასეთი უჩვეულო კომბინაცია სასიამოვნოდ გაგაოცებთ – ნაღების გემო და ციტრუსის სიმწარის კონტრასტი მართლაც საოცარია. გვადევნეთ თვალი და დაელოდეთ სიახლეებს!
ეს რეცეპტი კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!