რატომ უნდა დავიძინოთ სიცხის დროს საბნის ქვეშ

სეზონის მიუხედავად, ყოველ ღამე ტკბილად გვძინავს საწოლში, რბილ თბილ საბანში გახვეულებს. თუნდაც ძალიან ცხელოდეს, ჩვენ გვაქვს რაღაც აუხსნელი მოთხოვნილება, რომ თავი დავიფაროთ მინიმუმ თხელი ზეწრით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ კარგად არ გვეძინება. რატომ ხდება ასე, რომ ყველა ფანჯარა ფართოდ არის გახსნილი ოთახის ტემპერატურის შესამცირებლად და ჩვენ მაინც ვიღებთ და ვიფარებთ ტანზე საბანს? დღეს ჩვენი რედაქცია გეტყვით, თუ როგორ მოქმედებს ადამიანზე საბნის ქვეშ ძილი და რატომ არ შეგვიძლია მის გარეშე.

საბნის ქვეშ ძილის უპირატესობები

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ჩვენ სულ გვჭირდება საბანში გახვევა. თუ უცნაურად გეჩვენებათ, რომ ზოგს ზაფხულშიც ზამთრის საბნის ქვეშ სძინავს, ამას აქვს ახსნა. იქნება ეს საბანი, თხელი ზეწარი თუ პლედი, ჩვენ აუცილებლად ვწვებით მასში. როგორც გაირკვა, ამ ქმედების ფსიქოლოგიური მიზეზები უფრო მეტია, ვიდრე ფიზიოლოგიური.

საბანი არეგულირებს სხეულის ტემპერატურას

ადამიანი თბილსისხლიანი არსებაა. ეს ნიშნავს, რომ თერმორეგულაციის წყალობით, ჩვენ სითბოში ვრჩებით. ღრმა ძილის ფაზაში ჩვენი კონტროლი ქრება, ამიტომ იმისათვის, რომ არ გავიყინოთ, ჩვენ თავს ვიფარავთ საბნით. ძალიან ცივ ან ძალიან ცხელ ოთახში, საბანი დაგეხმარებათ სწორი სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაში.

კომფორტული ტემპერატურა ჯანსაღი ძილის გასაღებია. თუ ოთახი ძალიან ცხელია ან ძალიან გრილი, სხეული ბევრს იმუშავებს, რომ კომფორტს მიაგნოს და ამ დროს ჩვენ ვერ შევძლებთ მოდუნებას და შედეგად, ჩვენ არ გვეძინება საკმარისი.

თუ ვერ იძინებთ, ექსპერტები გვირჩევენ თბილი შხაპის მიღებას და ღამით რბილი წინდების ჩაცმას, რაც ასევე დაგეხმარებით მოდუნებაში და ფეხების გათბობაში, თუ ისინი მუდმივად ცივია.

რუტინის განუყოფელი ნაწილი

ბავშვობიდან ჩვენმა მშობლები ძილის წინ საბანს გვაფარებდნენ. ძილის დროს დაფარება ერთ-ერთი ყოველდღიური ჩვევაა, რომელიც მიანიშნებს ძილის დროზე. მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ ვერ შეძლებთ დაიძინოთ, უბრალოდ სწორად გადაიხვიეთ თავი საბანში.

ამცირებს შფოთვას

ერთ-ერთი ქიმიური ელემენტი, რომელიც გვაგრძნობინებს თავს კარგად არის სეროტონინი. ის არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ადამიანმა თავი მშვიდად და ბედნიერად იგრძნოს. სტრესის მდგომარეობაში უძილობა ხშირად ტანჯვაში გადაიზრდება ხოლმე. შემდეგ ჩვენ საბანს ვიფარებთ, ვმშვიდდებით და გვძინავს.

ეს იმიტომ ხდება, რომ საბანი ახდენს ნაზ ზეწოლას ადამიანის სხეულზე, თითქოს გვეხუტება და სეროტონინი გამოიყოფა სხეულში. ამავდროულად, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ძალიან მძიმე საბანი შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს და ხელი შეუშალოს ჯანსაღ ძილს.

აძლიერებს უსაფრთხოების განცდას

ბავშვობის ყველაზე გავრცელებული შიში არის სიბნელის შიში. როცა გვეშინოდა, ჩვენ თავს ვიცავდით უხილავი ურჩხულებისგან სწორედ ჩვენი საბნის ქვეშ და თავს დაცულად ვგრძნობდით. საბანი გახდა თავშესაფარი, რომელიც გვეხმარებოდა დაძინებაში.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ქსოვილს, რომლისგანაც თეთრეული იკერება. ბუნებრივი სუნთქვის მქონე ქსოვილები, როგორიცაა სელი, ბამბუკი, ბამბა, აბრეშუმი საუკეთესოდ შეეფერება კომფორტულ ძილს ცხელ ამინდშიც კი.

და თქვენ რა გეხმარებათ ეფექტურად ძილში, თან ისე, რომ მეორე დღითაც პროდუქტიული იყოთ? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში, ეს სტატია კი აჩვენეთ თქვენს მეგობრებსაც!

Leave a Reply