მოამზადეთ ჩაიზე მისაყოლებელი “ბუბლიკები”. ძალიან უხდება ჯემი და ხაჭო.

სახლში მომზადებული ცომეული განსაკუთრებული გასტრონომიული სიამოვნებაა. ყველა ცომეული გაცილებით გემრიელი ხდება, როცა ჩვენი ხელით ვიღებთ. განსაკუთრებით როცა მას გემრიელი შიგთავსიც აქვს. ეს საოცარი რგოლები ჩაანაცვლებს ნებისმიერ ნამცხვარს, რომელსაც ჩაის აყოლებდით.

შიგთავსი შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს. ჩვენ ავირჩიეთ მსუბუქად დამარილებული ხაჭო მწვანილებით. ხაჭოს ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაღების ყველი, ფეტა ყველი ან გახეხილი სულუგუნი. ნებისმიერ შემთხვევაში, ფუნთუშის გული გამოვა ძალიან სურნელოვანი და წვნიანი.

ინგრედიენტები

  • 375 მლ რძე
  • 10 გ საფუარი
  • ერთი ს. კ. შაქარი
  • ერთი ს. კ. მარილი
  • 2 ცალი კერცხი
  • 4 ს. კ. კარაქი
  • 4.5 ჭიქა ფქვილი
  • 150 გ ხაჭო
  • ოხრახუში გემოვნებით
  • ერთი კვერცხის გული
  • 2 ს. კ. რძე
  • სეზამი გემოვნებით

მომზადება

1. საფუარი შეურიეთ ერთ ჭიქა თბილ რძესა და შაქარს. როდესაც საფუარი აქაფდება, დაუმატეთ ფქვილი, მარილი და დარბილებული კარაქი. ისევ აურიეთ.

2. მოვზილოთ რბილი ცომი და გავაჩეროთ. მოცულობა უნდა გაიზარდოს დაახლოებით ორჯერ ან სამჯერ.

3. სანამ ცომი ამოდის, შეურიეთ ხაჭოს მწვანილი და მარილი გემოვნებით. შემდეგ ცომი გაყავით 9 ბურთად. თითოეული გააბრტყელეთ ფართო ზოლში, შუაში დატოვეთ ადგილი, რომელსაც შეავსებთ და გააკეთეთ პატარა მილი. შემდეგ დახურეთ მილის კიდეები.

4. წაუსვით მიღებულ რგოლებს კვერცხის გული, მოაყარეთ მათ სეზამის თესლი და გამოაცხვეთ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.

ამ რგოლებს შიგთავსად ძალიან მოუხდება ჯემი ან მასკარპონე. თქვენ ასევე შეგიძლიათ შიგნით მოათავსოთ ცოტა მასა და ზემოდან მორთოთ დარიჩინით. ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, უბრალოდ ნუ გადააჭარბებთ შგთავსის რაოდენობას, რათა გამოცხობის დროს არ გადმოვიდეს და ფორმა შეინარჩუნოს.

სცადეთ მომზადება, გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

Leave a Reply