ასოციაციის ტესტებს ფსიქოლოგები უძველესი დროიდან მიმართავდნენ. კარლ იუნგიც კი მე-20 საუკუნეში მათ სიცრუის დეტექტორად იყენებდა. ბოლოს და ბოლოს, ასეთ ტესტებს ადამიანი უყოყმანოდ პასუხობს, ამიტომ შედეგები საკმაოდ სწორად უნდა ასახავდეს მის შინაგან მდგომარეობას.
დღეს გთავაზობთ ერთ-ერთ ასეთ სწრაფ ტესტს. გაგიკვირდებათ, რამდენად ზუსტად აღწერს ის თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას. და რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ტესტი თან სერიოზულია და თან კომიკური.
ასოციაციის ტესტი
ასე რომ, მოდუნდით და უბრალოდ შეხედეთ სურათს. დააფიქსირეთ ცხოველი, რომლსაც პირველად დაინახავთ და წაიკითხეთ აღწერა.
ძაღლი
თქვენ თავს მშვიდად გრძნობთ, რადგან 100%-ით დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ოჯახი და მეგობრები სულ დაგეხმარებიან. თქვენც ყველას ენდობით, რადგან ადამიანებს ძალიან აფასებთ და ვინმეს გარიყვა ვერც წარმოგიდგენიათ. ყოველთვის მებრძოლი ხართ და მზად ხართ ნებისმიერი მწვერვალის დასაპყრობად. მაგრამ! ემოციები არის თქვენი მთავარი პრობლემა. მიუდექით საკითხებს ცივი გონებით და ყოველთვის მკაფიოდ დაფიქრდით ყველა ნაბიჯზე, რადგან სხვების გეგმები საკმაოდ განსხვავდება თქვენისგან.
კატა
რომ შეგეძლოთ, მთელ ცხოვრებას კატასავით მზეზე გაატარებდით. გძულთ სამუშაო კვირის დაწყება, ყოველთვის ცდილობთ იყოთ თავისუფალი სამსახურში და დიდხანს გააგრძელოთ ლანჩის შესვენება. თქვენ აფასებთ კომფორტს და გიყვართ საღამოს სავარძელში კომფორტულად მოთავსება. მაგრამ საინტერესო ფაქტია, რომ ცხოვრებისა და საქმისადმი ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, თქვენთან ყველაფერი ძალიან კარგად მიდის და ბევრი მიღწევაც გაქვთ. ალბათ იმიტომ, რომ დასვენების ფასი იცით.
ცხენი
დიდი ალბათობით, დროის ამ მომენტში რაღაც ზღუდავს თქვენს თავისუფლებას ან თქვენს ემოციებს. შესაძლოა, ყველაფერმა დაგღალათ ან გაუგებრობები გქონდეთ თქვენს თავთან ან სამსახურში, უფროსებთან. უბრალოდ ნუ მიეცემით პანიკას და ეცადეთ დამშვიდდეთ! ახლა თქვენ უნდა მობილიზდეთ და გამოავლინოთ გამძლეობა და ეფექტურობა, რომლითაც ცნობილია თქვენს მიერ არჩეული ცხოველი. შემდეგ გამოჩნდება რომანტიკა, შვებულება და ნათელი აზრები.
ლომი
ხშირად გრძნობთ, რომ სხვებს თქვენი შურთ. იცით, როგორ გამოირჩეოდეთ ხალხისგან და ყოველთვის მიიღოთ ბევრი კომპლიმენტი, მათ კი მოსწონთ ზურგს უკან თქვენზე ლაპარაკი. მაგრამ მკაცრად არ განსაჯოთ შურიანი ადამიანები, რადგან ისინი რეალურად აღფრთოვანებულნი არიან თქვენით, მაგრამ უმეტესად გაბრაზებულებიც არიან, რადგან ზოგჯერ ცოტათი ამპარტავანი ხართ. შეეცადეთ შეხედოთ სხვებს, როგორც თანასწორს და არა როგორც დაბლა მდგომს.
თუთიყუში
როგორ მოახერხეთ მისი დანახვა? ერთი რამ, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ ისაა, რომ არაჩვეულებრივად მოაზროვნე ადამიანი ხართ. თქვენ გაქვთ მდიდარი ფანტაზია, რომელიც ახარებს თქვენს მეგობრებს და აწუხებს იმ ადამიანებს, რომლებიც პირველად შეგხვდებიან. სავარაუდოდ, თქვენ ჯერ კიდევ ავანტიურისტი ხართ და მოგწონთ რაიმე სახის საეჭვო ბიზნესში ჩართვა. მაგრამ თქვენი ჭკვიანი გონება ყოველთვის იზიდავს წარმატებას.
გედი
შეყვარებული ხართ და მთელი სამყარო მშვენიერი გეჩვენებათ. მოწუწუნე ბებიებიც და სუპერმარკეტის ნელი მოლარეებიც მშვენიერ ადამიანებს ჰგვანან შენს თვალებში. ყველა ყოველდღიური პრობლემა და სამსახურში ჩაკეტვა აღარ გეჩვენებათ დიდ ტვირთად. ეს შესანიშნავი და შთამაგონებელი პერიოდია, შეეცადეთ გააგრძელოთ ის რამდენიმე თვით, ან მინიმუმ ხელფასის დღემდე მაინც.
მოგვიყევით კომენტარებში, თქვენ რა ცხოველი დაინახეთ პირველად. და ასევე გაუზიარეთ ეს მხიარული ტესტი თქვენს მეგობრებსაც სოციალურ ქსელებში!