მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში ომი დაიწყო, მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ საკითხისკენაა მიპყრობილი. მოვლენის თავარი გმირი კი უპირობოდ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი – ვოლოდიმირ ზელენსკია, რომელმაც თავი ძალიან გამბედავი, პირდაპირი და მკაფიო განცხადებებითა და ქმედებებით დაგვამახსოვრა.
გთავაზობთ 10 შთამაგონებელ და გამორჩეულ ციტატას, რომელიც უკრაინის მთავარსარდლის სახელს უკავშირდება.
1. არასდროს მენდომება, რომ უკრაინა მსოფლიო რუკაზე ერთი უბრალო ფიგურა იყოს, სადაც გლობალური მოთამაშეები აქტიურობენ და ჩვენ მათ მხოლოდ ფარად, გარიგების ნაწილად ვჭირდებით.
2. ადამიანებს არ სწამთ სიტყვები. ან სწამთ, მაგრამ მხოლოდ მცირე დროით. შემდეგ ისინი აუცილებლად მოქმედებად ელიან.
3. ჩვენ უნდა გავხდეთ ისლანდიელები სოკერში, ისრაელის წარმომადგენლები საკუთარი მიწის დაცვაში და იაპონიელები ტექნოლოგიურ სფეროში.
4. რწმენა ის არის, რასაც არასდროს განვიხილავ ოჯახთან ერთად სადილის დროს, მაგრამ მე მწამს ღმერთის.
5. მე არ ვარ პოლიტიკოსი. მე უბრალო ადამიანი ვარ, რომელსაც სისტემის დანგრევა სურს.
6. თუ უკრაინას ძლიერი არმია არ ეყოლება, უკრაინა არ იარსებებს. და ამ დროს ყველა მიხვდება, რომ ეს არ არის უკრაინის ომი, ეს ევროპის ომია. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მიწას. ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით, რადგან ეს ამორალურია.
7. როდესაც თავს დაგვესხმებით, თქვენ ჩვენს სახეებს დაინახავთ და არა არა ჩვენ ზურგს.
8. ბრძოლა აქ არის. მე ტყვია-წამალი მჭირდება და არა ქვეყნიდან გაყვანა.
9. უკრაინელი ერი მშვიდობისმოყვარეა. მაგრამ ჩვენ რომ დღეს გავჩუმდეთ, ხვალ აღარ ვიარსებებთ.
10. ,,სამყაროში არავინ გაპატიებს (მიმართავს ვლადიმირ პუტინს) უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას