იპოვე 10 წამში ასო ”T” და დაგვიმტკიცე, რომ ნიჭიერი ხარ

პიროვნებისა და ფსიქოლოგიის ტესტები ბევრი მიზეზის გამოა პოპულარული; მათ შეუძლიათ გაამჟღავნონ ისეთი რამ თქვენი პიროვნების შესახებ, რაც შეიძლება არც კი იცოდეთ საკუთარ თავზე! თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ამაყობს თავისი ფოკუსირებისა და ყურადღების უნარით, მაშინ ეს ტვინის თავსატეხი თქვენთვის საუკეთესო ტესტი იქნება. აქ წესები მარტივია: თქვენ მხოლოდ უნდა იპოვოთ ასო T!

საკვანძო პუნქტები:

  • მკვლევარები თვლიან, რომ როდესაც გავალებენ იმას, თუ რა არ უნდა მოძებნოთ, ამან შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი ვიზუალური ძიების უნარი.
  • თავდაპირველად იმის გააზრებამ, თუ რა უნდა დააიგნოროთ, შეიძლება შეანელოს ვიზუალური ძებნის ტემპი, მაგრამ ყურადღების გაფანტვას აუცილებლად მოყვება მისი მოკრება, ეს პრაქტიკა კი ხშირად მკვეთრად აუმჯობესებს ტესტების შედეგებს.
  • 100 ცდაში მონაწილეები, რომლებმაც გაფრთხილება მიიღეს, თუ რა არ უნდა ეპოვათ ტესტში, ყველაზე ეფექტურები აღმოჩნდნენ.
  • მკვლევარები თვლიან, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის უნარზე, მიაქციოს ყურადღება კონკრეტულ რაღაცას.

დიახ, თქვენ სწორად გაიგეთ! და ახლა თუ შეგიძლიათ იპოვოთ T 10 წამის განმავლობაში, მაშინ თქვენ მართლაც ნიჭიერი ადამიანი ხართ! თუ თვლით, რომ თქვენი ფოკუსირება და კონცენტრაცია შეუდარებელია, მაშინ ეს ძალიან მარტივი პიროვნების ტესტი თქვენთვის ჩვეულებრივი ოპერაცია უნდა იყოს. შეხედეთ ამ სურათს და ნახეთ რამდენი დრო დაგჭირდებათ “T”-ის პოვნაში.

ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ მცირე ინფორმაცია, რომ ოდნავ გაგიადვილოთ ამ ოპტიკური ილუზიის “T” ტესტის ამოხსნა: T იქნება მხოლოდ ლურჯი ან მწვანე და არა წითელი. შეამოწმეთ და თუ შეძლებთ ამის ამოხსნას 10 წამში. თუ გამოგივიდათ, ესე იგი, ნამდვილად განსაკუთრებული ხართ.

შეგიძლიათ იპოვოთ T?

რას ეხება ეს ტესტი?

ეს ტესტი შეიქმნა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ჯგუფის მიერ, სადაც რამდენიმე მკვლევარმა დაადგინა, რომ როდესაც იცი, რა არ უნდა მოძებნო, ავტომატურად იპოვი იმას, რასაც ეძებ. ამ ტესტმა დაამტკიცა, რომ თუ ადამიანებს ეძლევათ დრო და შესაძლებლობა ისწავლონ რა უნდა უგულებელყონ, ისინი უფრო ეფექტურად და სწრაფად ეძებენ.

Corbin A. Cunningham ამ კვლევის წამყვანი ავტორია. ის ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც იგნორირებას კარგად და ეფექტურად უკეთებენ უსარგებლო და ყურადღების გამფანტველ ინფორმაციას, როგორც წესი, უკეთ ახერხებენ ვიზუალური დეტალების ძიების შესრულებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი უნარია პროფესიონალი მაძიებლებისთვისა და მკვლევარებისთვის, მაგალითად, ისეთი საქმიანობების დროს, როგორიცაა აეროპორტის ბარგის შემოწმება. და არ დაგვავიწყდეს რადიოლოგები.

მაშ ასე, იპოვეთ T ასო? თუ კი, მაშინ შესანიშნავად გიმუშავიათ! და თუ ვერ იპოვეთ, ესეც სრულიად ნორმალური ფაქტია. შეამოწმეთ ქვემოთ მოცემული სურათი, რომ ნახოთ სად იმალება ასო “T”.

ამ ტესტის გარდა, ჩატარდა კიდევ ერთი ტესტი, სადაც მონაწილეებს სთხოვეს, ეპოვათ ასოები “B” და “F” – კვლავ სხვადასხვა ფერის ასორტიმენტში. ზოგჯერ მათ ეუბნებოდნენ, რომ “B” და “F” არ იქნებოდა კონკრეტული ფერის, ზოგჯერ კი მათ არაფერს ეუბნებოდნენ.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ როდესაც მონაწილეებს აცნობეს, რომელი ფერების იგნორირება უნდა მოახდინონ, თავდაპირველად მათი რეაქციის დრო შენელდა. თუმცა, ცოტა დროის, მოთმინებისა და პრაქტიკის შემდეგ, გაუმჯობესდა მათი ფოკუსირება და კონცენტრაცია და მათ შეძლეს სპეციალური ასოების უფრო სწრაფად ამოცნობა, იმ მონაწილეებთან შედარებით, რომლებსაც არ აძლევდნენ რაიმე მინიშნებას ფერების შესახებ.

დასკვნა ის არის, რომ რაც უფრო მეტი ინფორმაციის იგნორირებას შეძლებთ, თქვენ მით უფრო სწრაფად შეძლებთ იპოვოთ ის, რასაც ეძებთ. უგულებელყოფის ძალას შეუძლია ყურადღება მიგაქცევინოთ იმისთვის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

თანაავტორი ჰოვარდ ეგეთი ამბობს, რომ ამ სახალისო ტესტის მთავარი მოტივი იყო კონკურენტი სტიმულების ჩახშობის მნიშვნელობაზე ფოკუსირება და იმის დანახვა, თუ როგორ უმკლავდება ადამიანის ტვინი ერთ კონკრეტულ ამოცანას. ასე რომ, როდესაც ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა და რაც მთავარია, დრო, ისწავლონ რა უნდა უგულებელყონ, სანამ რაიმეს დაიწყებენ, მათი გონება ბევრად უფრო სწრაფად მუშაობს.

თქვენ რამდენი დრო დაგჭირდათ ასო T-ს პოვნისთვის? გაგვიზიარეთ კომენტარებში! და არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ ეს ნიჭიერი პიროვნების ტესტი თქვენს მეგობრებს და ნახოთ რამდენი დრო დასჭირდებათ მათ ამ თავსატეხის ამოხსნაში.

Leave a Reply