ყველა ჩვენგანს გვაქვს საიდუმლოებები, რომლებიც არ გვინდა ვინმესთვის გავუმხილოთ. ზოგი საკუთარ თავს ისე გვაჩვენებს, თითქოს სხვანაირია, მაგრამ ხშირად რეალობა სულ სხვაა. შედეგად, ზოდიაქოს ნიშნების საიდუმლოებების აღმოჩენა დაგეხმარებათ, გაიგოთ ვინ რას მალავს და ვის რისი გამჟღავნება არ სურს.
მაშ ასე, გაიგეთ 12-ივე ნიშნის წარმომადგენლის დაფარული მხარეები.
1. ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
ვერძები ცნობილები არიან, როგორც თავდაჯერებული და მამაცი ადამიანები. მაგრამ მათი ოპტიმისტური მხარე ხშირად მოჩვენებითი და სუსტია. მათ იციან, რომ ისინი ყოველთვის არ არიან მართლები, მაგრამ აგრძელებენ წინსვლას, სანამ მიზანს არ მიაღწევენ. ეს არის მათი ფარული მხარე.
მათ საიდუმლოში ასევე შედის დადასტურების მოთხოვნილება. ზოგჯერ ისინი თავს ცუდად გრძნობენ თავიანთი ქმედებების გამო, მაგრამ არ იციან როგორ მოიხადონ ბოდიში, როცა რაღაც მართლაც ძალიან შეეშლებათ.
2. კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
კუროების ზოდიაქოს საიდუმლოებები იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი გარეგნულად თავდაჯერებულად და მტკიცედ გამოიყურებიან, ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ დაუცველები და ეჭვიანები სხვების მიმართ.
მათ არ შეუძლიათ წარსულის გაშვება და არ სურთ მიიღონ ის ფაქტი, რომ შესაძლოა მთელი ამ ხნის განმავლობაში შეცდომაში შევიდნენ. მათ ურჩევნიათ გულისტკივილთან გამკლავება, ვიდრე რაღაცის გადალახვა.
3. ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
ტყუპები კარგად არიან ცნობილი იმით, რომ თავიანთ პარტნიორებს სულელური საკითხების გამო შორდებიან. ისინი მიდრეკილნი არიან დრამატულობისკენ, მაგრამ ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებენ, რომ ყურადღება გადაიტანონ საკუთარი დაუცველობისგან.
ისინი აღიქმებიან არაღრმა არსებებად, მეგობრებთანაც კი ძალიან ფრთხილები არიან. ისინი არავის უმხელენ თავიანთ 100% ნამდვილ ,,მეს”, რადგან არ მოსწონთ დაუცველად ყოფნა ვინმეს წინაშე.
4. კიბო (21 ივნისი – 22 ივლისი)
როდესაც ვსაუბრობთ ზოდიაქოს ნიშნების ბნელ საიდუმლოებებზე, კირჩხიბებზე უნდა ვიცოდეთ შემდეგი: ისინი შეიძლება გამოიყურებოდნენ მგრძნობიარეებად და მოსიყვარულეებად, მაგრამ როცა იმედგაცრუებულნი არიან ან რაიმეთი ზარალდებიან, ისინი შეიძლება გახდნენ ძალიან სასტიკები.
მათ აქვთ „აპატიე, მაგრამ არასოდეს დაივიწყო“ მიდგომა და ყოველთვის იმახსოვრებენ წყენას, რაც მათ რიყავს სხვა ადამიანებისგან. ისინი აშენებენ უზარმაზარ კედლებს და ბარიერებს, რომ არ დაზარალდნენ და გამოჩნდნენ წესიერ არსებებად, მაგრამ ახლოსაც კი არ არიან ამ უკანასკნელთან. მათ ურჩევნიათ სიყვარულის უნარი დაბლოკონ, ვიდრე რაიმეს გამო იჩხუბონ.
5. ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
ზოდიაქოს ნიშნების ფარულ საიდუმლოებებს შორის ლომს არაერთი აქვს. ისინი თავდაჯერებული პიროვნებები არიან, მაგრამ მათი სიამაყე უბიძგებს ცუდი გადაწყვეტილებების მიღებისკენ. მათ მიაჩნიათ, რომ შეუცვლელები არიან და უჭირთ ყურადღების ცენტრის სხვებისთვის გაზიარება. თუ ისინი არ არიან შოუს წამყვანი ვარსკვლავი, ურჩევნიათ მისი ჩაშლა, ვიდრე სხვის ჩრდილში ყოფნა.
6. ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
როცა ზოდიაქოს ნიშნებსა და საიდუმლოებებს განვიხილავთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ქალწული არის ადამიანი, რომელიც მეგობრული და კომუნიკაბელურია, მაგრამ მას ასევე მშვენივრად გამოსდის ყალბი კომპლიმენტები.
ისინი შეიძლება აფასებენ სხვა ადამიანებს, მაგრამ მათი ყველაზე ღრმა საიდუმლო ის არის, რომ მათ ფარულად შურთ ყველასი.
7. სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
ზოდიაქოს ნიშნების საიდუმლოებებს შორის, სასწორი განიხილება, როგორც სამართლიანი და თანასწორი, მაგრამ სინამდვილეში, სასწორები ასევე შეიძლება იყვნენ უკიდურესად ცივები და მანიპულაციურები. მშვიდი საუბარი და დარწმუნება მათი ძლიერი მხარეა და მათ იციან როგორ გამოიყენონ ეს უნარები იმისთვის, რომ მიიღონ ის, რაც სურთ. ისინი გააკეთებენ და იტყვიან ზუსტად იმას, რისი დანახვა და მოსმენაც სურთ სხვებს და ეს საშუალებას მისცემთ, რომ მოიგონ ადამიანების გული.
8. მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
არ დაიჯეროთ მათი მშვიდი და უდრტვინველი სახის, მორიელები ფარულები, ფრთხილები და საიდუმლოებით მოცულები არიან. ამ იდუმალ ზოდიაქოს ნიშანს ძალიან ბევრი საიდუმლო აქვს. ის თქვენთან ყველაფერზე ისაუბრებს, მაგრამ როცა საქმე მათ პიროვნებას შეეხება, ძლივს გამოავლენენ რაიმეს.
ეს იმის გამოა, რომ მათ ნდობის პრობლემები აქვთ და მათ შეუძლიათ ძალიან ეჭვიანები იყვნენ ყველასა და ყველაფერზე. მათ სძულთ დაუცველად ყოფნა ადამიანების წინაშე და, შესაბამისად, არ ამჟღავნებენ საკუთარ თავს.
9. მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
ისინი გაურბიან ურთიერთობების იარლიყებს და იქცევიან ისე, თითქოს დამოუკიდებელი და თავისუფალი სულები არიან, მაგრამ სინამდვილეში, ისინი სხვებზე უფრო სწრაფად ხდებიან პარტნიორსა თუ მეგობარზე მიჯაჭვულები. ეს იმიტომ ხდება, რომ როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, მათ მოსწონთ, როცა სხვებს უყვართ ისინი, მაგრამ ამას არასოდეს აღიარებენ.
10. თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
თხის რქის ფარული საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ისინი შეიძლება იყვნენ შემდგარები და ძლიერები. მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან დაუცველები არიან. მაქსიმალურად ცდილობენ, თავი აარიდონ ისეთ სიტუაციებში მოხვედრას, სადაც მათი სისუსტე შეიძლება გამოვლინდეს. მათ სძულთ სხვების თანაგრძნობა და არასდროს ითხოვენ მხარდაჭერას.
11. მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
მერწყულის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება ცივსისხლიანებივით გამოიყურებოდნენ, ხშირად მათი უვნებელი ხუმრობა რეალურად ფლირტის გზაა. მათ არ მოსწონთ თავის გამომჟღავნება, თუმცა ფარულად ყველაფერს აკეთებენ, რომ სასიყვარულო ობიექტის გული მოიგონ.
12. თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
თევზები ერთი შეხედვით ნამდვილები და გულწრფელები არიან, მაგრამ ხშირად, ყურადღების ან სიმპატიის მოსაპოვებლად, ისინი ხშირად თავს ისაწყლებენ და მოგონილ სევდიან ამბებს ყვებიან საკუთარ თავზე.
ცნობილია, რომ თევზებს ძალიან მგრძნობიარე გული აქვთ, მაგრამ ისინი არ ნებდებიან, სანამ არ მიიღებენ იმას, რაც სურთ.
რას ფიქრობთ, რამდენად რეალურია თქვენთვის ეს აღწერები? გაგვიზიარეთ კომენტარებში!