ეს ოპტიკური ილუზიის ტესტი აღწერს თქვენს სასიყვარულო ცხოვრებას და ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას

ოპტიკური ილუზიის ტესტები ხშირად გამოსადეგია, რადგან ისინი გვეხმარება აღმოვაჩინოთ ჩვენი შინაგანი სურვილები და ის, რასაც ჩვეულებრივ არ ვამხელთ ხოლმე საკუთარ თავზე.

ჩვენ ყველას გვაქვს დომინანტური პიროვნული თვისებები, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ნამდვილ პიროვნებას, მაგრამ ზოგჯერ სხვა ადამიანებთან კავშირისას, ისეთები არ ვართ, როგორიც გვინდა ვიყოთ, ყველაზე ხშირად კი ეს რომანტიკულ ურთიერთობებს ეხება. ოდესმე გდომებიათ უკეთ გაგეცნოთ საკუთარი თავი სიყვარულთან ან ურთიერთობებთან მიმართებით?

როდესაც ჩვენ გვიყვარდება, იცვლება არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობის სტატუსი სოციალურ წრეში, არამედ იცვლება ჩვენი მთელი ცხოვრება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ ვიქცევით ან როგორები ვხდებით, როცა შეყვარებულები ვართ.

აბა შეხედეთ სურათს და გვითხარით, რა დაინახე პირველად? ეს ოპტიკური ილუზიის ტესტი დაგეხმარება გაარკვიო, როგორი პარტნიორი ხარ და როგორ ზემოქმედებ საყვარელ ადამიანზე.

რა დაინახე პირველად?

ყურადღებით შეისწავლე ქვემოთ მოცემული სურათი. შენი ყურადღება მიიპყრობს იმას, რაც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია!

მაშ, რა იყო პირველი, რამაც მიიქცია შენი ყურადღება ამ სურათზე?

ახლა კი დროა აღმოაჩინო, რას წარმოადგენს შენი არჩევანი! ამ არჩევანს კარგად შეუძლია დაგანახოს რა დამოკიდებულება გაქვს სიყვარულის მიმართ.

ოპტიკური ილუზიის ტესტი: გამოსახულების მნიშვნელობა

1. ორი ხე

შენი აზრით, სიყვარული მაშინ არის ყველაფერზე აღმატებული, როდესაც შენ და შენი პარტნიორი გადალახავთ ათასგვარ სირთულეს. როდესაც გვერდით გყავს თანამებრძოლი და კომპანიონი, უფრო უკეთ გრძნობს თავს და მოგწონს ეს ერთიანობის გრძნობა.

მაგრამ რთულად უმკლავდები ნდობის საკითხებს, ამიტომ, დიდი ალბათობით, გარკვეული დრო დაგჭირდება, რათა პარტნიორს სრული ნდობა გამოუცხადო. ამიტომ, როგორც წესი, გირჩევნია არ აჩქარდე ურთიერთობისას! ასე რომ, დაუთმე დრო კავშირის განმტკიცებას და უკეთ დაუკავშირდი პარტნიორს. იყავი ღია, აღიარე შენი გრძნობები და შეეცადე იყო გულწრფელი მასთან.

2. მოცეკვავე წყვილი

თუ პირველად ქალისა და მამაკაცის ცეკვა დაინახე, ესე იგი, სიყვარულს თვლი, როგორც თანასწორ კავშირს, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალურ განსხვავებებს და სწორედ ამით ხდება ძლიერი. ასეთი ტიპის ურთიერთობა შენთვის ნამდვილად იდეალურია.

დიდი ალბათობით, ამჟამად ჯანსაღ ურთიერთობაში ხარ ან ზუსტად იცი, რა ტიპის ადამიანი გჭირდება გვერდით! პარტნიორთან ახლო ყოფნისას, თავს ნამდვილად ფანტასტიურად გრძნობ და არაფერია ამქვეყნად მასზე უფრო მნიშვნელოვანი შენთვის.

3. კაცი თმით, წარბებითა და ულვაშით

თუ პირველად სურათის ეს ნაწილი დაინახე, შეიძლება შენ დგახარ იმ გზაჯვარედინზე, რასაც რომანტიკულ ურთიერთობაში განცდილი ემოციური დაზიანებისგან გამოსვლის პროცესი ჰქვია. ამ ეტაპზე ეს დაღი არცთუ ისე პოზიტიურ დასკვნებს გაკეთებინებს.

შეიძლება ახლა გჯეროდეს, რომ მარტო ყოფნა და პარტნიორის გარეშე ცხოვრება უფრო მარტივია ამ სამყაროში, რადგან ამ დროს ირგვლივ ნაკლები გამოწვევა და სირთულე გვხვდება. თუმცა ეს დროებითი მდგომარეობაა! არ შეგეშინდეს; ამის ნაცვლად, ივარჯიშეს გონებამახვილობაზე, სიმშვიდეზე, მოდუნებაზე და გაუშვი ყველაფერი, რაც ტკივილს გაყენებს. კონცენტრირება მოახდინეთ იმაზე, რაც გაბედნიერებს.

აბა, შენ რა დაინახე პირველად და რა გამოავლინა ამ პროექციულმა ტესტმა შენს სასიყვარულო ცხოვრებასა და ურთიერთობებზე? გაგვიზიარე შენი პასუხი კომენტარებში და გვითხარი რამდენად ეთანხმები ტესტში მიღებულ შედეგს!

Leave a Reply