5 რამ, რაც საკუთარ თავზე არ იცი (და რაც შენი ზოდიაქოს მიღმა იმალება)

იცოდი, რომ ზოდიაქო იდეალურად ხელმძღვანელობს შენს ცხოვრებას და კარიერას? ის ასევე გაცნობებს იმას, რაც მოგწონს, ასევე იმას, თუ როგორ გრძნობ თავს და თან ეძებს შენში არსებულ შინაგან მიზნებს. თითოეულ ადამიანს ისეთი თვისებები აქვს, რომლებიც შეესაბამება მის ზოდიაქოს.

დღეს შენ შეგიძლია შეამოწმო შენი ზოდიაქოს ნიშანი, რათა იპოვო ის დეტალები, რაც აქამდე საკუთარ თავში არ შეგიმჩნევია. წინ ძალიან საინტერესო აღმოჩენები გელოდება:

1. ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

  • ხარ საოცრად მოუთმენელი
  • ნაცნობ ადამიანებს თვალს არიდებ საჯარო ადგილებში
  • არასდროს გიჩხუბია ფიზიკურად
  • მოუსვენარი ხარ და სულ მოძრაობა გინდა
  • ყველაფერს გააკეთებ საყვარელი ადამიანებისთვის

2. კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

  • როცა სისულელეს ისმენ, ყოველთვის თვალებს მაღლა ატრიალებ
  • დამოკიდებული ხარ ძვირიან ნივთებზე
  • გიყვარს შოპინგი და ეს შენთვის საკუთარ თავზე ზრუნვაა
  • გიყვარს ტრაბახი და თავის წარმოჩენა
  • ხშირად ჯიუტი და კადნიერი ხარ

3. ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

  • გაინტერესებს ხელოვნება და მოდა
  • გეცინება შეუსაბამო სიტუაციებში
  • ხარ ძალიან ენერგიული და საუბრობ ხმამაღლა
  • მოუქნელი ხარ და ხშირად ვარდები უხერხულ მდგომარეობაში
  • გიყვარს სხვა ადამიანების გართობა

4. კიბო (21 ივნისი – 22 ივლისი)

  • სხვების მიმართ ყოველთვის კარგი განწყობა გაქვს
  • ვერ იტან იმ ადამიანთან დაპირისპირებას, ვინც გიყვარს
  • შესაძლოა უნებლიედ მანიპულატორული ქცევები გქონდეს
  • ხშირად უიმედოდ რომანტიკოსი ხარ
  • შენი ნაზი ბუნება შენთვის წყევლაცაა და მადლიც

5. ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

  • შენ გაქვს ნათელი და არასტანდარტული წარმოსახვა
  • ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხარ
  • საკუთარ თავს ძალიან მაღალ სტანდარტებს უწესებ
  • გიყვარს სხვების ყურადღება და სითბო
  • შენი შურისძიება ისაა, რომ ყველაფერში საუკეთესო ხარ

6. ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

  • არ გეშინია გრძნობების გამოხატვის
  • როცა სტრესში ხარ, ოთახს ალაგებ
  • ვერ იტან არეულობას და არაორგანიზებულობას
  • ყოველთვის პატიობ, მაგრამ არასდროს ივიწყებ
  • იმ ადამიანებს ტოვებ, ვინც შენთან ძალიან ცუდად იქცევა

7. სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

  • შენ ეტრფი ჰარმონიას და სიმშვიდეს
  • ყველა სიტუაციაში მეტისმეტად ბევრს ფიქრობ
  • სულ ირიდებ კონფლიქტებს და ვერ იტან კამათს
  • გიყვარს, როცა სხვას უყვარხარ და შენზე ზრუნავს
  • ყოველდღე ახალი ობიექტი გყავს, ვინც მოგწონს

8. მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

  • უმეტესად შავი და მუქი ფერის ტანსაცმელებს ატარებ
  • ხარ ძალიან მგრძნობიარე და გიყვარს სენსორული სტიმულების ძიება
  • არ გიყვარს, როცა გეუბნებიან, რა უნდა გააკეთო
  • ყოველთვის ბოლომდე მიჰყვები შენს სურვილებს
  • შენი მისტიკური პიროვნულობა ძალიან მიმზიდველია

9. მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

  • ხარ საოცრად სულსწრაფი და ფიცხი
  • არ გიყვარს ახალ ადამიანებთან კონტაქტი
  • ერიდები ჩხუბს, მაგრამ ცინიზმი კარგად გამოგდის
  • შეგიძლია სასურველ საქმეზე ბოლომდე კონცენტრირება
  • საყვარელ ადამიანებს ყოველთვის ძალიან უფრთხილდები

10. თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

  • გარშემომყოფებს ჩუმად განსჯი
  • გყავს პატარა, მაგრამ ახლო მყოფი სამეგობრო წრე
  • ალერგია გაქვს სულელ ადამიანებზე
  • ძალიან ამბიციური და მშრომელი ხარ
  • მოგწონს შენსავით ჭკვიანი და ინტელექტუალი ადამიანები

11. მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

  • ცნობილი ხარ იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებით
  • გიყვარს თავგადასავლებით მიღებული შეგრძნებები
  • არ გჯერა მეორედ მიცემული შანსების
  • ხარ ძალიან სწრაფი და სხარტი ადამიანი
  • კარგ შანსებს ხელიდან არასდროს უშვებ

12. თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

  • ყოველდღე ახალ-ახალი ადამიანი გიყვარდება
  • ყოველთვის ოცნებობ რაღაცაზე
  • გრძნობები სხვა ადამიანებზე მარტივად გიჩნდება
  • ფოკუსირებული ხარ შენს სულიერ თავგადასავლებზე
  • ძალიან კრეატიული წარმოსახვა გაქვს

მოგეწონა აღწერები? რას დაამატებდი? გაგვიზიარე კომენტარებში შენი შეხედულება!

Leave a Reply