ჩვენი არჩევანი ბევრ რამეზე მეტყველებს და ჩვენს პიროვნებაზეც საკმაო ინფორაციას გვაწვდის, მით უმეტეს, თუ ეს არჩევანი სტრესის დროს არის მიღებული.
დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ პიროვნების ტესტს, რომელიც ზუსტად საკუთარი თავის უკეთ გაცნობას ემსახურება. საკმარისია დახედო სურათს და აირჩიო ის, ვისაც პირველ რიგში დაეხმარებოდი. დაიმახსოვრე, მხოლოდ ერთი ადამიანი უნდა აირჩიო და თანაც ზედმეტი ფიქრის გარეშე.
ახლა შეამოწმე პასუხები და გაიგე მეტი საკუთარ პიროვნებაზე:
1. თუ აირჩიე მედდა
შენ ხარ მხიარული, იღბლიანი, ოპტიმისტი და თავგადასავლების მოყვარული.
მედდა ალბათ ის ადამიანია, რომელსაც სერიოზული დახმარება არ სჭირდება. მისი არჩევა კი იმაზე მეტყველებს, რომ შენ მშვიდი ადამიანი ხარ.
არ გაწუხებს ამქვეყნად არსებული სერიოზული პრობლემები. იზიდავ ცხოვრების ნათელ ფერებს და იმდენად ოპტიმისტი ხარ ბუნებით, რომ გჯერა, გარშემომყოფები სულ კარგად იქნებიან. ასევე მარტივად ურთიერთობ ადამიანებთან.
გაქვს ყველაფრის მიმართ თავშეკავებული დამოკიდებულება და მტკიცე რწმენა, რომ ცხოვრების ბნელი ფაზები მხოლოდ დროებითია. როგორც ბედნიერ და იღბლიან ადამიანს, გძულს ოთახის 4 კედელში გამოკეტვა და შეზღუდვა. შენ ხარ თავისუფალი და თავგადასავლების მოყვარული.
2. თუ აირჩიე კაცი ყავარჯენით
შენ ხარ ბუნებით ლიდერი, რაციონალური და საოცრად ფოკუსირებული ცხოვრებაზე.
სურათზე ჩანს, რომ ბიჭს ყავარჯნები დაუვარდა და თავადაც ეცემა. მისი დახმარება პირველ რიგში ნიშნავს, რომ შენ დაბადებული ხარ ლიდერად.
შენ ხედავ ბიჭს, რომელსაც ყავარჯენი გამოეცალა, ვეღარ დადის და არ გინდა, რომ დრო დაკარგო დახმარების მოლოდინში. შენ ეხმარები მას ფეხზე წამოდგომასა და სიარულის გაგრძელებაში.
ეს ასახავს შენს ლიდერულ უნარებს. შენ ხარ წვეულების გული და სული. ეხმარები სხვებს და იზიდავ ძლიერ ადამიანებს.
ბიჭის დახმარება ხდება შენი პრიორიტეტი, რადგან აფასებ, რომ ის ცდილობს დამოუკიდებლად იაროს ფეხის მოტეხილობის მიუხედავად.
შენ ხარ ბუნებით დინამიური, ორგანიზებული, რაციონალური და ძალიან ორიენტირებული შენს ცხოვრებაზე.
3. თუ აირჩიე მტირალი ბავშვი
შენ ხარ ძალიან ემპათიური და მგრძნობიარე ადამიანი.
ბავშვი ტირის და მიზეზი არავინ იცის. ბავშვები მრავალი მიზეზის გამო ტირიან; ზოგიერთი მიზეზი შეიძლება იყოს უკიდურესად სერიოზული და ზოგიერთი კი შეიძლება იყოს სხვაგვარი.
ბავშვის დახმარება ნიშნავს, რომ შენ ძალიან მგრძნობიარე ხარ და ვერ ითმენ სხვისი ტანჯვის ყურებას.
შენ გესმის, რომ ბავშვი სხვანაირად ვერ გამოხატავს თავის ტკივილს და ამიტომ ტირილი მისთვის გამოხატვის ერთადერთი საშუალებაა. თუმცა, შენ არ იცი ტირილის მიზეზი. ეს შეიძლება იყოს ყველაფერი, მაგალითად დაკარგვა, დედის გარეშე დარჩენა, ფიზიკური ტკივილი, მარტოობის შიში, შიმშილი ან უბრალოდ ყურადღების ძიება.
ბავშვის დასახმარებლად ნაბიჯის გადადგმა, რეალური მიზეზის ცოდნის გარეშე,ნიშნავს, რომ შენ პასუხობ ადამიანებს, როცა მათ დახმარება სჭირდებათ. ამან განაპირობა ის, რომ შენ ბევრჯერ დაზარალდი.
„არ მისცე სხვებს უფლება, ისარგებლონ შენით“, ალბათ ხშირად გესმის ეს ფრაზა შენი კეთილისმსურველებისგან. მეგობრები ემოციურად შენზე არიან დამოკიდებულები და შენთან საუბრის შემდეგ სიმშვიდეს პოულობენ.
შენ განიცდი სხვების ემოციებს და გაქვს სულიერების ძლიერი გრძნობა.
4. თუ მოხუცი ქალბატონი აირჩიე
შენ ხარ ოპტიმისტი და შენში მორალურობის მაღალი განცდაა.
სურათზე კარგად ჩანს, რომ მოხუც ქალბატონს დახმარება სჭირდება სიარულის დროს. იმის გამო, რომ მუქი სათვალე უკეთია, შესაძლოა ისიც ვიფიქროთ, რომ უსინათლოა.
მისი დახმარება ნიშნავს, რომ შენ აღიზარდე ძლიერი ეთიკურობის გრძნობით. შენ აფასებ ტრადიციულ ღირებულებებს, ღრმა პატივს სცემ კულტურას და მემკვიდრეობას.
შენ გაქვს პატივისცემა უფროსების მიმართ, გაქვს მზადყოფნა დაეხმარო მათ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცი, ისინი ხშირად ვერ გიბრუნებენ კეთილგანწყობას. ეს ასახავს შენს ალტრუიზმს.
ბუნებით ოპტიმისტი ხარ და გესმის, რომ რამდენი წლისაც არ უნდა იყოს ადამიანი, მას მაინც შეუძლია წვლილი შეიტანოს ამ სამყაროში და შენს მოვალეობად მიგაჩნია დაეხმარო მას.
შენ რომელი ადამიანი აირჩიე? გაგვიზიარე კომენტარებში შედეგი და მოგვიყევი, დაემთხვა თუ არა აღწერები შენს ხასიათს!