ვის არ აქვს ნაკლოვანებები? ის ადამიანიც კი, რომელიც იდეალურად გამოიყურება, სავსეა ნაკლოვანებებით. თუმცა, უმეტესობა ჩვენგანი ძალიან დაუცველია ჩვენი პიროვნების ხარვეზების მიმართ და მაქსიმალურად ერიდება მათ განხილვას. მაგრამ ზოგჯერ მძიმე სიმართლის წინაშე დგომა უკეთესია. და ჯობია, რომ იცოდე მწარე, გულწრფელი ამბები საკუთარ თავზე და შეძლო რაღაცების გამოსწორება. ამაში შენი ზოდიაქოს ნიშანი დაგეხმარება.
შენი დაბადების მომენტში პლანეტების განლაგება ძლიერ გავლენას ახდენს იმ პიროვნებაზე, როგორადაც უნდა ჩამოყალიბდე. აქედან გამომდინარე, ასტროლოგია ავლენს მწარე, რთულ და გაუსაძლის სიმართლეს თითოეული ზოდიაქოს ნიშნის შესახებ, რომელიც ალბათ გირჩევნია არ იცოდე, მაგრამ მას აუცილებლად უნდა შეხედო თვალებში.
1. ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
შენ ფიქრობ, რომ ლიდერი ხარ, მაგრამ ხანდახან ყველაფერი, რასაც აკეთებ, არის ქაოტური და უმართავი. შეიძლება ამას ვერ აცნობიერებდე, მაგრამ ზოგჯერ შენი იდეები იმპულსურია, შენი გადაწყვეტილებები დაუფიქრებელი და შედეგად, შენი პროექტები შეუსრულებელი რჩება. შენ უნდა მიხედო შენს საქმეს და სხვას მისცე უფლება, რომ დანარჩენ ნიუანსებზე აიღონ პასუხისმგებლობა!
2. კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
ხარი ჯოჯოხეთურად ჯიუტია! ერთია იყო გადაწყვეტილების მიმღები, მაგრამ სხვა ადამიანების იდეების, პერსპექტივებისა და ხედვის სრული გათიშვა არ არის ჯანსაღი რამ. ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებ და წყვეტ ზრდას გონებისა და აზრების ჩაკეტვის გამო. იყავი მეტად ღია ახალი იდეებისადმი.
3. ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
ტყუპები სოციალური არსებები არიან, ამიტომ მათ გარშემო ყოველთვის ბევრი ადამიანი ჰყავთ, მაგრამ არავისთან შეუძლიათ მჭიდრო კავშირის შექმნა. მათ უჭირთ ერთი რამის ან ერთი ვინმეს ერთგულება. მათი გრძნობები ჩვეულებრივ გარდამავალი და ზედაპირულია და ისინი დაბნეულნი არიან ცხოვრების უმეტეს საკითხებში. მაგრამ ტყუპებს უჭირთ ამ სიმართლის მიღება.
4. კიბო (21 ივნისი – 22 ივლისი)
ემოციები კარგია, მაგრამ არა მაშინ, როცა მათ გამო ზედმეტად მგრძნობიარე და დაუცველობით სავსე გხდები. კირჩხიბი იმდენად ემოციურია, რომ პატარა ტკივილსაც კი ძალიან განიცდის. ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან და ცდილობენ დაიცვან თავი თავისით შექმნილი გარსით. და მათ სძულთ, როცა სხვები ზუსტად იგებენ ამ დაუცველობის შესახებ.
5. ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
შენ სასოწარკვეთით ცდილობ, იყო საუკეთესო ყველაფერში, რასაც აკეთებ. უბრალოდ ვერ უმკლავდები იმ ფაქტს, როცა ვინმე შენზე უკეთეს შედეგს დებს. მიუხედავად იმისა, რომ ლომები ამას გარეგნულად არ იმჩნევენ, მათ შინაგანად ჭამს, როცა ვინმე მათზე უკეთესია. ისინი იბადებიან სასტიკი კონკურენციის გრძნობით და ამიტომაც ბევრი მათგანი აკადემიური მოსწრებითაც გამოირჩევა. მათ ყოველთვის სურთ იყვნენ თამაშის სათავეში. თუმცა, უნდა ისწავლონ მიმღებლობა, როცა ვინმე სხვა იპყრობს გამარჯვებულის ადგილს. თავმდაბლობა აუცილებელია.
6. ქალწული (23 აგვისტო – 23 სექტემბერი)
შენ ამაყობ იმით, რომ ხარ პერფექციონისტი, მაგრამ ყველა იმედგაცრუებულია სრულყოფილებისადმი შენი შეპყრობილობით. და რატომ აკრიტიკებ თითოეული ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტს? ხშირად გარშემომყოფებს გულწრფელად აინტერესებთ – მართლა არ გაქვს სხვა უკეთესი საქმე?! შენ ეძებ მოწონებას და აღფრთოვანებას რამდენიმე განსაკუთრებული ადამიანისგან, რომლებზეც შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობ.
7. სასწორი (24 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
სასწორები გატაცებულნი არიან სილამაზითა და ესთეტიკით. მათ ძალიან მოსწონთ ვიზუალურად მიმზიდველი ნივთები და ხშირად ხდებიან ხელოვნების სხვადასხვა სახეობის მცოდნეები. მაგრამ მწარე სიმართლე ის არის, რომ ამ ზოდიაქოს აქვს არაღრმა და ზედაპირული სილამაზის სტანდარტები. სჯობს სიმართლეს შეხედო – დღევანდელ სამყაროში შენი შეხედულებები სილამაზეზე მოძველებულია. დროა, მრავალფეროვნებაზე იფიქრო.
8. მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
ცივი ექსტერიერის ქვეშ იმალება ვულკანი, რომელიც აფეთქებას ელის. მორიელებს აქვთ ემოციური ტორნადო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უეცარი და დიდი აფეთქება. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი ემოციების კონტროლს და მტკიცე სამყაროს წარმოჩენას. ამიტომ მათ სძულთ, თუ დაკარგეს კონტროლი საკუთარ თავზე!
9. მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
მშვილდოსანი ამაყობს იმით, რომ არის გონებაგახსნილი ნიშანი, რომელიც არ განსჯის სხვებს, მაგრამ როდესაც ისინი ძლიერად იგრძნობენ რაიმე ემოციას, მათ საუბარს ფილტრები არ აქვს. ისინი დაუფიქრებლად ლაპარაკობენ და შედეგად, შესაძლოა, გაუაზრებლად ატკინონ ადამიანებსი.
10. თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ უკეთესად იგრძნონ თავი სხვების ცუდად ყოფნის გამო – თხის რქა ამ ტიპის პიროვნების კლასიკური მაგალითია. ისინი ძალიან პესიმისტები არიან. ითვლიან თავიანთ ნაკლოვანებებს და თავს ყოველთვის ცუდად გრძნობენ. თან იმდენად დაუცველები არიან, რომ ყურადღებას ამახვილებენ სხვა ადამიანების ნაკლოვანებებზე, რათა დამალონ საკუთარი. ისინი ამჩნევენ და აღნიშნავენ სხვების ყველა არასწორ ქცევას, რათა საკუთარი შეცდომები არასოდეს გააკრიტიკონ.
11. მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
ცნობილია, რომ ისინი ღრმად მოაზროვნე და პროგრესული პიროვნებები არიან, თუმცა თან ძალიან განსჯითებიც. ძნელი დასაჯერებელია, რომ თავისუფლად მოაზროვნე გონება ასე შეიძლება იყოს მოწყობილი, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ მერწყულს აქვს ჩამოყალიბებული აზრები და, როგორც წესი, ფიქრობენ, რომ ესა თუ ის საკითხი ყველაზე კარგად იციან. მართალია ისინი ამას ვერ გამოხატავენ, მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის განსჯიან სხვებს.
12. თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
რას აკეთებ, როცა უბრალოდ ძალიან ბევრს რამეს გრძნობ? თქვენ ქმნით დიდ დამცავ ბუშტს ტკივილის თავიდან ასაცილებლად. რეალური სამყარო სასტიკია და სიმართლე ის არის, რომ ეს მგრძნობიარე და თანამგრძნობი ზოდიაქოს ნიშანი ცხოვრობს ,,ქოქოსში”, რადგან არ იცის როგორ გაუმკლავდეს ამ ყველაფერს. ისინი ყველაფერს ინტენსიურად გრძნობენ, ამიტომ აშენებენ კედელს თავის გარშემო და ცდილობენ დაასრულონ ყველანაირი ემოციური ურთიერთობა სხვა ადამიანებთან. და არასოდეს სურთ აღიარება, რომ ამას მართლა აკეთებენ.
ამოიცანი შენი თავი ამ აღწერებში? ეთანხმები მოცემულ მოსაზრებებს? გაგვიზიარე კომენტარებში!