ერთი და იგივე ფერისაა თუ არა ეს ბურთები? დააკვირდი კარგად

ცოტა ხნის წინ, ამ ახალმა ოპტიკურმა ილუზიამ მთელი ინტერნეტი მოიცვა. ბეისბოლის ორივე ბურთი ამ შემთხვევაში ერთი და იგივე ფერისაა, მაგრამ ისინი განსხვავებულად გამოიყურება ჩვენს თვალში. გაიარე ეს ტესტი, რათა გამოსცადო შენი შემოქმედებითი შესაძლებლობები!

მაგრამ სანამ ამ ტესტს დაიწყებდე, მოდით გავიგოთ როგორ მუშაობს ოპტიკური ილუზიები, რათა დაეუფლო ამ გონების ხრიკებს.

როგორ მუშაობს ოპტიკური ილუზიები

ჩვენ გვჯერა ყველაფრის, რასაც ვხედავთ, ასე არ არის? რა მოხდება, თუ გეტყვიან, რომ ჩვენი დანახული და სინამდვილეში ორი განსხვავებული რამ არის?

როგორც მოგეხსენება, ჩვენი გრძნობები აგროვებს მონაცემებს და აწვდის ტვინს. მეორეს მხრივ, ტვინი უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციის მიღებაა; ის ასევე აყალიბებს მსოფლმხედველობას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ტვინი დროდადრო ავსებს სიცარიელეს, როდესაც გარშემო არ არის საკმარისი ინფორმაცია ან ქმნის იმ სურათს, რომელიც შესაძლოა არც კი არსებობდეს!

დაიბენი? კარგი, საჭიროა მხოლოდ მოთმინება და ყურადღებით დაკვირვება.

მოდით გამოვცადოთ ტვინი ახალი ოპტიკური ილუზიით!

შეხედე ფოტოს და თქვი, არის თუ არა ეს ორი ბურთი ერთი და იმავე ფერის?

შეგიძლიათ იპოვო პასუხი? თუ გაგიჭირდა, ჩვენ მოგაძებნინებთ ამოხსნას.

პასუხი:

ბეისბოლის ორი ბურთი ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული ფერისაა. მოგვიწევს მეტი კონცენტრირება და ფოტოზე ყურადღებით დაკვირვება.

როგორც ხედავ, ბურთებს აქვთ სხვადასხვა ფერის ჰორიზონტალური ხაზები – წითელი, მწვანე, ყვითელი და ლურჯი. სურათზე მწვანე და ლურჯი ხაზები გადის მარცხენა ბეისბოლის ბურთის გასწვრივ, ხოლო წითელი და ყვითელი ხაზები – მარჯვენა მხარეს.

ბეისბოლის ბურთებზე არსებული კონტრასტული ხაზები ქმნის ილუზიას, რომ ერთი ბეისბოლი მეორეზე ღია ფერისაა. შეხედე ხაზებს და დაინახავ, რომ სინამდვილეში ორივე ერთი და იგივე – ანუ თეთრი ფერისაა. (რეკომენდებულია, რომ შეამცირო შენი მოწყობილობის სიკაშკაშე, რათა უფრო მკაფიოდ აღიქვა სურათი).

მოგეწონა ეს ტესტი? გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც!

Leave a Reply