შენ ბევრს მუშაობ, რომ იყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ზრუნავ ოჯახზე, მეგობრებზე, საკუთარ თავზე და თითქოს ყველაფერი რიგზეა. მაგრამ შენში ჯერ კიდევ არის ღრმა სევდის გრძნობა, რომლის იგნორირებაც უბრალოდ შეუძლებელია. ოდესმე დაფიქრებულხარ იმაზე, თუ რატომ გრძნობ თავს უბედურად? შენი ზოდიაქოს ნიშანი დაგეხმარება სწორი მიზეზის პოვნაში.
პლანეტებს არ სურთ, რომ რომელიმე ჩვენგანი ცუდად იყოს. მაგრამ ზოგჯერ ჩვენივე პიროვნული თვისებები უბედურების ორმოსკენ მიგვიძღვის. ჩვენ არ ვიცით რა არის სწორი გზა ან მიდრეკილნი ვართ დავივიწყოთ საკუთარი თავი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვწუხვართ, რადგან ცხოვრება არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც გვეგონა.
თუმცა, ასტროლოგია ძალიან გვეხმარება და ახლა ჩვენ შეგვიძლია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გავიგოთ, თუ რა სახის უბედურება გვტანჯავს.
შენიშვნა: დეპრესია და სევდა არ არის ერთი და იგივე. სევდა შეიძლება გვეწვიოს ერთი ან ორი დღის განმავლობაში, მაგრამ დეპრესია გრძელდება დიდხანს. თუ დეპრესიაში ხარ, შეიძლება დაგჭირდეს თერაპია, მედიკამენტები ან ორივე ერთად.
ვერძი
შენი კომფორტის ზონა არის მიზეზი იმისა, თუ რატომ ხარ ასეთი უბედური. უკვე რუტინაში ხარ და ფიქრობ, რომ ეს საუკეთესო გზაა. მაგრამ გულის სიღრმეში იცი, რომ ეს არ მუშაობს. თუ არ შეიტან რაიმე ცვლილებას ცხოვრებაში, მაშინ შესაძლოა ის გაუარესდეს. ასე რომ, გადადგი ნაბიჯი წინ და გამოდი კომფორტის ზონიდან. გახსოვდეს, ცხოვრება იწყება კომფორტის ზონის გარეთ.
კურო
შენ ცდილობ აკონტროლო ყველაფერი, მათ შორის ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ იცი, არის რაღაცეები ცხოვრებაში, რასაც ვერ გააკონტროლებ. ცდილობ ხალხს შენებური გზით აფიქრებინო, ამით კი ხასიათს ძალიან იფუჭებ. გარდა ამისა, შენ ხარჯავ ენერგიისა და შესაძლებლობების ნახევარს სხვების გაკონტროლების მცდელობაში და დროის უმეტეს ნაწილსაც ამაში კარგავ. ასე რომ, დაისვენე და გაუმკლავდი იმას, რაც რეალური პრობლემაა, ნუ შეეცდები ყველაფრის გაკონტროლებას.
ტყუპები
ცუდი არაფერია სოციალიზაციაში და აქტიურობაში, მაგრამ როცა ზედმეტი მოგდის, მაშინ ყველაფერი უარესდება. შენ იმის შიშიც კი გაქვს, რომ მნიშვნელოვან ღონისძიებას ან შეკრებას გამოაკლდები, ამიტომ სულ ცდილობ დაესწრო ისეთ წვეულებებსა და სოციალურ აქტივობებს, რომლებიც საბოლოოდ უბრალოდ გღლის. ისიამოვნე საკუთარ თავთან ყოფნით, დარჩი სახლში და ეცადე დაისვენო. ეს საოცარ შედეგებს მოგიტანს.
კიბო
შეწყვიტე წმინდანობის მცდელობა. თანაგრძნობის უნარს არასწორად იყენებ – ძალიან ბევრის გამცემი ხარ. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ როცა ამდენს გასცემ, შენთვის თითქმის არაფერი რჩება და საბოლოოდ იმედგცრუებული ხარ. დაეხმარე საკუთარ თავს და ამის შემდეგ შეგიძლია სხვების დახმარება სცადო. და ნუ დაეხმარები ყველას – ყველა არ იმსახურებს ამას.
ლომი
მიუხედავად იმისა, რომ დიდ სიამაყეს ფლობ, სადღაც, მაინც ღელავ იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები შენზე. როდესაც გამუდმებით ნერვიულობ სხვა ადამიანებზე და მათ აზრებზე, ეს დიდ ზეწოლას ახდენს შენს გონებაზე. თუ ყოველთვის ეცდები სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას, როგორ იქნები საკუთარი თავი?!
ქალწული
ყოველთვის ცდილობ ყველაფერი საკუთარ თავში შეინახო. ეს დიდ სტრესში გამყოფებს და თუ ნეგატიური ემოციების დათრგუნვას განაგრძობ, აპათიური გახდები. მოგწონს ხალხის დახმარება? სხვებსაც სურთ ეს – რატომ არ მიიღო მათგან იგივე?
სასწორი
შენ ყოველთვის ფიქრობ სხვა ადამიანის შეცვლაზე, ამ დროს კი საკუთარ თავზე გაცილებით მეტ ზეწოლას ახორციელებ, რაც იწვევს ქრონიკულ უბედურებას. შენ ჯერ საკუთარ თავთან უნდა იყო ჰარმონიაში, ეს გაგაუმჯობესებს ემოციურად და სულიერად.
მორიელი
შენ მუდამ ფოკუსირდები ცხოვრების პესიმისტურ მხარეზე. როდესაც რაიმე სამწუხარო სიტუაციაა, მიდრეკილნი ხარ უფრო გააღრმავო ეს და არ ცდილობ აქედან გამოსვლას. შედეგად კარგავ კონტროლს საკუთარ თავზე და ხდები ძალიან მოწყვლადი და სუსტი.
მშვილდოსანი
შენ აკეთებ იმას, რაც სხვებს სურს, რომ გააკეთო. თავის დამკვიდრება, ტრადიციული ცხოვრების ძიება და სერიოზულობა არ არის ის, რაც შენ უნდა გახასიათებდეს და შენც კარგად იცი. ეს არის უბედურების მთავარი წყარო. როგორც ჩანს, შენთვის არაფერი აღარ არის ამაღელვებელი. ხაფანგში ხარ. და დროა აქედან გამოსვლა დაიწყო ახალი და საინტერესო ქმედებების დაწყებით.
თხის რქა
შენ არ ხარ მზად გარისკო და ეს გჭამს შიგნიდან. შენ გაქვს შესაძლებლობა გააკეთო ის, რაც გსურს, მაგრამ იცი, რომ თუ ამას გააკეთებ, შესაბამის ჯილდოს სწრაფად და მარტივად ვერ მიიღებ. მაგრამ ზოგჯერ უბრალოდ ექსპერიმენტების დროა და არა იმაზე ფიქრის, ეს მალე გაამართლებს თუ არა.
მერწყული
შენ გიყვარს თავისუფლება – გსურს იყოთ საკუთარი თავის უფროსი, მაგრამ ახლა ეს ჯერ არ გამოგდის. გინდა გააკეთო საქმეები შენებური გზით, მაგრამ არ გაძლევენ ამის საშუალებას და ეს უბრალოდ საშინელებაა. იცი, რომ შეგიძლია იყო დამოუკიდებელი, ამიტომ დროა გაარკვიო რა გსურს და წახვიდე ამ გზით.
თევზები
შენ აკეთებ გარკვეულ რაღაცებს მხოლოდ იმიტომ, რომ გსურს, სხვას მოაწონო თავი. ეს გიადვილებს ცხოვრებას, თუმცა სულაც არ გაბედნიერებს. დროა იყო საკუთარი თავის შემოქმედი. გადადგი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ, მიიღე გარკვეული გადაწყვეტილებები და იარე წინ. შენ ძლიერი ხარ და თუ ამას სწორად გამოიყენებ, შეგიძლია მიაღწიო დიდ წარმატებას.
შენ თუ აღმოაჩინე საკუთარი სევდიანი მხარეები? გაგვიზიარე კომენტარებში!