უზბეკური ფლოვი საქონლის ხორცით. ხორცი გამოდის ნაზი და პირში დნება, ბრინჯი ფანტიაა, ხოლო სოუსი საოცრად პიკანტური და არომატული.

უზბეკური ფლოვის მომზადების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ამჯერად კი შემოგთავაზებთ განსაკუთრებულს – ხორცი გამოდის ნაზი და პირში დნება, ბრინჯი ფანტიაა, ხოლო სოუსი საოცრად პიკანტური და არომატული. მთლიანობაში კი შესანიშნავ კერძს მიიღებთ, რომელიც თამამად შეგიძლიათ შესთავაზოთ ნებისმიერი რანგის სტუმარს.

ინგრედიენტები

  • 800 გ საქონლის ხორცი
  • 450 გ სტაფილო
  • 150 მლ ზეთი
  • ორი ცალი წიწაკა ჩილი
  • ნახევარი ჩ. კ. ძირა
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
  • 800 გ ბრინჯი
  • 2-3 თავი ხახვი
  • 3 თავი ნიორი
  • ერთი ჩ. კ. პაპრიკა
  • ნახევარი ჩ. კ. წითელი მწარე წიწაკა

მომზადება

  1. მოამზადე პროდუქტები: ხორცი გარეცხე, შეამშრალე და დაჭერი. ხახვი დაჭერი რგოლებად, სტაფილო კი მოგრძო ჩხირების სახით.

  1. ტაფაში ჩაასხი ზეთი და მოშუშე ხახვი ოქროსფრამდე, დაამატე ხორცი და მაღალ ცეცხლზე მობრაწე 20 წუთის მანძილზე.

  1. შემდეგ დაამატე სტაფილო და ისიც მოშუშე. დაასხი მდუღარე წყალი ისე, რომ ინგრედიენტები დაფაროს და ხარშე 30-40 წუთის მანძილზე.

  1. ბრინჯი გარეცხე და ჩაყარე ტაფაში. დაამატე მდუღარე წყალი, ჩაარჭე მთლიანი ნივრები,  წიწაკა ჩილი, დააფარე ხუფი და ხარშე დაბალ ცეცხლზე ათი წუთი. შემდეგ ძალიან დაუწიე ცეცხლს და დააყოვნე ასე 15 წუთი, ბოლოს აურიე და გადმოდგი.

უზბეკურ ფლოვს ძალიან უხდება სხვადასხვა ბოსტნეული, ძირითადად მოთუშული სახით. ასევე ცოცხალი პომიდორი ხახვთან და ქინძთან ერთად.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!

Leave a Reply