როდესაც სტრესში ვართ და ძალიან ბევრი რამ ხდება ერთდროულად, ჩვენი შინაგანი მე იშლება და მოთმინების უნარიც იწურება. ამ დროს არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე რამდენიმე სიტყვიანი წახალისება.
როდესაც იმედგაცრუებული ხარ, არის რამდენიმე შთამაგონებელი სიტყვა, რომელიც უნდა მოისმინო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ხარ.
დღეს გთავაზობთ კონკრეტულ ფრაზებს, რომლებიც ადამიანებზე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით არის მორგებული. გადახედე და იპოვე საშენო მოტივაცია.
1. ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
შენ იცი, რომ შეგიძლია დიდ რამეს მიაღწიო ცხოვრებაში.
ცხოვრება სავსეა საინტერესო გამოცდილებებითა და შესაძლებლობებით. შენ განიცდი გულისტკივილს და უარყოფას. მაგრამ, სწორედ ეს გაქცევს ადამიანად. უნდა გესმოდეს, შენ გაქვს დიდი პოტენციალი, რომ სამყარო უკეთეს ადგილად აქციო. ასე რომ, ენდე საკუთარ თავს და მოთმინებით მოეკიდე პროცესს.
2. კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
ყველაფერს შენით ვერ გამოასწორებ.
უნდა გესმოდეს, რომ არის რაღაცეები ცხოვრებაში, რაც საერთოდ არ საჭიროებს გამოსწორებას. ასე რომ, შეწყვიტე მცდელობა, ყველაფერი სრულყოფილი გახადო. ისწავლე ცხოვრება მომენტში და მიიღე არასრულყოფილებები. ყველაფრის გამოსწორების მცდელობა შეიძლება დამღლელი იყოს, რადგან დიდ ენერგიას მოითხოვს.
3. ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
ხანმოკლე შესვენება იმას არ ნიშნავს, რომ ნებდები.
როდესაც ზეწოლის ქვეშ იმყოფები, შესაძლოა თავს აიძულო დაღლილობის წერტილი გადალახოს. არადა შესვენება შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს. ასე არა მხოლოდ გააუმჯობესებ საქმის ხარისხს, არამედ ეს არის წინსვლის საუკეთესო გზა. ასე რომ, გაითვალისწინე, შვებულებაში წასვლა კარგია და საკუთარი თავი არ უნდა გადატვირთო.
4. კიბო (21 ივნისი – 22 ივლისი)
შენ აღმოაჩენ ბედნიერებას, ზუსტად იქ, სადაც ხარ.
შენ ზოგჯერ იძულებული იქნები იარო გზაზე, რომელსაც ყველა დანარჩენი მიჰყვება, მაგრამ ეს არ აქცევს მას სწორ გზად. ზოგჯერ საუკეთესო გზა საკუთარი თავის ხელახლა აღმოსაჩენად და სიამოვნების მისაღწევად არის სხვა გზით წასვლა. არ უნდა გაჰყვე სხვებს; უბრალოდ გააგრძელე შენი რესურსების გამოყენება და დანარჩენი შემდეგ მოგეცემა.
5. ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
დახმარების მიღება არ გხდის სუსტს.
იქნება შემთხვევები, როდესაც შენ ვერ შეძლებ საქმის დამოუკიდებლად გაკონტროლებას. სხვებისგან დახმარების მიღება არ არის სისუსტის ნიშანი. ეს არის დადებითი მოქმედება, რომელიც გჭირდება. ასე რომ, ნუ შეგეშინდება სხვებთან მიახლოების; შესაძლოა ისინი თავადაც დაგიკავშირდნენ, თუ დასჭირდებათ.
6. ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
საჭიროა მხოლოდ ღრმად ამოისუნთქო და ცოტა მეტი დაისვენო.
სტრესის დროს, შენი გონება შესაძლოა წარსულის სინანულისა და სამომავლო წუხილისკენ იყოს მიპყრობილი. დახუჭე თვალები და ღრმად ამოისუნთქე! დაისვენე და გაათავისუფლე ყველა ფიქრი, რაც სევდას იწვევს. შენ შეძლებ განიცადო ინტენსიური ემოციები, თუნდაც ისინი, რომელთაგანაც თავის დაღწევა გსურს.
7. სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
შენ აკონტროლებ საკუთარ მომავალს, არ მისცე უფლება სხვას გაგაკონტროლოს.
ქარი არასოდეს ითხოვს აფეთქების ნებართვას. მზე არ ეძებს იმისთვის დასტურს, რომ გაანათოს. ანალოგიურად, არის რაღაც, რისი გაგებაც გჭირდება: როდესაც ვინმეს უფლებას აძლევ შენზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს, ამ დროს უარს ამბობ გადაწყვეტილების მიღების პირად უნარზე. ასე რომ, ნუ მისცემ უფლებას სხვა ადამიანების აზრს გავლენა მოახდინოს შენს ცხოვრებაზე.
8. მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
არ აქვს მნიშვნელობა დაეცემი თუ არა, მთავარია როგორ ადგები.
რაც არ უნდა ძლიერი იყო, ნორმალურია იმედგაცრუება და დანებების სურვილი სამსახურში, თუნდაც ურთიერთობაში. ეს ის დროა, როდესაც გჭირდება გარკვეული წახალისება. რისი მოსმენაც გჭირდება, არის ის, რომ დროდადრო დაბრკოლდები და დაეცემი. მაგრამ ასევე იქნება დრო, როცა გაფრინდები. მთავარია, როგორ დაეშვა.
9. მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
შენი გადაწყვეტილებები არ განსაზღვრავს შენს პიროვნებას.
მთელი ცხოვრების განმავლობაში მიიღებ მეორე შანსებს და ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სიტუაციების შეცვლაზე. არ მისცე უფლება საკუთარი თავის განსჯას ან ცხოვრების ცუდ არჩევანს განსაზღვროს შენი პიროვნება, ან შეგიზღუდოს უკეთესობისკენ სვლა. ისწავლე ფსიქოლოგიური ტვირთის მოშორება და განაგრძე ბრძოლა.
10. თხის რქა (21 დეკემბერი – 20 იანვარი)
არავის მისცე უფლება შენი ოცნებებისკენ სვლა შეაჩეროს.
მნიშვნელოვანია გესმოდეს, რომ ყურადღება უნდა მიაქციო შენს ოცნებებსა და მიზნებს. არავის მისცე უფლება გითხრას, რომ არ შეგიძლიათ რაიმეს გაკეთება ან რომ არ ხარ საკმარისი. გქონდეს საკუთარი თავის რწმენა და იმუშავე მიზნის მისაღწევად.
11. მერწყული (21 იანვარი – 18 თებერვალი)
შეწყვიტე ყველაფრის გაღება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამას არ იმსახურებს.
რაც არ უნდა ეცადო, იმ ადამიანს, ვისაც შენთან ყოფნა არ სურს, ვერ დაარწმუნებ აზრი შეიცვალოს. დაუთმე დრო იმ მიჯაჭვულობისგან გათავისუფლებას, რაც ცხოვრებაში არ გეხმარება და ისწავლე საკუთარი თავისთვის პრიორიტეტების მინიჭება.
12. თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
შენ გაქვს ნათელი მომავალი, ასე რომ ნუ შეაფასებ საკუთარ თავს ცუდად.
შენ მხოლოდ ცხოვრების ისტორიის დასაწყისში ხარ. მაშინაც კი, თუ ფიქრობ, რომ ცხოვრება უაზროა ან გჯერა, რომ ის დასასრულს უახლოვდება, ყოველთვის არის უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი. ამიტომ მოერიდე საკუთარი თავის სხვებთან შედარებას, რადგან შენ შენი გზით ხარ უნიკალური.
იპოვე აქ საჭირო ინსპირაციული სიტყვები? გაგვიზიარე შენი აზრი.