იცი შენი ყველა ძლიერი და სუსტი მხარის შესახებ? ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული კარგი და ცუდი თვისებები, რომელთა შესახებაც არ ვიცით. გაიარე ეს ოპტიკური ილუზიის ტესტი და გაარკვიე შენი ფარული ძლიერი და სუსტი მხარეები.
ოპტიკური ილუზიის ტესტები შეიძლება იყოს დამაინტრიგებელი და ამაღელვებელი, რადგან ისინი ასტიმულირებენ ჩვენს ტვინს და გვიბიძგებენ, რომ აღვიქვათ რაღაც ძალიან განსხვავებული, ვიდრე სინამდვილეშია.
უკრაინელი მხატვარი ოლეგ შუპლიაკი საკმაოდ პოპულარულ დამაფიქრებელი ნახატებს ქმნის, რომლებიც დაგვეხმარება ღრმად შევხედოთ ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის საკუთარ თავს.
პროფესიით არქიტექტორი ოლეგ შუპლიაკი ხატავს გამოგონილ ნახატებს. იგი სხვადასხვა მხატვრისა და ისტორიული ფიგურის პორტრეტებს ნიღბავს პეიზაჟებისა და ფიგურების უფრო დიდი ნახატებით. ერთ-ერთი ასეთი პოპულარული ნამუშევარი ოლეგმა 2011 წელს დახატა.
კარგად დააკვირდით სახალისო ოპტიკური ილუზიის ტესტს და დააკვირდით გამოსახულების რომელ ასპექტს შეამჩნევთ პირველად. შემდეგ გადახედეთ ტესტის ქვემოთ არსებულ ანალიზს, რათა გაიგოთ, რას ავლენს ის თქვენს შინაგან სამყაროზე.
1. მამაკაცის სახე (ანუ სალვადორ დალი)
პირველად მამაკაცის სახე დაინახე? მაშინ ეს ნიშნავს, რომ გაქვს უნარი იყო ობიექტური ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი და ეს არის შენი უდიდესი ძალა. კრიზისის დროს, როცა უმეტესობა ჩვენგანი შეიძლება დაიშალოს გონებრივად და ემოციურად, შენ გაქვს უნარი გაუმკლავდე გამოწვევას. ამის გამო ბევრი ადამიანი აღგიქვამს შთამაგონებლად და ისინი შენ გიყურებენ, როცა თავად აწყდებიან რთულ პერიოდს.
ასევე შენი ყველაზე დიდი სისუსტე არის ის, რომ რთულ ემოციებს ახშობ. ამან დაგშორდა სხვებთანაც, რადგან გიჭირს ოჯახთან და მეგობრებთან ემოციური ურთიერთობა. უნდა დაიწყო ემოციების შესწავლა და უფრო ხშირად გამოხატო ისინი ჯანსაღი გზით.
2. მაგიდა
თუ პირველად დაინახე მაგიდა, ეს ნიშნავს, რომ შენი ყველაზე დიდი ძალა მოსმენის უნარია. შენი კომუნიკაციის უნარი შესანიშნავია. ეს უადვილებს ადამიანებს საკუთარი თავის გამოხატვას და შინაგანი გრძნობებისა და აზრების გაზიარებას.
მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ საკუთარ თავსაც უნდა დაუთმო დრო და მასაც უნდა მოუსმინო – თუნდაც მედიტაციის გზით. ეს საკმარისი იქნება სხვებისგან გაზიარებულმა ემოციებმა დატოვონ შენი სხეული და შენ ბევრად თავისუფალი იყო.
3. გოგო
თუ პირველ შეხედვაზე დაინახე, რომ თეთრ კაბაში გამოწყობილი გოგონა წიგნს კითხულობს, ეს ნიშნავს, რომ შენი ყველაზე დიდი ფარული ძალა ინტელექტია. გიყვართ ახალი და საინტერესო საგნების, თემების და საკითხების შესწავლა და ეს ბუნებრივად ჭკვიანს გხდის.
მთავარია იპოვო წონასწორობა ცხოვრების ყველა ასპექტში და არ დაითრგუნო, თუ რაღაც არ გამოგივა, სიახლეების ძიება არასდროს შეწვიტო.
4. სკამი
თუ სკამი პირველად დაინახე ოპტიკური ილუზიის ტესტის ყურებისას, ეს ნიშნავს, რომ შენი ყველაზე დიდი ძალა არის უნიკალური პერსპექტივა ცხოვრებაზე. განსხვავებული მსოფლმხედველობა ხშირად საშუალებას გაძლევს შექმნა საოცარი და საინტერესო გადაწყვეტილებები სხვადასხვა პრობლემისთვის. ხშირად აღნიშნული პრობლემები ზედმეტად სასაცილოდაც გეჩვენება, რაც გეხმარება დაძაბული და სტრესული სიტუაციების შემსუბუქებაში. შენ საკმაოდ არაპროგნოზირებადი ხარ და შეგიძლია გავლენა მოახდინო სხვებზე შენი უნიკალური და განსხვავებული შეხედულებებით.
თუმცა, შენი ფარული სისუსტე არის ის, რომ არ შეგიძლია დიდხანს იყო კონცენტრირებული ამა თუ იმ საკითხზე და მალე გეფანტება ყურადღება.