ვინ იქნება მსხვერპლი თუ ასო ,,ე” ლოდს დააგორებს?

დღეს ჩვენ გთავაზობთ ერთ სახალისო კოგნიტურ ტესტს, რომელიც თან გაგართობს, თან გონების გავარჯიშებაში დაგეხმარება. დავალება მარტივია: შენ უბრალოდ უნდა დააკვირდე სურათს და თქვა, ანბანის რომელ ასოს დაეცემა ზემოთ მდებარე ლოდი.

უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინე, რომ ლოდი ჩვეულებრივი სტილით ჩამოგორდება, მიუხედავად იმისა, რომ მას ნახევარმთვარის ფორმა აქვს. ასევე, გახსოვდეს ფიზიკის კანონები და დააკვირდი სურათზე გამოსახულ რელიეფს.

მაშ ასე, ვინ მოკვდება, თუ ასო “ე” ქვას უბიძგებს? 

წაიკითხე სავარაუდო პასუხები

პასუხი 1: გ და დ

“დ” შეიძლება პირველ რიგში მოკვდეს, რადგან აღნიშნული სცენიდან აშკარად ჩანს, რომ ე მის მოკვლას აპირებს. მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ ნახევარმთვარის ფორმის ლოდი ღია ნაწილით ჩამოგორდება და ,,დ”-ს გაჭყლეტას ვერ მოახერხებს? მაშინ ის ალბათ დაეცემა იმ ნაწილზე, სადაც ,,გ” წევს.

პასუხი 2: გ, დ და ე

ზემოთ ნათქვამის მიხედვით, თუ ,,გ” და ,,დ” დაიღუპებიან, მაშინ დიდია ალბათობაა იმისა, რომ პირველი ქვა, რომელსაც ამოძრავებს ,,ე”, დაეცემა ,,გ”-ს ზემოთ მყოფ ბალანსზე, რითაც ბალანსზე მდებარე მეორე ლოდს ზემოთ აისვრის, ის კი ,,ე”-ს მოხვდება. ასე რომ, ერთი ქვის დაგორებით, სამი არსება კვდება. თუმცა, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი ლოდი საკმარისად მძიმე იქნება საიმისოდ, რომ მეორე დიდი ლოდი თხემის მეორე მხარეს გადააგდოს.

პასუხი 3: გ, დ და ბ

შეიძლება ისიც მოხდეს, რომ ბალანსზე მეორე ლოდი მაღლა ისე აიწიოს, რომ „ე“-ს ნაცვლად „ბ“-ს მოხვდეს. თუ ეს ასე იქნება, მაშინ გამოდის სამი მსხვერპლი – გ, დ და ბ. მაგრამ, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე ლოდი საკმარისად მძიმე იქნება!

პასუხი 4: მხოლოდ დ

გაითვალისწინე, რომ ნახევარმთვარის ფორმის მქონე ლოდს არ აქვს ისეთივე მასა, როგორიც სრულ ლოდს. მიუხედავად ორივე ლოდის ერთნაირი დიამეტრისა, ნახევარმთვარის ფორმის ლოდს უზარმაზარი მონაკვეთი აკლია. მაშასადამე, როდესაც ,,ე” ნახევარმთვარის ფორმის ლოდს დაუშვებს, მას არ ექნება საკმარისი მასა იმისათვის, რომ დიდი კლდე თხემის მეორე მხარეს გადაისროლოს.

ერთადერთი სხვა ვარიანტი, რომელიც შესაძლოა მოკვდეს არის ,,გ”, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნახევარმთვარის ფორმის ლოდი საკმარისად მძიმე იქნება იმისათვის, რომ ბალანსის მარჯვენა მხარე დაბლა დაასწიოს.

ლოგიკის მიხედვით, ყველაზე სწორი ვერსია არის პასუხი 4, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ,,დ”-ს თავთან ლოდის ნახევარმთვარის გახსნილი ფორმა არ მოხვდება. ამ შემთხვევაში ,,დ”-ც გადარჩება.

შენ როგორ ფიქრობ, ვის გაწირავს ,,ე”-ს ხელში არსებული ლოდი? გაგვიზიარე კომენტარებში შენი პასუხი!

Leave a Reply