გსურს გაიგო, რამდენად რომანტიკული ადამიანი ხარ? შეასრულე ეს ოპტიკური ილუზიის ტესტი და გაიგე პასუხი.
ამ მარტივი და სახალისო ტესტის შესასრულებლად, უბრალოდ უნდა შეხედო ქვემოთ მოცემულ სურათს და დაიმახსოვრო, რომელ ნაწილს დაინახავ პირველ რიგში. პასუხი დაგეხმარება გაიგო, რამდენად რომანტიული ხარ ურთიერთობების დროს.
მაშ ასე, დავიწყოთ:
რა დაინახე პირველად?
- ბიჭი
- ბოგო
- თავის ქალა
1. თუ ჯერ ბიჭი დაინახე
შენ გაქვს ბავშვური განწყობა, როცა საქმე ეხება რომანტიკას. დიახ, მოგწონს, როცა გიყვარს და მასზე ზრუნავ, მაგრამ შენი ემოციური ინტელექტის ნაკლებობა ართულებს პარტნიორის საჭიროებებისა და მოლოდინების გაგებას. შედეგად, შეიძლება გამოგრჩეს ის მინიშნებები, როცა მას სურს რაიმეს გაზიარება, თუნდაც მსუბუქად გაკრიტიკება და გულწრფელი საუბარი. ცოტათი გიჭირს პარტნიორის წაკითხვა, ეს კი მას აიძულებს იფიქროს, რომ არარომანტიული ადამიანი ხარ. არადა საქმე ისაა, რომ შენ რომანტიული ადამიანი ხარ, რომელსაც ჯერ კიდევ დრო სჭირდება ემოციური სიმწიფის დასაუფლებლად.
2. თუ ჯერ გოგო დაინახე
უიმედო რომანტიკოსი ხარ, ფაქტობრივად გამოუსწორებელი. ალბათ ბავშვობიდანვე ოცნებობდი თეთრ რაშზე ამხედრებულ და მომხიბვლელ პრინცზე. შესაძლოა, მეგობრები დაგცინოდნენ კიდეც, როცა ამბობდი, რომ საშენო ადამიანის მოსვლას ელოდი. მაგრამ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც სჯერა ზღაპრული ისტორიების და ჭეშმარიტი სიყვარულის ძალის. სანთლებით გაწყობილი ვახშამი ვარსკვლავების ქვეშ, როგორც ჩანს, იდეალური პაემანია შენთვის. მაგრამ შენ ასევე ხარ ადამიანი, რომელსაც ხშირად და ადვილად არ უყვარდება. ძნელია შენზე შთაბეჭდილების მოხდენა და გულში ცეცხლის დანთება. მაგრამ როგორც კი ეს მოხდება, შენს სხეულში ფეიერვერკები ფეთქდება, იღვიძებს ცხელი ვნება და იწყება ტკბილი რომანი.
2. თუ ჯერ თავის ქალა დაინახე
ხალხმა შეიძლება იფიქროს, რომ შენ ცინიკოსი ხარ, როცა საქმე რომანტიკასა და სიყვარულს ეხება. შენ ასხივებ პრაქტიკულობისა და რაციონალიზმის ატმოსფეროს და იშვიათად გამოხატავ ემოციებს. შენ იყენებ უხეშობის ფასადს, რომელიც ოსტატურად მალავს შინაგან და ბევრად ფრო რბილ გრძნობებს. შენ გიჭირს გახსნა და შენი სუსტი მხარეების ჩვენება ინტიმური პარტნიორისთვისაც კი. ადვილი არ არის შენ გარშემო აშენებული კედლების ჩამოშლა და შენი ემოციების გადალახვა. ბუნებრივია, ხალხი უფრო მარტივ გზას მიჰყვება და არარომანტიკულ იარლიყს გაწებებს. მაგრამ სწორ ადამიანს შეუძლია შენში მგრძნობიარე მხარეების გამოვლენა და როცა ეს მოხდება, შენ გახდები ყველაზე რომანტიკული შეყვარებული მთელ მსოფლიოში.
როგორია შენი სიყვარულის ენა?
ყოველთვის ჭკვიანური ნაბიჯია, რომ გაიგო საკუთარი ემოციების შესახებ და იცოდე, რამდენად კომფორტულად გამოხატავ მათ. თუ შენს ურთიერთობაში დაბრკოლებების გექმნება იმის გამო, რომ არ შეგიძლია გამოავლინო გრძნობები და ვერ ახერხებ დააფიქსირო, საჭიროა საკუთარ თავს კარგად ჩაუღრმავდე და გაიგო, რამდენად პრიორიტეტულია შენთვის არსებული ურთიერთობა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რას ფიქრობ საკუთარ თავზე
თუ გგონია, რომ რომანტიკული ადამიანი ხარ, იყავი თავდაჯერებული და ასე გაააგრძელე. მეორეს მხრივ, თუ თვლი, რომ რამდენიმე ჩვევის შეცვლა არ იქნებოდა ურიგო და პარტნიორის მოლოდინებსაც უკეთ მოერგებოდა, ეს ყოველთვის შესაძლებელია. და თუ ფიქრობ, რომ არ გსურს რომანტიკოს ადამიანად იდენტიფიცირება, შენ გაქვს ყველა უფლება, დაიცვა შენი პიროვნება და არ იდარდო იმაზე, თუ რას იფიქრებენ სხვები.
შენ რა დაინახე ფოტოზე პირველად? გაგვიზიარე კომენტარებში!