გაზაფხული ოფიციალურად მოვიდა და აღდგომაც უკვე ძალიან ახლოსაა!

ალბათ უკვე დაიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეღებო და გააფორმო სააღდგომო კვერცხები.

გარდა ამისა, ჩვენი გემოვნება კვერცხის დეკორაციებისადმი, ავლენს ბევრ საინტერესო დეტალს ადამიანის შესახებ.

გადახედე ამ ლამაზად გაფორმებულ კვერცხებს და აარჩიე ის, რომელიც პირველად მიიპყრობს შენს ყურადღებას. ეს არჩევანი საკუთარ თავს უკეთ გაგაცნობს.

მაშ ასე დავიწყეთ:

#1 ყვავილოვანი კვერცხი


შენ გაქვს მგრძნობიარე, რომანტიკული ბუნება.

ცოტათი ინტროვერტი ხარ და ყველაზე დიდ ბედნიერებას ფინჯანი ჩაითა და კარგი წიგნით განმარტოება განიჭებს. ან ერთ ან ორ საუკეთესო მეგობართან ერთად ყოფნა.

ძალიან პრაქტიკული ხარ, მაგრამ მაინც გაქვს მეოცნებე მხარეც.

#2 ზიგზაგისებური დიზაინის კვერცხი

შენ გაქვს ანალიტიკური და ზუსტი აზროვნება, ამიტომ ძალიან აფასებ იმ იდეას, რომ ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს.

გამოირჩევი მკვეთრი, მინიმალისტური სტილით და ორგანიზებულობის მაღალი უნარებით.

იღებ დიდ კმაყოფილებას მოწესრიგებული ამოცანებისგან, რომლებიც მშვენიერ შედეგს იძლევა. ალბათ ბავვობაშიც ძალიან გიყვარდა მათემატიკა.

#3 პოლკა კვერცხი

შენ ხარ მხიარული ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველაზე ბედნიერია, როცა ირგვლივ ყველა კარგადაა!

გიყვარს სოციალიზაცია და მასპინძლობა და გამოგდის საუკეთესო ღონისძიებების დაგეგმვა.

არ ხარ კონფლიქტის მოყვარული, მაგრამ დაუფიქრებლად უჭერ მხარს ნებისმიერ მეგობარს, რომელიც გაჭირვებაშია.

#4 კვერცხი ოპტიკური ილუზიის დიზაინით

გაქვს უამრავი ენერგია და კრეატიულობა, გიყვარს საკუთარი შემოქმედებითი პროექტების დაწყება.

ასევე სიამოვნებით მიჰყვები დინებას და ეგებები ახალ შესაძლებლობებს, მაშინაც კი, თუ ეს გულისხმობს პირადი პროექტების მცირე ხნით შეჩერებას ან მათ ადაპტირებას ახალ გარემოებებთან შესაბამისობაში.

საინტერესო გამოწვევები შენი სტიქიაა.

#5 ერთი ფერის კვერცხი

ხარ მტკიცე და სანდო, ძლიერი ადამიანი, რომელიც უზარმაზარი რესურსია სხვებისთვის.

ყოველთვის ეძებ შესაძლებლობებს, რათა შექმნა სტაბილურობა ცხოვრებაში და სხვებს იგივეს გაკეთებაში დაეხმარო.

არ გიყვარს ცვლილებები, მაგრამ თან ლოგიკური ადამიანი ხარ, ამიტომ, ახალ იდეებს ზურგს არ აქცევ, თუ ისინი ნამდვილად კარგად არის გააზრებული!

#6: დახვეწილი კვერცხი


შენ ხარ რთული და იდუმალი და მიჩვეული ხარ გლამურულ ცხოვრებას. გირჩევნია დიდ ქალაქებში ცხოვრება და ხალხში ყოფნის ენერგიით აყვავება.

შეიძლება შეყვარებული იყო მოდაზე, ხელოვნებაზე ან ინტერიერის დიზაინზე. გიყვარს ცვლილებები და მრავალფეროვნება.

აგროვებ ულამაზეს ნივთებს და გაქვს საინტერესო კოლექციები.

#7: ზოლიანი კვერცხი


შენ დაბადებული ხარ ლიდერად და არ გეშინია ამის ჩვენების.

ალბათ ყველაზე უფროსი შვილი ხარ ოჯახში და შეიძლება უაღრესად წარმატებული კარიერა გქონდეს. შეიძლება იყო მეწარმე, წარმატებული გიდი ან ქირურგი.

თავისუფლად გასცემ რჩევებს მეგობრებისთვის და დამწყები თანამშრომლებისთვის, თვლი, რომ ეს მათთვის უკეთესია.

#8 შხეფებიანი დიზაინის კვერცხი


შენი ცხოვრება ქარიშხალია და გიყვარს მისი ყოველი წუთი! რა თქმა უნდა, დროდადრო არის დრამა, მაგრამ ცხოვრობ შენი ცხოვრებით და წინ მთელი სისწრაფით მიდიხარ, კარგია ეს თუ ცუდი.

შენ ხარ ის, ვისაც არასოდეს ეშინია ახალი გამოცდილების მიღების.

დროდადრო რთულ სიტუაციებში აღმოჩნდები ხოლმე, მით უმეტეს თუ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ ასაკთან ერთად, ყველა ეს გიჟური გამოცდილება გაერთიანდება და გადაიქცევა რთულად მოპოვებულ სიბრძნედ.

შენ რომელი სააღდგომო კვერცხი აირჩიე? არ დაგავიწყდეს გაგვიზიარო კომენტარებში შენი პასუხები.