ზოგიერთ ადამიანს შესანიშნავად გამოსდის ლოგიკური მსჯელობა, ზოგის გონებაში კი შემოქმედებითი წვა მიმდინარეობს. ამას ტვინის დომინანტური მხარე განსაზღვრავს.
ჩვენი ტვინი იყოფა მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებად და თითოეულ ადამიანში ტვინის ერთი ნაწილი დომინირებს მეორეზე. თუ გაინტერესებს, შენ შემთხვევაში რომელი მხარეა წამყვანი, გაიარე ქვემოთ მოცემული ოპტიკური ილუზიის ტესტი და წაიკითხე პასუხები.
ადამიანს ორივე ნახევარსფეროს აქტიურობა სჭირდება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ ფუნქციებს შორის განსხვავებაც არსებობს.
ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს ფუნქციებში შედის:
- ლოგიკური აზროვნება
- მსჯელობა
- ანალიტიკური უნარები
- სალაპარაკო ენა
- წერილობითი ენა
- რიცხვებთან მუშაობის უნარები
- მათემატიკა/სამეცნიერო უნარები
- სხეულის მარჯვენა მხარის კონტროლი
ტვინის მარცხენა ნახევარსფეროთი მოაზროვნეები არიან ორგანიზებული, ანალიტიკური, მიზანზე ორიენტირებული, დეტალებზე ორიენტირებული და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები.
ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს ფუნქციებში შედის:
- ინტუიცია
- მუსიკის/ხელოვნების აღქმა
- კრეატიულობა
- ფანტაზია
- ემოცია
- სახეების ამოცნობა
- სხეულის მარცხენა მხარის კონტროლი
მარჯვენა ტვინის ნახევარსფეროთი მოაზროვნეები არიან შემოქმედებითი, ექსპრესიული, თავისუფალი, წარმოსახვითი, ინტუიციური აზროვნების მქონე ადამიანები.
ტვინის რომელი ნაწილია შენში დომინანტი? მემარცხენე ხარ თუ მემარჯვენე? იქნებ შენი ტვინის ორივე ნახევარსფერო კარგად მუშაობს?
ამის გასარკვევად, შენ უნდა გაიაროთ ორი ტიპის ტესტი: ოპტიკური ილუზიისა და ფერის.
ა) ოპტიკური ილუზიის ტესტი: რას ხედავ პირველად სურათზე?
გაითვალისწინე, რომ აქ მოცემულია ოპტიკური ილუზიის 7 ცალი სურათი, რომელზეც სამი შესაძლო გამოსახულებაა დატანილი. ყურადღებით დააკვირდი თითოეულ სურათს და დაწერე რას ხედავ პირველ რიგში.
ის, რასაც ამ სურათებში პირველად შეამჩნევ, ცხადყოფს, მემარჯვენე ხარ თუ მემარცხენე. როგორც კი დაასრულებ ოპტიკური ილუზიის ტესტს, წაიკითხე პასუხები და გაიგე რომელი ტვინის მხარე დომინირებს შენზე.
მზად ხარ?
ოპტიკური ილუზია 1
რა დაინახე პირველად?
ა) ვაშლი
ბ) ორი სახე
გ) სხვა
ოპტიკური ილუზია 2
რა დაინახე პირველად?
ა) თეთრი სვეტები
ბ) ორი ადამიანი
გ) სხვა
ოპტიკური ილუზია 3
ა) თავის ქალა
ბ) ორი შვილი
გ) სხვა
ოპტიკური ილუზია 4
ა) მოხუცი ქალი
ბ) ახალგაზრდა ქალი
გ) სხვა
ოპტიკური ილუზია 5
ა) 3 სვეტი
ბ) 4 სვეტი
ოპტიკური ილუზია 6
ა) იხვი
ბ) კურდღელი
გ) სხვა
ოპტიკური ილუზია 7
ა) სახე
ბ) ქალთა კოლექცია
გ) სხვა
პასუხები
თუ უფრო მეტი A ვარიანტი აირჩიე, ესე იგი, შენი ტვინის წამყვანი მხარე არის მარჯვენა ნახევარსფერო.
შენ შემოქმედებით მოაზროვნე და სპონტანური ადამიანი ხარ. ადამიანებს მოსწონთ შენი ენერგია. არ მოგწონს პრაქტიკული გადაწყვეტილებები, მაგრამ რასაც აკეთებ, ყველაფერი მაინც კარგად გამოდის.
თუ უფრო მეტი B ვარიანტი აირჩიე, ესე იგი, შენი ტვინის წამყვანი მხარე არის მარცხენა ნახევარსფერო.
შენ ლოგიკურად მოაზროვნე და დეტალებზე ორიენტირებული ადამიანი ხარ. გაქვს კარგი მეხსიერება, ორგანიზაციული და დაგეგმვის უნარები. ასე რომ, თუ დასჭირდათ დაბადების დღის წვეულების მოულოდნელად დაგეგმვა, ხალხი შენთან მოვა.
თუ უფრო მეტი C ვარიანტი აირჩიე, ან თანაბრად შეგხვდა A და B პასუხები, ესე იგი, შენი ტვინის ორივე მხარე წამყვანია.
შენი ტვინი მიდრეკილია იმოქმედოს შემოქმედებით და ლოგიკურ აზროვნებას შორის. შეგიძლია მოიფიქრო პრობლემების კრეატიული გადაწყვეტილებები. იცი, როგორ გამოძვრე ცუდი სიტუაციებიდან. გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები კრიზისის დროს გენდობიან.
ბ) ახლა გაიარეთ ფერის ტესტი
იხილე სურათი ქვემოთ და დაასახელე ფერი, რომლის სახელიც წერია. არ უნდა წამოგცდეს იმ ფერის სახელი, რომლითაც წერია ესა თუ ის სიტყვა.
ფერი უფრო მეტი თქვი, ვიდრე დასახელება? თუ კი, მაშინ ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს ადამიანი ხარ. და თუ ზუსტად თქვი ფერის დასახელებები, მაშინ მარცხენა ნახევარსფერო შენია. ეს იმიტომ, რომ მარცხენა ტვინი უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს ენაზე, მარჯვენა ტვინი კი ვიზუალებზე. ასე რომ, შენი მარცხენა ტვინი დაჟინებით ითხოვს სიტყვის წაკითხვას, მარჯვენა ტვინი კი გიბიძგებს, თქვა ფერი.
ესეც ტესტის დასასრული.
შენი ტვინის რომელი ნახევარსფერო მუშაობს უკეთ? გაგვიზიარე კომენტარებში!