დროდადრო ყველას გვჭირდება პატარა კომპლიმენტი, რომელიც ჩვენს განწყობას აამაღლებს და თავს კარგად გვაგრძნობინებს. ეს კომპლიმენტები გვახსენებს, რომ სხვებიც ახერხებენ ჩვენს დანახვას და დაფასებას. დღეს გთავაზობთ სასიამოვნო შეფასებების ვარიანტებს, რომელიც ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეეფერებათ. წაიკითხეთ და გაგვიზიარეთ, შეძლებთ თუ არა მათთან იდენტიფიცირებას!
1. ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
თქვენ თანამგრძნობი და მზრუნველი ხართ.
თქვენი ყველაზე აღმაფრთოვანებელი თვისება ნაზი და მოსიყვარულე ბუნებაა. თქვენ იცით, როგორი გრძნობაა მარტო ყოფნა და სევდა. ამიტომ ყველაფერს აკეთებთ, რომ სხვები გააბედნიეროთ. თანაგრძნობა საუკეთესოდ გამოგდით.
2. კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
თქვენ ხართ უანგარო და კეთილი სამარიტელი
მგრძნობიარე ხართ, მაგრამ არა საკუთარი თავის მიმართ; უფრო მეტ ყურადღებას სხვის ემოციებსა და კეთილდღეობას აქცევთ. ხშირად ალტრუისტი ხართ! საკუთარ თავზე იღებთ, რომ ადამიანებს ცხოვრება გაუადვილოთ.
3. ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
თქვენ ბუნებით მოხეტიალე ხართ
სამყაროს დიდი ინტერესით უყურებ და ტკბები მისი საოცრებებით. მუდამ ენერგიითა და ენთუზიაზმით ხართ სავსე. გსურთ იმოგზაუროთ მთელ მსოფლიოში და შეხვდეთ ახალ ადამიანებს. სამყაროს უყურებთ, როგორც ერთ ბედნიერ ოჯახს.
4. კიბო (21 ივნისი – 22 ივლისი)
თქვენ ოპტიმისტი ხართ
ადამიანების უპირობოდ სიყვარული და მათი ბუნებისადმი რწმენა შენი საქმეა. ეს სიყვარული და თანაგრძნობა გაქცევთ მომთმენ და კეთილგანწყობილ ადამიანად. არასოდეს ნერვიულობთ იმაზე, რომ ადამიანები ზოგჯერ სარგებლობენ თქვენი კარგი ბუნებით.
5. ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
თქვენ ძლიერი ლიდერი ხართ
გამოირჩევით პრობლემების გადაჭრის უნარებითა და გამძლეობით, წარმატებით გამოდიხართ ყველა სტრესული სიტუაციიდან. თქვენ ბუნებრივი ლიდერი ხართ. ეს უნარები გაქცევთ საყვარელ კოლეგად და მეგობრად სხვა ადამიანებისთვის.
6. ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
თქვენ ავთენტური სული ხართ
ბევრი რამ გადაგხდათ ცხოვრებაში! მაგრამ მთელი ტკივილი თქვენს საქმიანობასა და შემოქმედებაში გადაიტანეთ. თქვენ იცით, რისი უნდა გწამდეთ და თქვენს მორალს მსოფლიოც ვერ შეარყევს. თქვენი ღირებულებები ყველაზე მნიშვნელოვანია.
7. სასწორი (22 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)
თქვენ ჯიუტი მებრძოლი ხართ
თქვენ ხშირად აწყდებით ერთ დაბრკოლებას მეორეს მიყოლებით, მაგრამ არასოდეს ნებდებით. ცხოვრების უმძიმესი ბრძოლების დროსაც კი თქვენ განაგრძობთ წინსვლას. ამ შეუპოვრობის ხარჯზე ცხოვრების ყველა გამოწვევას გადალახავთ.
8. მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
თქვენ ოცნების მაძიებელი ხართ
თქვენ გჯერათ ოცნებების ასრულების – იქნება ეს სიყვარული, კარიერა თუ საკუთარი თავის გაუმჯობესება – არასოდეს კარგავთ თქვენს მიზანს. არ ხართ ის ადამიანი, ვინც აჭიანურებს. არასოდეს ისვენებთ, სანამ დასახულ მიზანს არ მიაღწევთ.
9. მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
თქვენ ხართ გულუხვი გამცემი
რომ შეგეძლოთ გასცემდით ყველაფერს, რასაც ადამიანი გთხოვთ. თქვენი კეთილშობილება შეიძლება ზოგჯერ სისუსტედ ჩაითვალოს, მაგრამ თქვენ არ გსურთ სხვისგან აღიარება, სიყვარული ან მადლიერება მიიღოთ.
10. თხის რქა (21 დეკემბერი – 20 იანვარი)
თქვენ წვეულების მოყვარული ხართ
თქვენი ენერგია მართლაც გადამდებია. სტრესულ დროსაც კი, თქვენ გაქვთ მზიანი და მხიარული განწყობა. თქვენმა იუმორის გრძნობამ შეიძლება საშინელი სიტუაცია რაღაც კომიკურად აქციოს. შეგიძლიათ სხვებს თავი უკეთ აგრძნობინოთ მათთან მხოლოდ რამდენიმე წუთის გატარების შემდეგაც.
11. მერწყული (21 იანვარი – 18 თებერვალი)
თქვენ ხართ მეტისმეტად გულწრფელი
როდესაც ვინმეს სურს გულწრფელი აზრის გაგება რაიმეზე, ის მოვა თქვენთან. თქვენ აღწერთ საკითხს ისე, როგორც არის და არასოდეს აჭარბებთ. ადამიანებს შეუძლიათ თქვენი ნდობა. უშუალო ბუნების გამო დიდ პატივისცემას იმსახურებთ.
12. თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
თქვენ გაქვთ იდეალური აღქმა
თქვენი დაკვირვების უნარი ნამდვილად დასაფასებელია. ძალიან ცოტა დრო გჭირდებათ სხვების გასაგებად. ყველა სიტუაციას უყურებთ ობიექტური და განცალკევებული კუთხით. გაინტერესებთ ადამიანის ქცევა და გულმოდგინედ შეისწავლით მათ.
აბა, რას გვეტყვით, დაემთხვა მოცემული აღწერები თქვენს ხასიათს? გაგვიზიარეთ კომენტარებში!