რასაც ფოტოზე პირველად დაინახავ, ის აღწერს შენს ყველაზე დიდ სისუსტეს ურთიერთობაში

გაინტერესებთ რა არის თქვენი, როგორც პარტნიორის, ყველაზე დიდი სისუსტე ურთიერთობისას? ამის გაგება დაგეხმარებათ უკეთ გაუმკლავდეთ თქვენს კავშირებს სხვა ადამიანებთან. შეასრულეთ პიროვნების ტესტი და მიიღეთ პასუხები.

უბრალოდ შეხედეთ ქვემოთ მოცემულ სურათს და მოინიშნეთ, რა ელემენტს დაინახავთ პირველად სურათზე.

როგორც კი დაასრულებთ, ნახეთ ქვემოთ თითოეული ელემენტის დეტალური ანალიზი და გაიგეთ რა საიდუმლოებებს ავლენს ის.

თუ დაინახეთ…

1. მშვიდი სახე: ესე იგი, მოგწონთ თქვენი ურთიერთობის გაკონტროლება.

თქვენ ხართ ჭკვიანი და ინტელექტუალური პიროვნება, რომელიც ყოველთვის ფიქრობს რამდენიმე ნაბიჯით ადრე. თქვენ შეგიძლიათ მარტივად გააანალიზოთ ნებისმიერი სიტუაცია, განჭვრიტოთ, თუ როგორ იფიქრებენ სხვები და შესაბამისად დაგეგმოთ თქვენი ქმედებები.

მოგწონთ სიმშვიდის პოვნა ქაოსში და ყოველთვის ცდილობთ მაქსიმალურად შეამციროთ სტრესი. თუმცა, როცა შეყვარებული ხართ და ურთიერთობის აღმავლობასა და ვარდნას ატარებ, ყოველთვის ვერ იწინასწარმეტყველებ პარტნიორის ქცევას და ნამდვილად ვერ დაგეგმავ ყველაფერს.

თქვენ უნდა მოიხსნათ ცხოვრების ყველა ასპექტის კონტროლის სურვილი, როცა საქმე რომანტიკულ ურთიერთობებს ეხება. თქვენ ვერ მართავთ და ვერ დაგეგმავთ ემოციებს, აზრებს, გრძნობებსა და ქცევებს – ვერც საკუთარი თავისთვის და ვერც თქვენი პარტნიორისთვის. ზოგჯერ უბრალოდ უნდა ენდოთ სამყაროს და მიჰყვეთ დინებას. აუცილებლად უნდა გქონდეთ თქვენი პარტნიორის რწმენა. მხოლოდ მაშინ შეძლებთ შექმნათ მნიშვნელოვანი და სიყვარულით სავსე ურთიერთობა, რომელიც მთელი ცხოვრება გაგრძელდება.

თუ დაინახეთ…

2. ხილის კრეფის პროცესი: ესე იგი, ზედმეტად ამბიციური ხართ კარიერული მიზნების მიმართ.

თუ პირველად შენიშნეთ ხილის კრეფის პროცესი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ მკაფიო მიზნები და ხართ ძალიან ამბიციური კარიერის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კარიერული მიზნები შესაძლოა რამდენჯერმე შეიცვალოს, თქვენ უკვე დიდი ხანია გადაწყვიტეთ, რომ იყოთ საუკეთესოები ამა თუ იმ პროფესიულ საქმიანობაში და მიაღწიოთ დიდ მასშტაბებს თქვენი შრომითა და მონდომებით. თქვენ უარს ამბობთ იმაზე ნაკლების მიღებაზე, რასაც სრულყოფილად თვლით.

რა თქმა უნდა, დასაფასებელია, რომ კარიერულ მიზნებს ასეთი ფოკუსითა და სიმტკიცით ახორციელებთ, მაგრამ ასეთ კარიერას ნამდვილად შეუძლია ბზარები გააჩინოს თქვენს ურთიერთობებში – იმ შემთხვევაში, თუ უგულებელყოფთ პარტნიორს თქვენი კარიერის გამო.

თქვენს მიზნებზე ძლიერი ფოკუსირება არასოდეს არ უნდა ნიშნავდეს ნაკლებ ყურადღებას საყვარელი ადამიანის მიმართ. თქვენ ურთიერთობაში ისევე უნდა ჩადოთ ინვესტიცია, როგორც საქმიანობაში.

აუცილებლად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ სიყვარული და ურთიერთობები ისეთივე, და ზოგჯერ უფრო მეტად, მნიშვნელოვანია, როგორც სამუშაო და კარიერული მიზნები.

თუ დაინახეთ…

3. დედა და შვილი: ესე იგი, თქვენ ძალიან ხართ დამოკიდებული ოჯახის აზრზე

თუ პირველად შენიშნეთ დედა და შვილი, ეს ნიშნავს, რომ უპირატესობას ანიჭებთ ოჯახს და მათ თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად თვლით.

თქვენს იდენტობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოჯახი და პირადი ურთიერთობები. თუმცა თქვენ ასევე უნდა ფოკუსირდეთ საკუთარ თავზე, თქვენს საჭიროებებზე, მისწრაფებებზე, სურვილებსა და ოცნებებზეც. ოჯახის აზრის გამო არ უნდა დაანგრიოთ ურთიერთობა. თქვენ უბრალოდ უნდა მიიღოთ მათი აზრი და შემდეგ დამოუკიდებლად იმუშაოთ თქვენს ურთიერთობაზე ოჯახის გავლენის გარეშე.

თუ დაინახეთ…

4. მფრინავი ჩიტები: თქვენ არაპრაქტიკული მეოცნებე ხართ

თქვენ უბრალოდ ღრუბლებში დაფრინავთ. უნიკალური პერსპექტივა გაქვთ და სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად ხედავთ. ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული საჩუქარია და სხვებს ხშირად იზიდავთ ასეთი ბუნება.

თუმცა, სამყაროსადმი განსხვავებულმა პერსპექტივამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს სერიოზული იმედგაცრუება ცხოვრებაში, რადგან რეალობა ხშირად ძალიან განსხვავდება ოცნებებისგან.

ეს განსაკუთრებულად ეხება ურთიერთობასა და სიყვარულს. შეიძლება გჯეროდეთ, რომ იპოვნეთ იდეალური პარტნიორი და გაქვთ ზღაპრული რომანი, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი შეიძლება სრულიად საპირისპირო იყოს იმისა, რისიც გჯერათ.

კიდევ ხომ არ შეამჩნიეთ ფოტოზე რამე დეტალი? აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში!

Leave a Reply