როგორ არ უნდა გიყვარდეს ოპტიკური ილუზიის ტესტები? ეს კრეატიული და საინტერესოა და თან სულ გვაბნევს. და მოძრავ ოპტიკურ ილუზიაზე რას იტყვი? დღეს სწორედ ამას გთავაზობთ.
Lenstore-მა გააზიარა წრის ოპტიკური ილუზია, რომელიც მოძრაობს მარცხნიდან მარჯვნივ გრადიენტულ ფონზე. და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს წრე მთლიანად იცვლის ფერს, ის სინამდვილეში არ იცვლის. გაოცდით არა? უცნაურია, მაგრამ გვერწმუნეთ, წრე იგივე ფერის რჩება.
მიზეზი, რის გამოც ვფიქრობთ, რომ წრის ფერი იცვლება, არის ის, რომ უჯრედები აგზავნიან ინფორმაციას ჩვენს ტვინში მხედველობის ნერვის მეშვეობით და ტვინი ამ სიგნალიდან ცდილობს ინტერპრეტაცია მისცეს იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ. ფერის შეფასებისას ტვინი მას სხვაგვარად აღიქვამს, როდესაც ადარებს იმას, რაც ამ ობიექტს აკრავს. ეს იმაზე მეტყველებს, თუ რატომ იცვლის ლურჯი წრე ფერს ამ ილუზიაში.
კი, ცოტა არ იყოს დამაბნეველია, მაგრამ ეს წრეები მართლაც არ იცვლის ფერებს. კომენტარებში გაგვიზიარე, რამდენად მოგეწონა ამ ტიპის ტესტზე მუშაობა!