საინტერესოა, რომ ასტროლოგიას ბევრი რამის თქმა შეუძლია იმაზე, თუ ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდებათ გამდიდრება.
ზოდიაქო შედგება 12 ნიშნისგან და თითოეული მათგანი ექვემდებარება 4 სხვადასხვა ელემენტს – ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი. ადამიანის პიროვნული თვისებებიც სწორედ ამ ელემენტებიდან მოდის.
ანალოგიურად, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს კავშირი ფინანსური პერსპექტივების გამორკვევისა და იმის პროგნოზირებისთვის, თუ რომელი ნიშნები გამდიდრდებიან მომავალში.
სხვადასხვა უნარი სხვადასხვა ნიშანთან ასოცირდება, ამიტომ ზოგიერთი ნიშანი ახლოა ხელოვნებასთან, ზოგი ტექნიკურ უნარებთან და ა.შ. აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანი ამოწმებს თავის ვარსკვლავურ ნიშანს, სანამ გადაწყვეტს, როგორი კარიერა აირჩიოს წარმატებისთვის.
ქვემოთ მოყვანილ ზოდიაქოს 5 ნიშანს აქვს ფინანსური კეთილდღეობის მოპოვების საუკეთესო შანსი. ეს პროგნოზი ეფუძნება მათ პიროვნებას, მათ ქცევას და ცხოვრების წესს, რომელსაც ისინი ირჩევენ.
1. ქალწული (23 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე)
იღბლიანი დღე: ოთხშაბათი
იღბლიანი რიცხვები: 5, 14, 23, 32, 41, 50
იღბლიანი ფერები: თეთრი, ყვითელი, კრემისფერი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი
იღბლიანი ქვა: ტოპაზი
ქალწულები შრომისმოყვარეები და რაციონალურები არიან. ისინი ასევე ფლობენ დიდ მონდომებას და არასოდეს უშვებენ, რომ უმცირესი დეტალიც კი გამორჩეთ.
ისინი მიეკუთვნებიან მიწის ნიშანს, ასე რომ, სტაბილურები არიან და უკეთ აღიქვამენ ცხოვრების მკვეთრ რეალობას. როგორც წესი, არასოდეს კარგავენ სიმშვიდეს, რაც არ უნდა რთული იყოს სიტუაცია.
ცნობილი ქალწულები: ბიონსე, კრის პაინი და პიპა მიდლტონი.
2. მორიელი (23 ოქტომბრიდან 21 ნოემბრამდე)
იღბლიანი დღეები: კვირა, ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი
იღბლიანი რიცხვები: 8, 17, 26, 35, 44, 53
იღბლიანი ფერი: წითელი და იისფერი
იღბლიანი ქვა: ოპალი
მორიელებს აქვთ დიდი ქარიზმა და ისინი არ ერიდებიან გამოიყენონ ეს სხვების მიმართ. ისინი აიძულებენ ადამიანებს გააკეთონ ის, რაც მათ სურთ.
მორიელები დაკავშირებულები არიან წყალთან, რაც მათ ძლიერ ინტუიციურ და ფსიქიკურ შესაძლებლობებს აძლევს. აქვთ ცნობისმოყვარეობისადმი ბუნებრივი მიდრეკილება, რაც მათ აქცევს დახელოვნებულ დეტექტივებად. დისციპლინა არის წამყვანი ფაქტორი მათ ცხოვრების წესში და ეს ეხმარება მათ აკადემიური წარმატების მიღწევაში.
ცნობილი მორიელები: ლეონარდო დიკაპრიო, ემა სტოუნი და მეთიუ მაკკონაჰი.
3. ლომი (23 ივლისიდან 22 აგვისტომდე)
იღბლიანი დღეები: სამშაბათი, პარასკევი, კვირა
იღბლიანი რიცხვები: 5, 14, 13, 32, 41, 50
იღბლიანი ფერები: ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი, კრემისფერი, წითელი
იღბლიანი ქვა: რუბი
ამ სიაში ლომი არის ერთადერთი ნიშანი, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლს. ლომები ბუნებრივი ლიდერები არიან, რომლებსაც დიდი ენთუზიაზმი და ენერგია აქვთ. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ მათ განზრახული აქვთ გამდიდრება!
ისინი საოცრად გაბედულები და წარმატებულები არიან ნებისმიერ პროექტში, რომელსაც ახორციელებენ. მათი ქარიზმა უზრუნველყოფს, რომ მუდამ ყურადღების ცენტრში იყვნენ. არიან ოპტიმისტები და ცდილობენ მიიღონ საუკეთესო ცხოვრებიდან. იციან როგორ გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები ოპტიმალურად.
ცნობილი ლომები: ბარაკ ობამა, სანდრა ბალოკი და როჯერ ფედერერი.
4. კურო (20 აპრილიდან 20 მაისამდე)
იღბლიანი დღეები: ორშაბათი, პარასკევი, შაბათი
იღბლიანი რიცხვები: 2, 11, 29, 37, 56
იღბლიანი ფერები: თეთრი, მწვანე
იღბლიანი ქვა: ზურმუხტი
კურო, ისევე როგორც ქალწული, მიწის ნიშანია. ეს მათ პრაქტიკულ, მოკრძალებულ ადამიანებად აქცევს, რომლებსაც შეუძლიათ ყველა ურთიერთობა სტაბილურად შეინარჩუნონ. ისინი გამოირჩევიან დიდი ერთგულებითა და თანმიმდევრულობით.
კუროები არასოდეს ფეთქდებიან და ამჯობინებენ თითოეული საკითხის ღრმად გაანალიზებას. ისინი გაწონასწორებულები და ძალიან ეფექტურები არიან, ამიტომ კარგი მენეჯერებიც ხდებიან. ისინი მუდამ ასრულებენ თავიანთ დაპირებებს და მათი სანდოობა ძალიან მაღალკვალიფიციურ ბიზნეს პარტნიორებად აქცევს.
ცნობილი კუროები: დედოფალი ელიზაბეტ II, დუეინ ჯონსონი და საჩინ ტენდულკარი.
5. კიბო (21 ივნისიდან 22 ივლისამდე)
იღბლიანი რიცხვები: 4, 13, 22, 31, 40, 48, 57
იღბლიანი დღეები: სამშაბათი, პარასკევი, ხუთშაბათი, კვირა
იღბლიანი ფერები: ლურჯი, ვერცხლისფერი
იღბლიანი ქვა: მარგალიტი
როგორც წყლის ნიშანი, კირჩხიბები ყველაზე მეტად მზრუნველები და თბილები არიან. ისინი მუდამ ახალისებენ სხვებს, რომ გააკეთონ რაც შეუძლიათ. არიან ძალიან დამხმარეები და თანამგრძნობები და აქვთ სათანადო თავდაჯერებულობა.
ისინი მგრძნობიარენი არიან სხვების მოთხოვნილებების მიმართ და უპირობოდ გამოხატავენ სიყვარულს. ეს მათ დიდ გუნდურ მოთამაშეებად აქცევს, რომლებსაც შეუძლიათ გარშემომყოფების ნდობის მოპოვება. ეს ნდობა უზრუნველყოფს მათ წარმატებას როგორც სამსახურში, ასევე პირად ურთიერთობებში.
კირჩხიბებიც ძალიან კრეატიულები არიან და შეუძლიათ ბრწყინვალე, ინოვაციური იდეების მოფიქრება.
ცნობილი კირჩხიბები: ილონ მასკი, პრინცესა დაიანა და ტომ კრუზი.
მოკლედ, ეს არის ის 5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც განზრახული აქვთ გამდიდრება ასტროლოგიის მიხედვით. შენ რომელი ნიშნის წარმომადგენელი ხარ? გაგვიზიარე კომენტარებში!