ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც ყოველთვის ქაოსს ირჩევს

ცხოვრებისეულ სიტუაციებთან გამკლავების დროს, ზოგი ადამიანი იხრება უფრო მშვიდი და გაწონასწორებული გადაწყვეტილებებისკენ. ისინი დიდ დროს ატარებენ სიტუაციების შესაფასებლად და გასაგებად და ირჩევენ ლოგიკურ მიდგომას. ხოლო მეორე მხარეს არიან ისეთები, რომლებიც უბრალოდ ირჩევენ ქაოსს და არეულობას – იქნება ეს სხვებთან დაპირისპირება თუ ეჭვის პატარა ნაჭრების მოგროვება შემდგომი უთანხმოების გასაღვივებლად. ამ განსხვავებულ მიდგომებს შეიძლება ვარსკვლავებთანაც ჰქონდეს რაიმე კავშირი, ამიტომ უმჯობესია გავარკვიოთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნები თამაშობენ ქაოტურ მხარეს.

1. მორიელი (22 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

ჩვენ ვერ ვისაუბრებთ შეტევასა და ქაოსზე ისე, თუ მორიელებს არ შევეხეთ. ისინი განთქმულნი არიან იმით, რომ სულ შეუძლიათ მომაკვდინებელი ნაკბენი განახორციელონ. და მიუხედავად იმისა, რომ შურისძიებისა და შეტევის ეს ნიმუშები არ გამოირჩევიან ძალადობრივი ქმედებებით, ისინი აბსოლუტურად უნდა იყვნენ იმაში დარწმუნებულები, რომ მაინც მიიღებენ სასურველს. მათი ზოგადი ფილოსოფია ასეთია: „შურისძიება არის კერძი, რომელიც საუკეთესოა მიირთვა ცივად“. ასე რომ, ისინი შეიძლება პირდაპირ არ დაგიპირისპირდნენ, მაგრამ უმჯობესია იცოდეთ – სანამ შურისძიების დაგეგმვას დაიწყებენ, მათ უკვე გადახედეს თქვენს ისტორიას, დაადგინეს ყველა შესაძლო სცენარი და ისე აკეთებენ თავიანთ საქმეს. მათ მიზანშეწონილად მიაჩნიათ შურისძიების სამოქმედო გეგმის შედგენა. აღსანიშნავია, რომ წყლის ამ ნიშანს მფარველობს მარსი, ომის ღმერთი, ამიტომ, ფრთხილად მოეპყარით, მათ უკან ბუნების დიდი ძალა იმალება.

2. ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

ცეცხლოვანი ვერძი ქარიშხალს ჰგავს, ნებისმიერ დროსა და ადგილას – ღია სივრცეშიც და დახურულ ოთახშიც. მიუხედავად იმისა, რომ მათაც მარსი მართავს, ეს ქაოსი არ ეხება შურისძიებას, როგორც მორიელების შემთხვევაში. ვერძი გართობის მოყვარული, სპონტანური არსებაა. ისინი სავსე არიან უსაზღვრო ენერგიითა და მონდომებით, სულ შეუძლიათ გააღვივონ დებატები პოლარიზებულ თემებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი გაააქტიურონ. იქ, სადაც ადამიანების უმეტესობა ყოყმანობს ქაოსის შექმნის შიშით, ვერძები გადიან სცენაზე და თავიანთ მხურვალე ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებენ. ცეცხლოვანი ბუნების გამო, ხშირა მათ იპოვით ჩხუბის შუაგულში და აუცილებლად მოგინდებათ მხარდაჭერა, რათა პროტესტი გააძლიეროთ.

3. მშვილდოსანი (22 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე)

ჩვენ გვიყვარს ისინი მეგობრული ხასიათის გამო და მათი ეს ხიბლი თითქმის დაუძლეველია. მაგრამ ამ საყვარელი ცეცხლის ნიშნების ტრაგიკული ნაკლი ის არის, რომ ადვილად იწყენენ, ამიტომ ისინიც მიდრეკილნი არიან ქაოსისკენ. მშვილდოსნები ჯადოქრებს ჰგვანან, როდესაც საქმე ეხება ჯგუფებში ნავიგაციას, ასე რომ, თუ დაგჭირდებათ, რომ თავი დააღწიოთ ოფიციალურ სადილს და სცენარი შეცვალოთ, მშვილდოსანი ჩართეთ საქმეში. მშვილდოსანი მეგობრობს საკვანძო მოთამაშეებთან და ანგარიშს უწევს მათ. ვერძისგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება გაერთოს ქაოსში და, ალბათ, შეუძლია აკონტროლოს კიდეც იგი, მშვილდოსნები არიან ბედნიერი და იღბლიანი თავგადასავლების მოყვარულები, რომლებიც რეალურად ვერ ძლებენ დისჰარმონიაში ყოფნას.

4. კურო (20 აპრილი – 20 მაისი ივნისი)

არ არის აუცილებელი იყო ძალიან გამოცდილი ფერმერი, რომ მშვიდი ხარის გაღიზიანება ცუდ იდეად ჩათვალო. იგივე ეხება ამ მიწის ნიშნებს, რომლებიც სიმბოლურად არიან გამოხატული ამ სასტიკი ცხოველით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ბრაზდებიან მოწყენილობისგან ან საფუძვლის გარეშე, როგორც კი მათ პროვოკაციაზე წამოგებას ეცდებით, მოემზადეთ ქაოსის დაუსრულებელი სამყაროსთვის. ისინი არ გაჩერდებიან, სანამ არ იგრძნობენ, რომ მიხვდით, სად შეცდით. კუროებს აქვთ თავშეკავებულისა და მომთმენის რეპუტაცია, მაგრამ არ გამოსცადოთ ისინი. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც გაიძულებენ ორჯერ დაფიქრდეთ კამათის დაწყებამდე, რადგან ისინი არ დანებდებიან მანამ, სანამ ყველას თავის ადგილზე არ დააბრუნებენ.

5. ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

ტყუპებს ისეთი ხასიათი აქვთ, რომ ისინი ნამდვილად არ ირჩევენ დაძაბულობას, მით უმეტეს, თავისი ნებით. თუმცა ხშირად ხდება, რომ ისინი არეულობისა და ქაოსის შუაგულში არიან… ტყუპების ბუნებაა, იყვნენ მუდმივად ორაზროვნები და საკმაოდ რთულად იღებენ გადაწყვეტილებებს. მოდით, წარმოიდგინეთ, რომ ცდილობთ დაგეგმოთ მოულოდნელი წვეულება იმ ადამიანთან, ვინც ხშირად ცვლის თავის გეგმებს და ვერ ყალიბდება გადაწყვეტილებებში. ეს ნიშანიც ასეთი ქაოტურია, თუმცა არ აქვს აგრესიული ხასიათი.

თქვენ თუ ეთანხმებით აქ მოცემულ სიას? თქვენ რომელ ნიშანს თვლით ყველაზე ქაოსურად? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

Leave a Reply